ეკოლოგიურად პასუხისმგებელი სამუშაო ობიექტები

ეკოლოგიურად პასუხისმგებელი სამუშაო ობიექტები

პროდუქტის ფუნქციური ციკლის ყველა ეტაპის გათვალისწინებით, ჩვენ ვასრულებთ საქმიანობას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

პროდუქტის ფუნქციური ციკლის ყველა ეტაპის გათვალისწინებით, ჩვენ ვასრულებთ საქმიანობას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

ჩვენ განვავითარეთ და წამოვწიეთ მრავალი გარემოსდაცვითი ინიციატივა, ღირებულების ჯაჭვის თითოეული ეტაპისთვის, პროდუქტის მთელი ფუნქციური ციკლის განმავლობაში, გარემოზე ჩვენი კვალის შესამცირებლად, პროდუქტის შემუშავებიდან შეძენამდე, წარმოებამდე, განაწილებამდე, გამოყენებამდე და განკარგვამდე.

გარემოს მენეჯმენტის სისტემა და გარემოს სერტიფიკაციები

„Samsung Electronics“ სერტიფიცირებულია ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტისა და ენერგიის მართვის სისტემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2021 წლის მდგომარეობით, ყველა ჩვენმა სამუშაო ობიექტმა გაიარა ISO 14001 (გარემოს მართვის სისტემა) და ISO 50001 (ენერგეტიკული მართვის სისტემა) სერტიფიცირება.

ჩვენი გამოშვებული პროდუქტების ეკოლოგიური ზეგავლენის მაჩვენებლები სერტიფიცირებულია სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამებით (მაგ., აშშ-ს EPEAT, კორეის მწვანე ტექნოლოგია და ეკო-ეტიკეტი და ა.შ.), რომლებიც აფასებენ პროდუქტის ეკოლოგიური ზემოქმედების ასპექტებს.

ეკოლოგიური ასპექტების შეფასება პროდუქტისთვის

„Samsung Electronics“ ასრულებს ფუნქციონირების ციკლის ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასებებს პროდუქტებზე საკუთარი შეფასების სისტემის გამოყენებით. ამ სისტემის მიმართ, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად, ჩვენ მივიღეთ კორეის ეკო-ეტიკეტის, შეერთებული შტატების EPEAT 1), ENERGY STAR და AHAM ²)-ის ეკოლოგიური პასუხისმგებლობის სტანდარტების სერტიფიცირების კრიტერიუმები. გარდა ამისა, ეკოლოგიური ზემოქმედების გასაანალიზებლად, პროდუქტის წარმოების, გამოყენების და განკარგვის ეტაპების მთელი ფუნქციონირების ციკლის განმავლობაში, ჩვენ ვასრულებთ ფუნქციონირების ციკლის შეფასებას (LCA) ჩვენს ძირითად პროდუქტებზე, ვაფასებთ შედეგებს ეკოლოგიაზე ზემოქმედებას, ათი პოტენციური კატეგორიის მიხედვით 3). კერძოდ, ჩვენ ვაანალიზებთ გავლენას გლობალურ დათბობაზე თითოეულ ეტაპზე და ვცდილობთ, შევიმუშავოთ პროდუქტები სათბურის გაზების (GHG) მინიმალური გამონაბოლქვით.

სქოლიო ¹⁾ EPEAT: ელექტრონული ხელსაწყოების ეკოლოგიაზე ზეგავლენის შეფასების პროგრამა
²⁾ AHAM: საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელთა ასოციაცია
³⁾ ეკოლოგიაზე გავლენის კატეგორიები: არაორგანული რესურსის შემცირება, გლობალური დათბობა, მჟავად გარდაქმნა, ევტოფიცირება, ოზონის შემცირება,ფოტოქიმიური ჟანგვა, ადამიანის ტოქსიკურობა, მტკნარი წყლის აკვა ეკოტოქსიკურობა, საზღვაო ეკვა ეკოტოსიკურობა, ხმელეთის ბინადართა ეკოტოქსიკურობა

პროდუქტში არსებული მავნე და ქიმიური ნივთიერებების მართვა

ჩვენ ვაგრძელებთ საფრთხის შემცველი ნივთიერებების შემცირებას

„უალტერნატივო ეკოლოგიური საკითხებისთვის“ პრინციპების თანახმად, Samsung Electronics ზედმიწევნით ყურადღებით მართავს ეკოლიგიური საფრთხის შემცველ ნივთიერებებს.

