Galaxy AIაქ არის

შეაბიჯე AI-თ მხარდაჭერილი ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციების ახალ ეპოქაში

Galaxy Watch Ultra, უძლებს 55°C-მდე ტემპერატურას, ზღვის დონიდან 9,000 მ-მდე სიმაღლეს, გააჩნია წყლის მიმართ გამძლეობის 10 ATM რეიტინგი და უახლესი მძლავრი 3 ნმ პროცესორის წყალობით მუშაობს სრულიად უხარვეზოდ. დალაშქრე უფრო დიდი მანძილები მძლავრი ელემენტის მეშვეობით, რომლის მუშაობის ხანგრძლივობაც ენერგიის დაზოგვის რეჟიმში 100 საათს აღწევს. ახალი BioActive სენსორი მუდმივად აკონტროლებს შენს ჯანმრთელობას, Galaxy AI-ს წყალობით კი შენს შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. , , , , , ,

ყველაზე გამძლე
Galaxy Watch ,

კადრში ვხედავთ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს დაშლილი Galaxy Watch Ultra მოწყობილობის ნაწილები ჰაერში. გარემო იცვლება, ქარს ცვლის წვიმა, შემდეგ კი ყინვა, ხაგზასმულია საათის გამძლეობა.

დარტყმაგამძლე
დიზაინი

კადრში ვხედავთ ეკრანით წინ მიმართულ Galaxy Watch Ultra-ს.
  • ჩვენი ყველაზე მძლავრი ჭკვიანი საათის პროცესორი

  • კოსმოსური ხარისხის ტიტანიუმი + დარტყმაგამძლე დიზაინი

  • Sapphire Crystal მინა

The side view of a Galaxy Watch Ultra with the Quick Button shown.
  • სწრაფი წვდომის ღილაკი

  • BioActive სენსორი

  • ორმაგი სიხშირის GPS

  • დინამიური სამაგრების სისტემა

დიდი ტევადობის
ელემენტი

გააფართოვე შესაძლებლობების საზღვრები, დაიპყარი მწვერვალები და დალაშქრე დიდი მანძილები ელემენტის დამუხტვის საჭიროებაზე ფიქრის გარეშე. რეჟიმებს შორის უსწრაფესად გადართვის შესაძლებლობა — გამოიყენე „ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი“ ან „ენერგიის დაზოგვის რეჟიმი“ მოწყობილობით ხანგრძლივად სარგებლობისთვის. საკმარისი ენერგია ნებისმიერ გამოწვევასთან გასამკლავებლად. , , , ,

  • ენერგიის
    დაზოგვის
    რეჟიმი

    საათამდე100
  • ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი

    საათამდე48

Galaxy Watch Ultra აჩვენებს Multisport Tile ეკრანს, სადაც ნაჩვენებია ცურვის, ველოსიპედისა და სირბილის მანძილი.

დაიპყარი ოკეანეები

კადრში ვხედავთ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ მამაკაცს, რომელიც ცურავს ოკეანეში. წყალზე ხელის მოსმისას ვხედავთ Galaxy Watch Ultra-ს მის მაჯაზე.

გამოსცადე საოკეანო თავგადასავლები
— დაწყებული წყნარი ოკეანის უზარმაზარ ტალღებზე სერფინგით და დამთავრებული კარიბის ზღვის მარჯნის რიფების შესწავლით. გადაეშვი თავგადასავლებში შენს საათთან ერთად, რომელიც მზად არის წყლის ნებისმიერი აქტივობისთვის.

  • წყლის მიმართ გამძლეობა

    10 ATM
    / IP68

  • სამხედრო სტანდარტი

    MIL-STD 810H

მარტივად გაშრობადი სილიკონის სამაჯური
A hand in the water wearing a Galaxy Watch Ultra on the wrist.
ტრეკინგი

ცურვა, წყლის თხილამურებით სრიალი, კაიაკებით სეირნობა ან ვინდსერფინგი. Galaxy Watch Ultra-ს მეშვეობით შესაძლებელია ამ და სხვა აქტივობების ტრეკინგი.

A Galaxy Watch Ultra displaying workout tracking screen with duration, average pace, burned calories and heart beat shown.
გულისცემის სიხშირე

გაუმჯობესებული BioActive სენსორი აკონტროლებს შენს გულისცემის სიხშირეს ტალღებზე სრიალის დროსაც კი.

 Galaxy Watch Ultra-ზე გახსნილია ვარჯიშის ტრეკინგის ეკრანი, სადაც მოცემულია ვარჯიშის ხანგრძლივობა, საშუალო  ტემპი, დამწვარი კალორიების რაოდენობა და გულისცემის სიხშირე.
Water Lock რეჟიმი

მარტივად ჩართე და გამორთე მოწყობილობა და შეამოწმე შენი პროგრესი Water Lock

A Galaxy Watch Ultra displaying workout trackings for open water duration, distance and heart beat. In the top right corner is a Water Lock activated icon shown.

დაიპყარი მწვერვალები

კადრში შორიდან მოსჩანს დათოვლილი მთა.

Galaxy Watch Ultra უძლებს დაბალი ტემპერატურის პირობებს, ასე რომ ნუ მისცემ ყინვას ან მთის მკაცრ პირობებს საშუალებას შეგაჩეროს და არ მოგცეს სიახლეების აღმოჩენის საშუალება.

  • მუშაობის ტემპერატურა

    -20°C-დან 55°C-მდე

  • სიმაღლის მიმართ გამძლეობა

    9,000მ

გამძლე და ელასტიური ქსოვილის სამაჯური
ვხედავთ მთამსვლელის აღჭურვილობით შემოსილ მამაკაცს, ტანზე ცოტაოდენი თოვლით, რომელსაც მაჯაზე უკეთია Galaxy Watch Ultra.
დაიწყე შენი თავგადასავალი

გამოიყენე GPX მონაცემებზე დაფუძნებული მითითებები და მარტივად მიაღწიე დანიშნულების ადგილებამდე. ,

Galaxy Watch Ultra-ს ეკრანზე ჩანს Route ფუნქცია, ტექსტი „მარშრუტი“ და მისი ლოგო.
Route

უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მარშრუტის დეტალური ინსტრუქციები. მიიღე დეტალური ინფორმაცია შენს მარშრუტთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ზღვის დონიდან სიმაღლის მაჩვენებლებსაც.

Galaxy Watch Ultra-ს ეკრანზე ჩანს რუკა, რომელზეც ასახულია მარშრუტი საწყისი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე.
Track Back

მზად ხარ უკან დასაბრუნებლად? მარტივად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით მიიღე მარშრუტის საწყის წერტილში დაბრუნებისთვის საჭირო მითითებები.

Galaxy Watch Ultra, რომელიც აჩვენებს ნავიგაციას რუკაზე, ისრით, რომელიც მიმართულია მართვადი მიმართულებით და შემობრუნების მიმართულებას.

