შეაბიჯე ჯანმრთელობის მონიტორინგის AI-თ მხარდაჭერილი ფუნქციების ახალ ეპოქაში წარმართე შენი დღე ახალ 3nm პროცესორთან ერთად. გაიგნე გზა ორმაგი სიხშირის GPS-ის დახმარებით. აწარმოე გულისცემის სიხშირის, ვარჯიშისა და ძილის ტრეკინგი გაუმჯობესებული BioActive სენსორის მეშვეობით. ამის შემდეგ Galaxy AI მოგაწვდის მონაცემთა ანალიზის შედეგებს და ენერგიის ქულას, რაც დაგეხმარება შენი სიჯანსაღის მონიტორინგში. გაიცანი Galaxy Watch7, შენი AI-თ მხარდაჭერილი ყოველდღიური კომპანიონი.
ㅤ
იყავი გამორჩეული floating დიზაინის მეშვეობით
გააუმჯობესე შენი სტილი Galaxy Watch7-ის მეშვეობით. floating glass დიზაინი და ფერადი ნაქარგი წერტილები ელეგანტურობას მატებს შენს ხელს, ხოლო სამაჯურზე გამოსახული ტალღები მიანიშნებს, რომ მზად ხარ ვარჯიშისთვის. საათი ხელმისაწვდომია დიდ და პატარა ზომებში და სამ ფერში: მწვანე, ვერცხლისფერი და კრემისფერი.
საოცარი სიმძლავრე
ჩვენი ყველაზე მძლავრი ჭკვიანი საათის პროცესორი
ახალი 3 ნმ პროცესორი ფეხს უწყობს შენს ყოველდღიურ რუტინას. მარტივად და სწრაფად გადაერთე ამინდის შემოწმების რეჟიმიდან შენი ვარჯიშის მონაცემების შემოწმების რეჟიმზე. გარდა ამისა, ის ახდენს ელემენტის გამოყენების ოპტიმიზაციას, ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად,რათა Galaxy Watch7 შენს ერთგულ თანამგზავრად იქცეს ნებისმიერ სიტუაციაში.
გაუმჯობესებული BioActive სენსორი. უფრო მეტი სიზუსტე
თავად აკონტროლე შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესი Galaxy Watch-ში ინტეგრირებული ჩვენი უმაღლესი დონის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის სენსორის მეშვეობით. 13 LED ნათურით აღჭურვილი BioActive სენსორი უფრო მაღალი სიზუსტით აკონტროლებს შენი გულისცემის სიხშირეს, ძილის პროცესს და სხვა მონაცემებს.
ორმაგი სიხშირის GPS. შენი გზამკვლევი ბეტონის ჯუნგლებში
მარტივად გაიკვალე გზა Galaxy Watch-ში ინტეგრირებული უზუსტესი GPS-ის მეშვეობით. ორმაგი სიხშირის GPS იყენებს ორი სიხშირის სატელიტურ სიგნალებს (L1+L5), რაც უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის უწყვეტ ტრეკინგს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიც კი.
ახლა უკვე Galaxy AI მხარდაჭერით
დაიწყე შენი დღე აქტიურად ენერგიის ქულის ფუნქციის მეშვეობით
უკეთ შეისწავლე შენი სხეული და დაიწყე დღე უფრო გონივრულად ენერგიის ქულის ფუნქციასთან ერთად. შეამოწმე შენი ძილის, გულისცემის სიხშირის და ყოველდღიური აქტივობების მონაცემები ენერგიის ქულის ფუნქციის მეშვეობით და დაგეგმე ყოველდღიური რუტინა. საკმარისად ვერ დაისვენე? ფორმაში დასაბრუნებლად, შეგიძლია სპორტდარბაზში ვარჯიშის ნაცვლად სახლში დარჩენა და დასვენება აირჩიო.
ძილის აპნოეს ამოცნობის ფუნქცია
შენი უსაფრთხო და მშვიდი ძილისთვის. Galaxy Watch7, როგორც მსოფლიოში პირველი FDA-ს მიერ ავტორიზებული ძილის აპნოეს რისკის ამოცნობის ფუნქციით აღჭურვილი ჭკვიანი საათი, აკონტროლებს შენი ძილის ხარისხს და გეხმარება ძილის შესაძლო პრობლემების ამოცნობაში, რაც უზრუნველყოფს შენს სიმშვიდეს მთელი ღამის განმავლობაში.