ეკოლოგიურად სახიფათო ნივთიერების დამუშავების ფოტო ეკოლოგიურად სახიფათო ნივთიერების დამუშავების ფოტო

ეკოლოგიურად საზიანო ნივთიერებების მართვის ისტორია

    ჩვენ ვნერგავთ სერტიფიცირების სისტემას ეკო პარტნიორებისთვის, რათა ყურადღებით ვაკონტროლოთ მომარაგების სქემა

    „Samsung Electronics“ აფასებს ყველა მომწოდებელს, რომლებიც აწვდიან „Eco-Partner Certification“ სისტემის მქონე პროდუქტებს ან კომპონენტებს, რათა მკაცრად უზრუნველყოს, რომ პროდუქტები და კომპონენტები არ შეიცავდეს ეკოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს. მომწოდებლებმა უნდა წარმოადგინონ პროდუქტის ეკოლოგიური უსაფრთხოების ანგარიში, სადაც მითითებულია ყველა საშიში ნივთიერების გამოყენება, ნედლეულის მომწოდებლების მონაცემებთან ერთად. შემდეგ „Samsung Electronics“ მიდის საწარმოო ცენტრების მოსანახულებლად და აფასებს საფუძვლიანად, წარმოდგენილი დოკუმენტების გადამოწმების მიზნით. „Eco-Partner“ სერთიფიკატის შესანარჩუნებლად, მომწოდებლებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებენ, ხოლო ვინც ვერ გაივლის აუდიტს, ირიცხება მომწოდებელთა ჯაჭვიდან. ამ გზით, ჩვენ ვცდილობთ ჩავრთოთ მომწოდებლები, ჩვენს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მენეჯმენტის ინიციატივებში. ერთჯერადი შეფასების ნაცვლად, ვასრულებთ მიწოდების სფეროს ყველა პარტნიორის უწყვეტ მენეჯმენტსა და შეფასებას, მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი მართვის უზრუნველსაყოფად.

    ეკო პარტნიორის სერტიფიცირების პროცესი

    • 01

      A photo of eco-partner certification process A photo of eco-partner certification process

      ნედლეულის მიმწოდებლები

      • 1. ზუსტი ანალიზის მონაცემები
      • 2. ნედლეულის შემადგენლობის ცხრილი (MSDS)
    • 02

      A photo of eco-partner certification process A photo of eco-partner certification process


      შემადგენელი ნივთიერებების მიმწოდებლები

      • 1. პროდუქტის ეკოლოგიური უსაფრთხოების საგარანტიო წერილი
      • 2. ზუსტი ანალიზის მონაცემები
      • 3. ნედლეულის შემადგენლობის ცხრილი
      • 4. ნაწილების ნიმუში დასამტკიცებლად
    • 03

      A photo of eco-partner certification process A photo of eco-partner certification process

      Samsung Electronics

      • 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ნიმუშების შემოწმება
      • 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ნიმუშების შემოწმება
      • 2. ეკოლოგიური მართვის სისტემის შეფასება
      • 2. ეკოლოგიური მართვის სისტემის შეფასება
    • 04

      A photo of eco-partner certification process A photo of eco-partner certification process

      ეკო პარტნიორის სერტიფიცირება

    ეკო-ცხოვრების ლაბორატორიის გახსნა ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ასპექტების გასაანალიზებლად