შენი საგანგაშო
სირენა

თუ რაიმე საფრთხის შემცველ სიტუაციაში აღმოჩნდები, 5 წამის განმავლო-
ბაში დააჭირე ხელი სწრაფი წვდომის ღილაკს და გაააქტიურე მძლავრი help. მკვეთრი 86 დეციბელი სიმძლავრის ხმის გაგება შესაძლებელია 180 მეტრის სიშორეზეც, მის გავრცელებას ხელს ვერ უშლის ისეთი ბარიერებიც კი, როგორიცაა ტყის მასივი. თუ GPS არ არის საკმარისი, SOS ფუნქციით აღჭურვილი ჭკვიანი საათი დაგეხმარება. მას აქვს ვარდნის შემთხვევების ამოცნობის, Home ღილაკზე ხელის დაჭერით გადაუდებელ სიტუაციებში დახმარების შემოთავაზების და სამედიცინო ინფორმაციაზე მომენტალური წვდომის შესაძლებლობები. , , ,

ვარდნის შემთხვევების ამოცნობა

SOS საგანგებო სიტუაცია

დააჭირე
5 წამის განმავლო-
ბაში

ნაჩვენებია Galaxy Watch Ultra Emergency SOS ზარის ეკრანით, ტექსტით „Calling... 911“. მის გვერდით არის საათის გვერდითი ხედი, სადაც ნაჩვენებია სამი ღილაკი, მათ შორის მთავარი ღილაკი.
  • 86dB-მდე

  • 180მ-მდე

დააჭირე 5 წამის
განმავლო-
ბაში

A Galaxy Watch Ultra is displaying a Siren screen with the text 'Emergency SOS' and a button to stop. A wave representing the sound is spreading out from the watch through the forest.

დაიპყარი უდაბნოები

კადრში ვხედავთ ქალს, რომელიც მიცოცავს კლდეზე და მაჯაზე უკეთია Galaxy Watch Ultra.

Galaxy Watch Ultra უძლებს მაღალი ტემპერატურის პირობებს, ადაპტირდება ბნელი და ნათელი გარემო პირობების შესაბამისად და გეხმარება გზის გაკვლევაში — მისი მეშვეობით შეძლებ დალაშქრო ქვიშის უდაბნოები და კანიონები. ის მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს ურთულეს პრიობებშიც კი.

  • მუშაობის ტემპერატურა

    -20°C-დან 55°C-მდე

  • მტვრის მიმართ გამძლეობა

    IP68

გამძლე და ელასტიური ქსოვილის სამაჯური
კადრში ვხედავთ ხელს, რომელიც ეჭიდება კლდის შვერილს, მაჯაზე Galaxy Watch Ultra-თი.

თავად გაიკვალე გზა

გადაუხვიე გზას და შექმენი საკუთარი მარშრუტი. ველოსიპედით გადალახე გაუკვალავი გზები და შეადგინე საწყის წერტილში დაბრუნების საკუთარი მარშრუტები. შემატე შენს თავგადასავლებს მეტი სიმძაფრე.

ქვიან ბილიკზე ველოსიპედით მიმავალი მამაკაცი ტკბება ხედით, მის მაჯაზე ვხედავთ Galaxy Watch Ultra-ს. მის წინ ველოსიპედს ატარებს კიდევ ერთი მამაკაცი.

Race

აკონტროლე და შეადარე შენი ახლანდელი მონაცემები ძველ შედეგებს, მიიღე განახლებები რეალურ დროში, გააუმჯობესე შედეგები და გააფართოვე შენი შესაძლებლობების საზღვრები. ,

Galaxy Watch Ultra აჩვენებს Race-ის ფუნქციურ ეკრანს, რომელიც აჩვენებს რეალურ დროში პირადი ჩანაწერისა და წარსული ჩანაწერის შედარებას ტექსტით „01:45 წინ“ და ნაჩვენებია მიმდინარე გულისცემა.
Route

უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მარშრუტის დეტალური ინსტრუქციები. მიიღე დეტალური ინფორმაცია შენს მარშრუტთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ზღვის დონიდან სიმაღლის მაჩვენებლებსაც. ,

Galaxy Watch Ultra-ზე გახსნილია Route ფუნქციის ეკრანი, რომელზეც ჩანს დანიშნულების ადგილი, მანძილის და სიმაღლის მაჩვენებელი და „დაწყების“ ღილაკი.
პერსონალიზებული HR Zone

აკონტროლე გულისცემის სიხშირე შენს შესაძლებლობებზე მორგებული Heart Rate Zone-ის მეშვეობით და მიიღე მაქსიმალური შედეგები ვარჯიშისგან.

Galaxy Watch Ultra აჩვენებს პერსონალიზებულ HR ზონის ეკრანს, რომელიც აჩვენებს გულისცემის საშუალო სიხშირეს, მაქსიმალურ გულისცემას, მიმდინარე გულისცემას და მიმდინარე HR ზონას.

ნუ მისცემ სიბნელეს შენი შეჩერების უფლებას

არ გადაუხვიო დასახულ მარშრუტს უკუნ სიბნელეშიც კი. დაღამებისთანავე, ეკრანი ავტომატურად გადაერთვება ღამის რეჟიმზე, რაც ბნელ პირობებში მხედველობის დაძაბვის თავიდან აცილებაში დაგეხმარება. განაგრძე თავგადასავლების ძიება მთელი ღამის განმავლობაში და დატკბი ირმის ნახტომის სილამაზით. ,

კადრში ვხედავთ Galaxy Watch Ultra-ს დღის სინათლეზე. კადრი იცვლება, ნელ-ნელა ბნელდება და ვხედავთ, თუ როგორ ნათდება საათის ეკრანზე ღამის რეჟიმის ციფერბლატი.

მრავალი სპორტი, მრავალი
გზა

ტრიათლონში მონაწილე სპორტსმენები ცურვის შემდეგ სირბილით ამოდიან ოკეანისდან. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც მაჯაზე Galaxy Watch Ultra უკეთია, იხდის საცურაო კოსტიუმს და ემზადება შემდეგი სპორტული აქტივობის დასაწყებად.

ივარჯიშე და მიაღწიე მაქსიმალურ შედეგებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. მარტივად შეცვალე სპორტის რეჟიმი ყველაზე დაძაბულ მომენტებშიც კი, შენი თითოეული ნაბიჯის მონიტორინგის შეწყვეტის გარეშე.

გამძლე და მოქნილი თავისუფალი სტილის სამაჯური
A hand is making a motion to press the Quick Button on a Galaxy Watch Ultra worn on the wrist. The Triathlon workout tracking screen is shown on the watch.

