რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორის გამოსახულება გაშეშდა
ტელევიზორი შეიძლება არ რეაგირებდეს პულტზე და მისი გამოსახულება გაშეშდეს სხვადასხვა სიტუაციაში: Smart TV ლოგოტიპის გამოჩენისთანავე, Smart Hub-ის გამოყენებისას, აპლიკაციების ჩატვირთვისას, ციფრული არხების დათვალიერებისას და სხვ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
თუ შენს ტელევიზორზე:
- არ ირთვება Smart Hub (Smart TV) ან მისი გაშვებისას შეშდება გამოსახულება,
- Smart Hub-ის ნაცვლად ჩანს შავი ეკრანი და განუწყვეტლად მიმდინარეობს ჩატვირთვა,
- ვერ ხერხდება აპლიკაციებში შესვლა ან აპლიკაციები არ ჩანს
გადადი სტატიაზე "Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია".
თუ ტელევიზორის გამოსახულების გაშეშება არ არის დაკავშირებული Smart Hub-ის მუშაობასთან ან ციფრულ არხებთან, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
ტექნიკის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.
- თუ ტელევიზორი ჩართულია გამანაწილებლის, დამაგრძელებლის ან ქსელის ფილტრის საშუალებით — ჩახსენი ის.
- თუ შესაძლებელია, შეაერთე ტელევიზორი სხვა როზეტში. ეს როზეტი არ უნდა მდებარეობდეს იმ როზეტის გვერდით, რომელშიც ტელევიზორი მანამდე იყო შეერთებული, მაგალითად გამოიყენე მეზობელ ოთახში არსებული როზეტი.
- თუ ვერ ახერხებ ტელევიზორის სხვა როზეტთან დაკავშირებას, ჩახსენი ტელევიზორის მახლობლად არსებულ როზეტებში შეერთებული ყველა სხვა მოწყობილობა.
გახსენი „პარამეტრები“ > „მხარდაჭერა“ > „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“ > „განახლება“. თუ ხელმისაწვდომია შენი ტელევიზორის ოპერაციული სისტემის განახლება, ჩატვირთვა დაიწყება ავტომატურად.
ამავე თემაზე:
თუ არც ერთი ზემოთ აღნიშნული საფეხური არ დაგეხმარება, რეკომენდებულია მიმართო სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.