    მომხმარებელთა განვითარებადი მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, „Samsung Electronics“ იკვლევდა და ინვესტიციას ახორციელებდა სუნისა და მიკრობების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებასა და მიზეზის აღმოფხვრაში.
    2004 წელს ჩვენ დავაარსეთ „გარემოს ანალიზის ლაბორატორია“ ევროკავშირის RoHS-ის მიერ იდენტიფიცირებულ ექვს ძირითად აკრძალულ ნივთიერებაზე ანალიზის ჩასატარებლად, ლაბორატორია გაფართოვდა 2007 წელს, რათა შეესწავლა პროდუქტებიდან წარმოშობილი არასტაბილური ორგანული ქიმიკატები. გარემოსდაცვითი ანალიზის ლაბორატორიას 2020 წელს „Eco-Life Lab“ ეწოდა, აღჭურვილია ექსკლუზიური იზოლირებული კამერებით სუნისთვის და საანალიზო ზუსტი ხელსაწყოებით, ძირითადი სუნის ნაერთების შეფასების შესაძლებლობებისთვის. გარდა ამისა, მიკრობული ანალიზისთვის, ჩვენ დავიქირავეთ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მქონე მიკრობული სფეროს ექსპერტები, რაც ელექტრონიკაში არაპროგნოზირებადი სიტუაციის მსგავსია.
    ჩვენ ასევე ვატარებთ ლაბორატორიულ საქმიანობას მიკრობების შესამოწმებლად ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ტემპერატურისა და ტენიანობის კამერებით შესამოწმებელ ინსტრუმენტებთან ერთად.
    თავისი სპეციალიზებული ანალიზის სისტემით, „Eco-Life Lab“-ის ნივთიერების ანალიზის ექსპერტიზა და სანდოობა აღიარებულია კორეის ლაბორატორიის აკრედიტაციის სქემის (KOLAS) და გერმანიის დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზის ორგანიზაციების კავშირის (TÜV Rheinland), საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანოს ოფიციალური სერთიფიკატების მიღებით.

    Eco-Life Lab-ის ისტორია.

    2004 წლიდან

    • 2004 ~
      ეკოლოგიური თვალსაზრისით აკრძალული ნივთიერებების ზუსტი ანალიზი
      (Pb, Cd, Hg, Cr(VI), PBB, PBDE, phthalate, და ა.შ.)
    • 2007 ~
      სუნის კომპონენტების ზუსტი ანალიზი
      (styrene, xylene, და ა.შ.)
    • 2020 ~
      ანტიბიოტიკის, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული ეფექტურობის ფუნქციონირების ანალიზი
      (E.coli, staphylococcus aureus, და ა.შ.)
    • 2020 ~

      ანტიბიოტიკური, სოკოს საწინააღმდეგო (’20)
      და ანტივირუსული (‘22) ეფექტურობის ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე დაფუძნებული მიკრობული ანალიზის ჩატარება

    • 2019

      სუნის ზუსტი ანალიზი

    • 2007

      VOCs-ის ზუსტი ანალიზი

    • 2006

      კვალიფიცირებულია, როგორც ტესტირების ლაბორატორია საზიანო ნივთიერებების ზუსტი ანალიზისათვის

      KOLAS სასერტიფიკაციო
      ზუსტი ანალიზი აალების შემაკავებლებზე

    • 2005

      სერტიფიცირებულია UL ოფიციალური
      ტესტირების ცენტრის მიერ

      UL სასერტიფიკაციო
      ზუსტი ანალიზი
      RoHS ნივთიერებისათვის

    • 2004

      ლაბორატორიული მაჩვენებლებით შექმნილი ეკოლოგიური ანალიზი

    ადგილზე ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მკაცრ სტანდარტს ვიყენებთ

    უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „Samsung Electronics“ სისტემატურად მართავს მთლიან პროცესს, რომელიც გულისხმობს, ქიმიური ნივთიერებების კონტროლს, შეძენიდან განადგურებამდე.
    თანამშრომლებს, რომლებიც ამუშავებენ ქიმიურ ნივთიერებებს, უფლება აქვთ, შეიძინონ ისინი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოითხოვენ ექსპერტთა ჯგუფს წინასწარი შეფასებისთვის და მას შემდეგ, რაც ქიმიკატები ჩაითვლება მიზანშეწონილად.
    გარდა ამისა, ქიმიკატების მარაგის შემდეგ, ყველა პროცესი ზედამხედველობის ქვეშაა, ზუსტ გამოყენებისა და ინვენტარის საბოლოო განკარგვამდე თვალყურის სადევნებლად.
    Samsung Electronics-ის საწარმოო ცენტრებში გამოყენებული ყველა ქიმიკატი მკაცრად შეზღუდულია გამოყენების პირობების მიხედვით, თითოეული ქვეყნის ქიმიური ნივთიერებების რეგულაციებისა და ჩვენი შიდაორგანიზაციული აკრძალული ნივთიერებების სიის საფუძველზე.

    A diagram of the 5-step process for management of chemical substances,  Phase 1, Preliminary chemical evaluation system. Step 1, Preliminary chemical evaluation. Request from the relevant department, Preliminary review by experts based on material safety data sheet (MSDS), chemical warranty letters, and letters of confirmation (LOC). Deliberation  on review outcomes, which results in approval for use or disapproval. Review the optimum management process by analyzing hazardousness and danger to the environment, health and safety (EHS). Step 2, Purchase. Phase 2, Inventory System. Step 3, Warehouse registration (place of use). Step 4, Use (inventory management). Step 5, Disposal. A diagram of the 5-step process for management of chemical substances,  Phase 1, Preliminary chemical evaluation system. Step 1, Preliminary chemical evaluation. Request from the relevant department, Preliminary review by experts based on material safety data sheet (MSDS), chemical warranty letters, and letters of confirmation (LOC). Deliberation  on review outcomes, which results in approval for use or disapproval. Review the optimum management process by analyzing hazardousness and danger to the environment, health and safety (EHS). Step 2, Purchase. Phase 2, Inventory System. Step 3, Warehouse registration (place of use). Step 4, Use (inventory management). Step 5, Disposal.

    1) წინასწარი ანალიზი: მასალების უსაფრთხოების მონაცემთა პასპორტის (MSDS), ქიმიკატების საგარანტიო წერილების და დამადასტურებელი წერილების (LOC) საფუძველზე.

    ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის მიძღვნილი საქმიანობის მხარდაჭერა.

    ეკოსისტემის დაცვა და ბუნების დაცვა-ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტები გლობალური გარემოს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად

    Samsung Electronics-ის ყველა თანამშრომელი მონაწილეობას იღებს აქტივობებში, ჯანსაღი ეკოსისტემის განვითარებისთვის. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, სადაც ვუყვებით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ძირითად პრინციპებზე , ხაზგასმით აღვნიშნავთ მის მნიშვნელობას და აქტიურად ვუბიძგეთ ჩართვისკენ, როგორც რიგით თანამშრომლებს ასევე ხელძღვანელებს.

    Samsung Electronics-ის ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა

    ფილოსოფია

    „Samsung Electronics“ აცნობიერებს სარგებელს და ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას. ბიომრავალფეროვნებისათვის საზიანო ეფექტების შესამცირებლად, აქტიურად ვართ ჩართული ეკოსისტემის საკონსერვაციო ინიციატივებში.

    სამოქმედო გეგმები

    • · ყველა თანამშრომელი აღიარებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკო მენეჯმენტის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებად.

    • · აფასებს და აანალიზებს პროდუქტის გავლენას ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებაზე, მისი ფუნქციური ციკლის განმავლობაში და ცდილობს ნებისმიერი უარყოფითი ეფექტის მინიმუმამდე დაყვანას.

    • · განსაზღვრავს პრიორიტეტებს ბიომრავალფეროვნების მაღალი მნიშვნელობის მქონე რეგიონებში კორეაში და მის ფარგლებს გარეთ, ყველა სამუშაო ცენტრში და აწარმოებს ბიომრავალფეროვნების საკონსერვაციო საქმიანობას, ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისად.

    • · გააჩნია უწყვეტი კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ადგილობრივ თემებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და წვლილი შეაქვს ადგილობრივი თემების მიერ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ძალისხმევის გაძლიერებაში.