სწრაფი წვდომის ღილაკი სპორტის რეჟიმებს შორის მარტივად გადასართავად

ახალი Multi-Sports განყოფილების მეშვეობით მომენტალურად გადაერთე შენს რჩეულ სპორტულ აქტივობაზე, როგორიცაა ტრიათლონი, დუათლონი, აკვათლონი და ა.შ., რისთვისაც საკმარისია სწრაფი წვდომის ღილაკზე დაჭერა. შენთვის ძალიან მარტივია? შექმენი რთული გამოწვევა და გააფართოვე შენი შესაძლებლობების საზღვრები. ,

Galaxy Watch Ultra აჩვენებს ვარჯიშის თვალყურის დევნების ეკრანს Water Lock რეჟიმში. სწრაფი ღილაკის ხანგრძლივი დაჭერის შემდეგ, ეკრანი გადადის გარდამავალ ეკრანზე და გადადის Cycling თვალთვალის ეკრანზე.

ტრიათლონი

ჩაერთე ტრიათლონში, დუათლონში, აკვათლონში, ან შექმენი შენი საკუთარი გამოწვევა.

Galaxy Watch Ultra აჩვენებს Multisport Tile ეკრანს, რომელიც აჩვენებს თითოეული სპორტისთვის დადგენილ მანძილს ცურვიდან ველოსიპედით სირბილამდე.
სამიზნე ნიშნულები

მიაღწიე სამიზნე ნიშნულებს და მიიღე მოტივაციის ასამაღლებელი ბეიჯები.

Galaxy Watch Ultra აჩვენებს ეტაპს და ტექსტს „სრული ტრიატლონი“.
ვარჯიშის შედეგები

ვარჯიშის დასრულების შემდეგ შეამოწმე შენი საბოლოო შედეგები და დამწვარი კალორიების რაოდენობა.

Galaxy Watch Ultra აჩვენებს ვარჯიშის შედეგების ეკრანს ტრიატლონისთვის ხანგრძლივობით, დამწვარი კალორიებით და მითითებული ვარჯიშების რაოდენობით.

    ორმაგი სიხშირის GPS. სრული მზადყოფნა ბეტონის ჯუნგლებთან გასამკლავებლად

    Galaxy Watch-ის ისტორიაში ყველაზე ზუსტი GPS დაგეხმარება კურსის შენარჩუნებაში მაშინაც კი, თუ გზის გაკვალვას მჭიდროდ განლაგებულ შენობებს შორის ცდილობ. Galaxy Watch Ultra მუშაობს L1 და L5 სიხშირეებზე, რაც უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის დადგენის მაქსიმალურ სიზუსტეს. , ,

    Galaxy Watch Ultra აჩვენებს ნავიგაციას რუკაზე ტექსტით „ხელმძღვანელობა დაიწყო“. ცისფერი მიმართულების ხაზი ვრცელდება ეკრანიდან დანიშნულების ადგილამდე ქალაქის მკვრივი ბლოკების გავლით. ჩანს ორი თანამგზავრი, რომლებიც ხაზს უსვამენ ორმაგი სიხშირის ზოლებს.
    Galaxy AIაქ არის

    აკონტროლე ენერგიის ქულა და
    მიაღწიე დასახულ მიზნებს

    აღმოაჩინე შენი სხეულის პოტენციალი ენერგიის ქულის მეშვეობით. Galaxy AI -ს მეშვეობით ხდება შენი ზოგადი მდგომარეობის ინდიკატორების დადგენა და შენთვის ყოველდღიური ქულის მონიჭება. რა არის შენი დღევანდელი ქულა? მზად ხარ საკუთარი თავის გამოსაწვევად? თუ გრძნობ, რომ ჯერ არ ხარ მზად ამისთვის, ეცადე დაარეგულირო ძილი, ივარჯიშო და ჩაერთო სხვა აქტივობებში, რათა შენი სხეული სასურველ ფორმაში მოიყვანო და არსებული შედეგები უფრო მეტად გააუმჯობესო.

    როდესაც ენერგიის ქულა იზრდება ეკრანზე და ჩერდება '94'-ზე, საათის ირგვლივ ჩნდება ბარათები ძილის ქულის, ნაბიჯებისა და გულისცემის სხვადასხვა მეტრიკის მქონე ბარათებით.

    გააუმჯობესე შენი ველოსიპედის ტარების შედეგები პერსონალიზებული FTP-ის მეშვეობით

    უფრო ძლიერად ატრიალე პედლები და დაფარე უფრო დიდი მანძილები. Galaxy AI სწრაფად გამოითვლის ზღვრულ ფუნქციურ ენერგიას (FTP) 10 წუთის განმავლობაში ველოსიპედით სიარულის შემდეგ გაზომილი გულისცემის სიხშირის საფუძველზე. აირჩიე შენი ვარჯიშის ინტენსივობა შენი FTP-ის მიხედვით და მიაღწიე მაქსიმალურ შედეგებს. ,

    FTP მეტრიკის ბარათის ნახვა შესაძლებელია ტექსტით ფუნქციური ზღურბლის სიმძლავრე (FTP), რომლის ქვეშ არის ტექსტი 250 ვატი სიმძლავრისთვის და 3.51 ვ კგ სიმძლავრე წონაზე.
    ველოსიპედის ტექნიკით გამოწყობილი მამაკაცი ველოსიპედის ბილიკის გასწვრივ საგზაო რბოლის ველოსიპედით მიდის.

    დაისვენე ჩემპიონივით. აჩვენე ლეგენდარული შედეგები

    საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელია სწორი და ხარისხიანი ძილი. აკონტროლე შენი ძილის ფაზები, ხანგრძლივობა, გულისცემის სიხშირე, სისხლში ჟანგბადის შემცველობა და ხვრინვაც კი. შემდეგ კი მიიღე შენი ძილის ჩვევებთან დაკავშირებული რჩევები. , , ,

    Galaxy Watch Ultra-ს ეკრანზე გამოსახულია ძილის ქულა „92“.

    ძილის ფაზები

    ბარათი ძილის ეტაპებისთვის, რომელიც აჩვენებს გატარებული დროის თანაფარდობას თითოეულ Awake, REM, Light და Deep ეტაპზე.

    გულისცემის სიხშირე

    ბარათი გულისცემისთვის, რომელიც აჩვენებს ძილის დროს გულისცემის ხარისხს ტექსტით „კარგი“ და ძილის HRV ტექსტით „შესანიშნავი“.

    ისუნთქე თავისუფლად ძილის აპნოეს ამოცნობის ფუნქციის დახმარებით

    შენი უსაფრთხო და მშვიდი ძილისთვის. Galaxy Watch Ultra აკონტროლებს შენი ძილის ჩვევებს და გეხმარება ძილთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამოვლენაში. პირველად Galaxy Watch-ის ისტორიაში, ის გვთავაზობს ძილის აპნოეს ფუნქციას.