ㅤ
დაიწყე შენი შემდეგი ფიტნეს თავგადასავალი
გააუმჯობესე ვარჯიშის ყოველდღიური შედეგები მაღალი დონის ფიტნეს ტრეკინგის ფუნქციების მეშვეობით
გააუმჯობესე შენი ფიტნეს რუტინა Galaxy Watch7-ის მეშვეობით. შეარჩიე ვარჯიშის იდეალური რუტინა, რომელიც მოიცავს გახურების, მშვიდი ვარჯიშების და შესვენებებს სესიებს, ან მოტივაციის ასამაღლებად და შესანარჩუნებლად ეცადე გააუმჯობესო შენი ძველი შედეგები. მარტივად აკონტროლე შენი ვარჯიშის პროცესი წყალშიც კი, Water Lock რეჟიმის მეშვეობით.
მოიპოვე სამკერდე ნიშანი, შეინარჩუნე მოტივაცია
გააუმჯობესე პირადი რეკორდი ან გამოსცადე ახალი ტიპის ვარჯიში და მიიღე ბეიჯები, ეს დაგეხმარება მოტივაციის შენარჩუნებასა და წინსვლაში შენი ფიტნეს მიზნების მიღწევისთვის ბრძოლაში სასურველი შედეგების მისაღწევად.
ძილის ქოუჩინგი, შენი მშვიდი ღამეების გარანტია
ძილის რუტინის გასაუმჯობესებლად პირველ რიგში საჭიროა ძილის მონიტორინგი. ყოველდღიური ძილის ქულა, ძილის დროს გულისცემის სიხშირის მაჩვენებელი, პერსონალიზებული ძილის ქოუჩინგი და ა.შ. დაგეხმარება შენი ჩვევების უკეთ შესწავლაში, გარდა ამისა, მიღებული რჩევების გათვალისწინებით, შეძლებ შენი ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
მუდმივად აკონტროლე შენი გულის მდგომარეობა
შეინარჩუნე სიმშვიდე გულის მონიტორინგის პაკეტის დახმარებით. შენს Galaxy Watch7-ში ინტეგრირებული PPG სენსორი აკონტროლებს შენს გულისცემის სიხშირეს და რიტმს. გულისცემის სიხშირესთან ან რიტმთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ის გამოგიგზავნის შეტყობინებას და მოთხოვნას, რომ ჩაიტარო ECG.
შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესის ჰარმონიზაცია
მოიპოვე წვდომა და აკონტროლე შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ზოგად სიჯანსაღესთან დაკავშირებული ინფორმაცია შენს Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung Health app-ის მეშვეობით.
ვარდნის ამოცნობის ფუნქცია
თუ წაიბორძიკებ, Galaxy Watch7-ის ვარდნის ამოცნობის ფუნქცია დაგეხმარება. თუ ვარჯიშის დროს დაეცემი ან ძილის დროს საწოლიდან გადმოვარდები, საათი დააფიქსირებს ვარდნის შემთხვევას და შემოგთავაზებს დახმარებას. სხვა საგანგებო სიტუაციების დადგომის შემთხვევაში, ხუთჯერ უნდა დააჭირო Home ღილაკს, რის შემდეგაც გაიგზავნება SOS შეტყობინება გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან.
აირჩიე ნებისმიერი სიტუაციის შესაფერისი სამაჯური
აირჩიე სპეციალურად შენ მიერ არჩეული აქტივობისთვის შექმნილი სამაჯური — ცურვა, ძილი, სირბილი და სხვა — შემდეგ კი აირჩიე სასურველი ფერი და მოარგე ის შენს სტილს და გემოვნებას. ან უბრალოდ შეცვალე სამაჯურები ღილაკზე ხელის ერთხელ დაჭერით. შეცვალე სამაჯური და საათის ციფერბლატი შენი სტილის შესაბამისად.
ㅤ
შენთვის იდეალური საათის მოძებნის დროა
მხარდაჭერა
იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით
ხშირად დასმული კითხვები
- რით განსხვავდება Galaxy Watch7 წინა მოდელებისგან
- როგორ გამოვიყენო Samsung Galaxy Ring
- როგორ გავიგო Samsung-ის მოწყობილობის დამზადების (წარმოების) თარიღი
- როგორ განაახლოთ firmware On Samsung Galaxy wearables (Watch, Buds, Fit)
- როგორ დავაკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობასთან ერთდროულად ორი Bluetooth მოწყობილობა
{{family.currentModel.displayName}}
{{family.currentModel.modelCode}}
Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price before: {{model.prices.priceDisplay}}
-
{{summary.title}}
-
{{summary.title}}
შეადარე მოდელები
შეადარე მსგავს მოწყობილობებს