    • *ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან დაკავშირებული Galaxy Watch Ultra სმარტფონი და Samsung Health Monitor app-ის უახლესი ვერსია.
    • *ამ ეტაპზე, ძილის აპნოეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში. ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 2 დღის ძილის მონაცემები 10 დღის პერიოდიდან (არ არის აუცილებელი, რომ მოცემული 2 დღე იყოს ერთმანეთის მომდევნო დღეები, თუმცა ეს 2 დღე არჩეული უნდა იყოს ამ 10-დღიანი პერიოდიდან).
    • *არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. ძილის აპნოეს ამოცნობის შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
    • *ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან დაკავშირებული Galaxy Watch Ultra სმარტფონი და Samsung Health Monitor app-ის უახლესი ვერსია.
    • *ამ ეტაპზე, ძილის აპნოეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში. ძილის აპნოეს ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 2 დღის ძილის მონაცემები 10 დღის პერიოდიდან (არ არის აუცილებელი, რომ მოცემული 2 დღე იყოს ერთმანეთის მომდევნო დღეები, თუმცა ეს 2 დღე არჩეული უნდა იყოს ამ 10-დღიანი პერიოდიდან).
    • *არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. ძილის აპნოეს ამოცნობის შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
    A Galaxy Watch Ultra is seen with a text 'Sleep apnea' and its icon.

    გსურს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება? უბრალოდ დაიხედე მაჯაზე

    დაამატე სწრაფი შემოწმება შენი ვარჯიშის რუტინაში — შეამოწმე ყველაფერი, არტერიული წნევის და ბიოიმპედანსური ანალიზის ჩათვლით. გულისცემის არარეგულარული რიტმის აღმოჩენის შემთხვევაში, შენი გულისცემის სიხშირის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩაიტარე ECG პირდაპირ შენი მაჯიდან.

    დაამატე სწრაფი შემოწმება შენი ვარჯიშის რუტინაში — შეამოწმე ყველაფერი, არტერიული წნევის და ბიოიმპედანსური ანალიზის ჩათვლით. გულისცემის არარეგულარული რიტმის აღმოჩენის შემთხვევაში, შენი გულისცემის სიხშირის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩაიტარე ECG პირდაპირ შენი მაჯიდან.

    გაზომილი ეკგ-ის GUI ჩანს წუთში ცვლის დროს. გაზომვის ზემოთ არის მოძრავი გრაფიკი, რომელიც ასახავს გულისცემას და ტექსტი "მაღალი HR" გამაფრთხილებელი ნიშნით.

    აკონტროლე შენი არტერიული წნევა

    შეინარჩუნე სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში შეამოწმე შენი სასიცოცხლო ფუნქციები არტერიული წნევის მომენტალური გაზომვის ფუნქციის მეშვეობით. , , , ,

    აკონტროლე შენი პროგრესი BIA სენსორის მეშვეობით

    მიიღე მაქსიმალური შედეგები, მინიმუმამდე შეამცირე ვარაუდების საჭიროება. შენს საათში ინტეგრირებული ბიოიმპედანსური ანალიზის (BIA) სენსორის მეშვეობით შეძლებ რეგულარულად აკონტროლო შენი სხეულის მდგომარეობა და მიაღწიო სასურველ ფიტნეს მიზნებს. , ,

    • *HR შეტყობინებები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის ან დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. მოწყობილობის და აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სამედიცინო რჩევა. მომხმარებლებმა სამედიცინო კონსულტაცია უნდა გაიარონ სამედიცინო პროფესიონალთან.
    • *არ არის განკუთვნილი გულისცემის არარეგულარული რიტმის ყოველი ეპიზოდის შესახებ მონაცემების მიღებისთვის, რაიმე სახის დიაგნოსტირების მიზნით და გულის რაიმე სხვა დაავადების ამოცნობისთვის. არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. PPG სენსორი არ წარმოადგენს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივას.
    • *ECG აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის და ასევე არ წარმოადგენს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივას. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. დამატებითი ინფორმაციის და იმ ქვეყნების შესახებ სიახლეების მისაღებად, სადაც ხელმისაწვდომია ეს სერვისი, იხილე: https://www.samsung.com/ge/apps/samsung-health-monitor/
    • *გულისცემის არარეგულარული რიტმის შესახებ შეტყობინების (IHRN) ფუნქციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) გამოყენების დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მომხმარებელი გადაინაცვლებს იმ ქვეყანაში, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი). არ არის განკუთვნილი AFib-ის არსებობაზე მიმანიშნებელი გულისცემის არარეგულარული რიტმის ყოველი ეპიზოდის შესახებ მონაცემების მიღებისთვის. გარდა ამისა, შეტყობინების არარსებობა არ მიანიშნებს დაავადების არარსებობაზე. არ არის განკუთვნილი იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც დასმული აქვთ არითმიის დიაგნოზი ან არიან 22 წელზე ნაკლები ასაკის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე.
    • *გულისცემის არარეგულარული რიტმის შესახებ შეტყობინების ფუნქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში** (2024 წლის ივლისის თვის დასასრულის მონაცემებით). აშშ, კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდონეზია, ჰონგ-კონგი, რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, პანამა, გვატემალა, დომინიკელთა რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ეკვადორი და არგენტინა - ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 და შემდგომ მოდელებზე (Galaxy Fit-ის გარდა). სერვისი არ არის ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში, თუ ეს სხვაგვარად არ არის მითითებული ქვეყნების სიაში.
    • *მომავალში IHRN შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს სხვა ქვეყნებში ამ რეგიონებში, თითოეულ ქვეყანაში ან რეგიონში მოქმედი მარეგულირებელი პროცესებიდან გამომდინარე.
    • *ECG აპლიკაციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) გამოყენების დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ECG აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მომხმარებელი გადაინაცვლებს იმ ქვეყანაში, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი). დამატებითი ინფორმაციის და იმ ქვეყნების შესახებ სიახლეების მისაღებად, სადაც ხელმისაწვდომია ეს სერვისი, იხილე: https://www.samsung.com/apps/samsung-health-monitor არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე.

    აკონტროლე შენი AGEs ინდექსი და იცხოვრე უფრო აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილით

    აკონტროლე შენი კვების რაციონი და გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია. გაძლიერებული გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტების ინდექსი (AGEs) წარმოადგენს შენი მეტაბოლიზმის მაჩვენებელს, რომელზეც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს შენი კვების რაციონი და ცხოვრების სტილი. Galaxy Watch Ultra-ს მეშვეობით ხდება AGEs ინდექსის განსაზღვრა ძილის დროს, შედეგების შემოწმება კი პირდაპირ შენს მაჯაზე დამაგრებული მოწყობილობის მეშვეობითაა შესაძლებელი. აკონტროლე შენი კვების რაციონი, გაიუმჯობესე ცხოვრების სტილი და მიაღწიე სასურველ შედეგებს. , ,

    A Galaxy Watch Ultra is displaying AGEs index screen with a text 'Labs' at the top. Near the watch, a line graph is seen representing the AGEs index over a week.

    შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესის ჰარმონიზაცია

    მოიპოვე წვდომა და აკონტროლე შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ზოგად სიჯანსაღესთან დაკავშირებული ინფორმაცია შენს Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung Health app-ის მეშვეობით. გამოიყენე დეტალური მონაცემები და მიაღწიე სიჯანსაღესთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს.

    ისიამოვნე Android სმარტფონებთან დაკავშირების გამარტივებული გამოცდილებით

    გამოსცადე Galaxy Wearable შენს Android სმარტფონზე. მარტივად დააკავშირე Galaxy Watch, Buds ან Ring შენს Android სმარტფონთან. საჭიროა მხოლოდ Galaxy Wearable და Samsung Health აპლიკაციების გადმოწერა Google Play-დან. Galaxy Wearable აპლიკაციაში შეგიძლია გამოსცადო სხვადასხვა ციფერბლატები, გააერთიანო და ერთმანეთს შეუხამო სასურველი ფუნქციები. , , , , , , , , ,

    შეტყობინებებზე პასუხის რეკომენდაციები AI-სთან ერთად

    უსწრაფესად, სწორი ტონით უპასუხე შენი მეგობრების შეტყობინებებს. Galaxy AI ახორციელებს შენი ჩატის ძველი შეტყობინებების ანალიზს და გთავაზობს დიალოგის განწყობის შესაბამისი მოკლე პასუხების ვარიანტებს. , ,

    Galaxy Watch Ultra აჩვენებს შეტყობინებების ჩატს Galaxy AI-ით გენერირებული პასუხის შეთავაზებებით, რომლებიც ნაჩვენებია მოწყობილობაზე.

    Double Pinch ფუნქციის მეშვეობით შეძლებ დარჩე მოვლენათა ეპიცენტრში

    გადაიღე ფოტოები, უპასუხე ზარებს, ან გამორთე მაღვიძარა — ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ Double Pinch. ფუნქციის მეშვეობით. სხვა Samsung Galaxy მოწყობილობებთან დაწყვილების შემთხვევაში Galaxy Watch Ultra კიდევ უფრო მძლავრ მძლავრ მოწყობილობად იქცევა. შეინარჩუნე კონტროლი, შეინარჩუნე კავშირი. ,

    ხელი, რომელიც ატარებს Galaxy Watch Ultra-ს, ორმაგად მოძრაობს. მის გვერდით არის დაწყვილებული Galaxy Z Fold6 თავისი საფარის ეკრანით, რომელსაც აქვს კამერის ეკრანი, რომელიც აფიქსირებს ველოსიპედით მყოფ მამაკაცს.

    სამაჯურები ნებისმიერი სიტუაციისთვის.
    უნივერსალური UI ყველა მოწყობილობისთვის

    საათის სამაჯურების ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევს შესაბამისად აღიჭურვო ნებისმიერი ტიპის ექსპედიციისთვის. უახლესი პროცესორით მხარდაჭერილი განახლებული One UI-ს მეშვეობით, Galaxy Watch Ultra შენს ერთგულ თანამგზავრად იქცევა ნებისმიერი თავგადასავლის დროს.

    სილიკონი

    ნარინჯისფერი

    ნაცრისფერი

    მწვანე

    თეთრი

    შენთვის იდეალური საათის
    მოძებნის დროა

    Spec
    Galaxy Watch Ultra
    Galaxy Watch7
    Galaxy Watch6 Classic
    Galaxy Watch5 Pro
    მასალა
    მე-4 ხარისხის ტიტანიუმი
    Armor Aluminum
    უჟანგავი ფოლადი
    მე-2 ხარისხის ტიტანიუმი
    პროცესორი
    3 ნმ პროცესორი,
    5-ბირთვიანი
    3 ნმ პროცესორი,
    5-ბირთვიანი
    5 ნმ პროცესორი,
    2-ბირთვიანი
    5 ნმ პროცესორი,
    2-ბირთვიანი
    GPS
    L1+L5 ორმაგი-
    სიხშირის GPS
    L1+L5 ორმაგი-
    სიხშირის GPS
    L1 GPS
    L1 GPS
    ოპერატიული მეხსიერება / შიდა მეხსიერება
    შიდა მეხსიერება
    32GB
    შიდა მეხსიერება
    32GB
    შიდა მეხსიერება
    16GB
    შიდა მეხსიერება
    16GB
    ოპერატიული მეხსიერება
    2GB
    ოპერატიული მეხსიერება
    2GB
    ოპერატიული მეხსიერება
    2GB
    ოპერატიული მეხსიერება
    1.5GB
    ეკრანის სიკაშკაშე
    3000 nits-
    მდე
    2000 nits-
    მდე
    2000 nits-
    მდე
    1000 nits-
    მდე
    გამძლეობა ,
    უძლებს 100 მ-მდე სიღრმის წყალში ჩაძირვას
    უძლებს 50 მ-მდე სიღრმის წყალში ჩაძირვას
    უძლებს 50 მ-მდე სიღრმის წყალში ჩაძირვას
    უძლებს 50 მ-მდე სიღრმის წყალში ჩაძირვას
    IP68
    IP68
    IP68
    IP68
    MIL-STD-810H
    MIL-STD-810H
    MIL-STD-810H
    MIL-STD-810H
    ელემენტი (სტანდარტული) , ,
    ტევადობა
    590mAh
    ტევადობა
    300mAh
    / 425mAh
    ტევადობა
    300mAh
    / 425mAh
    ტევადობა
    590mAh
    გამოყენების ხანგრძლივობა (*ჩართული AOD ფუნქციით)
    60 საათამდე
    გამოყენების ხანგრძლივობა (*ჩართული AOD ფუნქციით)
    30 საათამდე
    გამოყენების ხანგრძლივობა (*ჩართული AOD ფუნქციით)
    30 საათამდე
    გამოყენების ხანგრძლივობა (*ჩართული AOD ფუნქციით)
    60 საათამდე
    გამოყენების ხანგრძლივობა
    (*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
    100 საათამდე
    გამოყენების ხანგრძლივობა
    (*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
    არ არის მხარდაჭერილი
    გამოყენების ხანგრძლივობა
    (*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
    არ არის მხარდაჭერილი
    გამოყენების ხანგრძლივობა
    (*ჩართული ელემენტის დაზოგვის ფუნქციით)
    არ არის მხარდაჭერილი
    კავშირი
    არ არის მხარდაჭერილი
    Bluetooth
    Bluetooth
    Bluetooth
    Bluetooth+LTE
    Bluetooth+LTE
    Bluetooth+LTE
    Bluetooth+LTE
    უსაფრთხოების და გადაუდებელ შემთხვევებში დახმარების ფუნქციები
    SOS / ვარდნის ამოცნობის ფუნქცია
    support
    SOS / ვარდნის ამოცნობის ფუნქცია
    support
    SOS / ვარდნის ამოცნობის ფუნქცია
    support
    SOS / ვარდნის ამოცნობის ფუნქცია
    support
    ჯანმრთელობა , , , , , , , , , , ,
    გულისცემის სიხშირის პერსონალიზებული ზონა /
    პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
    support
    გულისცემის სიხშირის პერსონალიზებული ზონა /
    პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
    support
    გულისცემის სიხშირის პერსონალიზებული ზონა /
    პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
    support
    გულისცემის სიხშირის პერსონალიზებული ზონა /
    პერსონალიზებული ზღვრული ფუნქციური ენერგია
    support
    Body Composition
    support
    სხეულის შემადგენლობა
    support
    სხეულის შემადგენლობა
    support
    სხეულის შემადგენლობა
    support
    სხეულის შემადგენლობა
    support
    არტერიული წნევა
    support
    არტერიული წნევა
    support
    არტერიული წნევა
    support
    ენერგიის ქულა
    support
    ენერგიის ქულა
    support
    ენერგიის ქულა
    not support
    ენერგიის ქულა
    not support
    ძილის აპნოე
    support
    ძილის აპნოე
    support
    ძილის აპნოე
    not support
    ძილის აპნოე
    not support
    გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტები
    support
    გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტები
    support
    გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტები
    not support
    გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტები
    not support
    სწრაფი წვდომის ღილაკი
    support
    not support
    not support
    not support
    C C
    1. Samsung-ის მიერ ჩატარებული შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგების მიხედვით, მაჯაზე დამაგრებული Galaxy Watch Ultra უძლებს -20°C-დან 55°C-მდე ტემპერატურას. რეალური წარმადობა შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე. ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში შესაძლოა მოხდეს დამუხტვის პროცესის შეწყვეტა, კონკრეტული ფუნქციების ავტომატურად დეაქტივაცია ან მათზე წვდომის შეზღუდვა, ან შესაძლოა საათი ავტომატურად გაითიშოს უსაფრთხოების მიზნით. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ელემენტის წარმადობაზე.
    2. ენერგიის დაზოგვის რეჟიმში შესაძლოა მიუწვდომელი გახდეს ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად Wi-Fi კავშირი, მოწყობილობის გაღვიძების ჟესტი და სხვა ფუნქციები. შესაძლოა შეიზღუდოს CPU-ს მუშაობის სიჩქარე, ინტერნეტ-კავშირის ფონურ რეჟიმში გამოყენება და ადგილმდებარეობის სერვისები.
    3. ელემენტის სტანდარტულ რეჟიმში გამოყენებისას, როდესაც გამორთულია ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ან ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაა დაახლოებით 60 საათი Always On Display რეჟიმის გაააქტიურების შემთხვევაში და 80 საათი Always On Display რეჟიმის გათიშვის შემთხვევაში.
    4. ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის მონაცემები ეფუძნება Samsung-ის მიერ მოხმარების სტანდარტული პირობებისთვის ჩატარებული შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგებს. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება გამოყენების პირობების, მოწყობილობის მოდელის და ელემენტის მწარმოებლის მიხედვით.
    5. Galaxy Watch Ultra ძლებს 100 მეტრი სიღრმის წყალში 10 წუთის განმავლობაში, შესაბამისად, ის აკმაყოფილებს ISO22810 სტანდარტის მოთხოვნებს. ტესტირების დროს მოხდა მოწყობილობის მოთავსება წყალში, რომელიც შეიცავდა 5% მარილსა და 4ppm ქლორს. Galaxy Watch Ultra-ს მინიჭებული აქვს IP68 რეიტინგი. შედეგები დაფუძნებულია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის 1,5 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში მოთავსება 30 წუთის განმავლობაში. მოწყობილობა არ არის განკუთვნილი წყლის მაღალი წნევის პირობებში და დაივინგის დროს გამოყენებისთვის. მისი გამოყენება დაშვებულია არაღრმა წყალთან დაკავშირებული აქტივობების დროს, როგორიცაა აუზში ან ოკეანეში ცურვა. წყლის მიმართ გამძლეობა არ არის მუდმივი და შესაძლოა შემცირდეს დროთა განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის მოწყობილობის მოვლისა და გამოყენების ინსტრუქციებისთვის იხილე მომხმარებლის სახელმძღვანელო.
    6. Galaxy Watch Ultra-ს მიღებული აქვს MIL-STD-810H სერტიფიკატი: MIL-STD-810H წარმოადგენს US სამხედრო ძალების მიერ შექმნილ ტესტირების სტანდარტიზებულ ფორმას, რომლითაც ხდება მოწყობილობის შესაძლებლობების შეფასება, რაც მოიცავს მაღალი/დაბალი ტემპერატურის, სიმაღლის, ტენიანობის, ჩაძირვის, მარილის სპრეის, მტვრის, ვიბრაციის, ვარდნის და სხვა ფაქტორების მიმართ გამძლეობის ტესტებს. ტესტირება ტარდება კონკრეტულ გარემო პირობებში, შესაბამისად, რეალურ სიტუაციებში გამოყენებისას ეს მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავებული იყოს. ექსტრემალურ პირობებში გამოყენების შემთხვევაში ეს შედეგები გარანტირებული არ არის.
    7. კოსმოსური ხარისხის ტიტანიუმი გამოყენებულია მეტალის ჩარჩოს წინა და უკანა ნაწილების დასამზადებლად, გარდა ეკრანის და ფიზიკური ღილაკებისა. ჩარჩოს დანარჩენი ნაწილები დამზადებულია პლასტმასისგან და მე-2 მარკის ტიტანიუმისგან.
    8. შედარებულია წინა Galaxy Watch სერიის მოდელებთან.
    9. სტანდარტული მაჩვენებლები ეფუძნება მესამე მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირების შედეგებს. სტანდარტული მაჩვენებელი არის მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტის შესაბამისად. ნომინალური ტევადობაა 590mAh. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქსელის პარამეტრების, გამოყენების პირობების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
    10. ვარჯიშისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმში შესაძლოა მიუწვდომელი გახდეს ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად ინტერნეტ/Bluetooth კავშირის, IoT მართვის და სხვა ფუნქციები.
    11. საათის დამატებითი სამაჯურები იყიდება ცალკე.
    12. ქსოვილის სამაჯური იყიდება ცალკე.
    13. აქტიურდება, როდესაც ხდება მარშრუტის GPX ფორმატის ფაილის იმპორტირება ლაშქრობისთვის ან ველოსიპედის ტარებისთვის და Samsung Health-ის პარამეტრებში ეს მარშრუტი არჩეულია სამიზნე მარშრუტად.
    14. Track Back ფუნქციის გამოსაყენებლად, ლაშქრობის ან ველოსიპედის ტარების თითოეული სესიის დაწყებამდე უნდა მოხდეს მისი გააქტიურება Samsung Health-ის პარამეტრებში.
    15. სირენის ხმის სიმძლავრეა დაახლოებით 86 დეციბელი, რომელიც ისმის 180 მეტრამდე მანძილზე. ხმის სიმაღლე და გავრცელების მანძილი დამოკიდებულია გარემო პირობებზე.
    16. სირენის ხანგრძლივობა განსხვავდება ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით.
    17. გადაუდებელი სიტუაციებისთვის არჩეული კონტაქტებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. GPS-ის სიზუსტე შესაძლოა შეამციროს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სატელიტის სიგნალის შეფერხება ისეთი დაბრკოლებებით, როგორიცაა მაგალითად მაღალი შენობები.
    18. Galaxy Watch Ultra გამოირჩევა მტვრის მიმართ გამძლეობით და მინიჭებული აქვს IP68 რეიტინგი მესამე მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე: ტესტირების კამერაში, რომელშიც მოთავსებული იყო მოწყობილობა, მოხდა 2 კგ ტალკის ფხვნილის შეფრქვევა (ნაწილაკების მაქს. დიამეტრი 0,05 მმ) თითოეულ კუბურ მეტრზე (მოწყობილობის შიგნით არსებული წნევა კამერაში არსებულ ჰაერის წნევაზე ნაკლები იყო) 2 საათის განმავლობაში. მტვრის მიმართ გამძლეობა შესაძლოა შეიცვალოს გამოყენების რეალური პირობების მიხედვით.
    19. Race ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ღია ცის ქვეშ სირბილის ან ველოსიპედის ტარების დროს. მონაცემების შესადარებლად, უნდა გაირბინო ადრე გამოყენებული მარშრუტი. მონაცემების შესადარებლად მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მაქსიმუმ 14 დღის წინ გენერირებული ჩანაწერი.
    20. Race ფუნქციის მეშვეობით შედეგების შედარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამჟამად არჩეული საწყისი წერტილი ემთხვევა წარსულში არჩეულ საწყის წერტილს. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი წერტილები იქნება სხვადასხვა, ავტომატურად მოხდება გადართვა სირბილის რეჟიმზე.
    21. Heart Rate Zone-ის პერსონალიზების ფუნქციის გააქტიურება ხდება ღია სივრცეში სირბილის აქტივობის არჩევისას. საჭიროა 4 კმ/სთ ან მეტი სიჩქარით უწყვეტად სირბილი 10 წუთზე მეტი დროის განმავლობაში.
    22. ღამის რეჟიმის გააქტიურება შესაძლებელია საათის მხოლოდ კონკრეტულ ციფერბლატების არჩევის შემთხვევაში.
    23. თავისუფალი სტილის სამაჯური იყიდება ცალკე.
    24. GPS accuracy may vary depending on network environment and other factors.
    25. ენერგიის ქულა ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 11 ან უფრო ახალი ვერსია) და საჭიროებს Samsung Health აპლიკაციას (v6.27 ან უფრო ახალი ვერსია). საჭიროა Samsung account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ენერგიის ქულის შესამოწმებლად, უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული ჯანმრთელობის მონაცემების სინქრონიზება Samsung Health App-თან. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
    26. პერსონალიზებული FTP-ის (ზღვრული ფუნქციური ენერგიის) გაზომვისთვის, Samsung Galaxy სმარტფონი დაკავშირებული უნდა იყოს ძალის მზომთან. FTP-ის უფრო ზუსტად გამოსათვლელად, აუცილებელია Galaxy Watch-ის დაკავშირება სმარტფონთან. FTP ავტომატურად გამოითვლება ველოსიპედით 4 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში საშუალო ან მაღალი ინტენსივობის რეჟიმში სიარულის შემდეგ. ამ დროს ველოსიპედზე დამაგრებული უნდა იყოს ძალის მზომი. ფუნქცია იყენებს მანქანურ სწავლებას, ამიტომ რაც უფრო ხშირად ივლით ველოდიპედით, მით უფრო ზუსტი იქნება გამოთვლილი FTP-ის მნიშვნელობა. ველოსიპედზე დასამაგრებელი ძალის მზომი.
    27. საჭიროებს Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალ ვერსიას.
    28. Galaxy Watch Ultra დაწყვილებული უნდა იყოს Android 11 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან.
    29. ძილის მონიტორინგის ფუნქციები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის ან ძილის დარღვევების გამოვლენის, დიაგნოსტირების, მკურნალობისთვის. გაზომვის მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
    30. ძილის ქოუჩინგის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 7 დღის, მათ შორის 2 არასამუშაო დღის ძილის მონაცემები.
    31. არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტისთვის საჭიროა ჩაატარო მისი კალიბრაცია 4 კვირაში ერთხელ მანჟეტიანი წნევის აპარატის გამოყენებით. საჭიროა Android 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონი.
    32. არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) გამოყენების დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მომხმარებელი გადაინაცვლებს იმ ქვეყანაში, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი). დამატებითი ინფორმაციის და იმ ქვეყნების შესახებ სიახლეების მისაღებად, სადაც ხელმისაწვდომია ეს სერვისი, იხილე: https://www.samsung.com/apps/samsung-health-monitor არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის.
    33. მომხმარებლებმა არტერიული წნევა უნდა გაიზომონ მოსვენებულ მდგომარეობაში, როგორც ამას ტრადიციული წნევის საზომი აპარატის გამოყენების შემთხვევაში გააკეთებდნენ და თავი უნდა შეიკავონ წნევის გაზომვისგან ვარჯიშის, თამბაქოს მოხმარების ან ალკოჰოლის მიღების დროს. არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაცია არ არის განკუთვნილი ჰიპერტენზიის ან სხვა გულის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის და 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. არტერიული წნევის გაზომვის აპლიკაცია არ წარმოადგენს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივას.
    34. არტერიული წნევის გაზომვების ისტორიის ნახვა შესაძლებელია დაკავშირებული სმარტფონის Samsung Health Monitor აპლიკაციაში. 36. არის განკუთვნილი ჯანმრთელობის რაიმე მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის.
    35. არის განკუთვნილი ჯანმრთელობის რაიმე მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის.
    36. სხეულის მდგომარეობის ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ Samsung Galaxy Watch4 სერიის და უფრო გვიან გამოშვებულ Galaxy Watch მოდელებზე. სხეულის მდგომარეობის ფუნქციის გამოყენება დაუშვებელია იმპლანტირებული კარტდიოსტიმულატორის ან სხვა სამედიცინო მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში ან ორსულობის დროს. მოწყობილობის და აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სამედიცინო რჩევა. სხეულის მდგომარეობის განსაზღვრის შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული 20 წლამდე მომხმარებლების შემთხვევაში. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
    37. Compatible smartphones and available features may vary by country/region, carrier or device.
    38. გამოსახულება სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UX/ UI შეიძლება განსხვავებული იყოს.
    39. შეტყობინებების პასუხების რეკომენდაციების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Watch7 და Galaxy Watch Ultra მოდელებზე. საათზე დაინსტალებული უნდა იყოს Wear OS-ის უალესი ვერსია და დაწყვილებული უნდა იყოს One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy Z Flip6-თან, 2024 წლის ივლისის მონაცემებით.
    40. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის და აპლიკაციის მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
    41. ნაგულისხმევი პარამეტრებით Double Pinch ფუნქცია გამორთულია. ფუნქციის გამოსაყენებლად უნდა მოხდეს მისი გააქტიურება საათზე ან Samsung Galaxy Wearable აპლიკაციაში.
    42. Galaxy Watch Ultra დაწყვილებული უნდა იყოს One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან.
    43. ქსოვილის სამაჯური და თავისუფალი სტილის სამაჯური იყიდება ცალკე.
    44. Multisport ფუნქციის „სწრაფი წვდომის“ ღილაკის მეშვეობით სამართავად, უნდა მოხდეს ამ ფუნქციის კონფიგურირება „სწრაფი წვდომის“ ღილაკის პარამეტრებში.
    45. FTP-ის განსაზღვრის ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Samsung Health აპლიკაცია (6.27 ან უფრო ახალი ვერსია).
    46. AGEs ინდექსის განსაზღვრის ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია და Samsung Health აპლიკაციის 6.27 ან უფრო ახალი ვერსია. ხელმისაწვდომია Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე. AGEs ინდექსის ფუნქცია მხარდაჭერილია Samsung Galaxy Watch7-ზე და უფრო გვიან გამოშვებულ Samsung Galaxy Watch მოდელებზე.
    47. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. AGEs ინდექსი წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
    48. Galaxy Watch Ultra იყენებს ოპტიკური ბიო-სიგნალის სენსორს, რომელიც მუშაობს IEC 62471 უსაფრთხოების რეგულაციების სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრული დიაპაზონის ფარგლებში.
    49. საჭიროა Galaxy Watch7-ის, Galaxy Watch Ultra-ს და Galaxy Ring-ის დაწყვილება Android 11.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1,5 GB მეხსიერება.
    50. Galaxy Buds-ის Bluetooth Audio-ს სახით დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ OS მოწყობილობასთან, თუმცა Galaxy Wearable აპლიკაციაში დამატებითი პარამეტრების კონფიგურაციისთვის საჭიროა Galaxy Buds-ის დაწყვილება Android 10.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1.5GB მეხსიერება.
    51. Galaxy Wearable აპლიკაციის დამატებითი პარამეტრები მოიცავს Noise Control, Adaptive EQ, Pinch Control ფუნქციებს და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას.
    52. ზოგიერთი ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
    53. Galaxy Wearable აპლიკაცია არ არის მხარდაჭერილი iOS მოწყობილობებზე.
    54. Samsung Health Monitor აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
    55. Gesture და Find My Ring ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
    56. Galaxy Watch7-ის და Galaxy Watch Ultra-ს შეტყობინებებზე პასუხის რეკომენდაციების ფუნქცია (Suggested Replies) ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
    57. ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, რეგიონის და ოპერატორის მიხედვით.
    58. Android წარმოადგენს Google LCC-ის სავაჭრო ნიშანს.

    მახასიათებლები

    • NFC კი
    • Bluetooth ვერსია Bluetooth v5.3
    • ზომა (მთავარი ეკრანი) 1.5" (37.3mm)
    • პროცესორი 1.6GHz, 1.5GHz
    • შიდა მეხსიერება (GB) 32
    • სენსორები აქსელერომეტრი, ბარომეტრი, ბიოელექტრული წინაღობის სენსორი, ელექტრო კარდიოგრამა, გიროსკოპი, ელ. კომპასი, ტემპერატურის ინფრა წითელი სენსორი, ნათების სენსორი, გულისცემის ოპტიკური სენსორი

    მხარდაჭერა

    იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით

    პროდუქტის მხარდაჭერა იხილე მეტი
    მომხმარებლის ინსტრუქცია და ჩაწერა
    • მომხმარებლის ინსტრუქციები
      ინგლისური
    • უსაფრთხოების სახელმძღვანელო
      კორეული, ინგლისური, ჩინური, ალბანური, არაბული, ბენგალური, ბულგარული, ბირმული, კამბოჯური, ხორვატული, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ესტონური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ივრითი, უნგრული, ინდონეზიური, იტალიური, ყაზახური, ლაოსური, ლატვიური, ლიეტუვური, მაკედონური, მონღოლური, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სერბული, სლოვაკური, სლოვენიური, ესპანური, შვედური, ტაიური, თურქული, უკრაინული, ურდუ, უზბეკური, ვიეტნამური
    იხილე მეტი

    {{family.currentModel.displayName}}

    {{family.currentModel.modelCode}}

    ფერი : {{chip.displayName}}
    {{model.prices.currentPriceDisplay}}
    {{model.prices.monthlyPrice}}დან თვეში {{model.prices.months}} თვეში
    ან {{model.prices.currentPriceDisplay}}
    Price without VAT: {{model.prices.vatFreePriceFormatted}}

    Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}

    Price before: {{model.prices.priceDisplay}}

    {{model.prices.priceDisplay}} {{model.prices.savePrice}}
    • {{summary.title}}

      {{summary.value}}{{summary.unit}}

    • {{summary.title}}

    შეადარე მოდელები

    შეადარე მსგავს მოწყობილობებს

    ბოლოს ნანახი

    თავსებადია Android 6.0 ან მეტი და 1.5 GB ოპერატიული მეხსიერებით ან მეტი.

    მხარდაჭერილი სმარტფონები და ფუნქციების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს გაყიდული მოწყობილობის რეგიონისა და სერვისის ოპერატორის მიხედვით.

    მოწყობილობის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ სმარტფონთან დაკავშირების შემდეგ, რომელსაც გააჩნია Google Mobile Services-ის მხარდაჭერა. გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი სმარტფონის მწარმოებელს Google Mobile Services-ის მხარდაჭერის არსებობის დასაზუსტებლად.

    ფერების, ზომის, სტილისა და თასმების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით.

    მომხმარებლის ინტერფეისი ექვემდებარება ცვლილებას.

    ფუნქციებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის, დაკავშირებული მოწყობილობის, სისტემის ან ოპერატორის მიხედვით.

    ხელმისაწვდომი მეხსიერების მოცულობა დამოკიდებულია წინასწარ დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

    ამ გვერდზე ყველა სურათი სიმულირებულია საილუსტრაციოდ.