რა გავაკეთო, თუ HDMI-ს Samsung-ის ტელევიზორზე დაკავშირებისას სიგნალი არ მოიძებნა
ბოლო განახლების თარიღი : 06-12-2024
შეიძლება დაფიქსირდეს შეცდომა „სიგნალი არ არის“, თუ გარე მოწყობილობას პირველ რიგში HDMI-ს დაუკავშირებ ან თუ მოწყობილობა უკვე დაკავშირებული იყო, თუმცა ტელევიზორის ჩართვის შემდეგ გამოსახულების ნაცვლად ეკრანზე შეცდომა დაფიქსირდა.
პრობლემის მოსაგვარებლად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს:
1
თუ HDMI-ს საშუალებით რამდენიმე მოწყობილობაა ტელევიზორთან დაკავშირებული, დატოვე მხოლოდ ერთი, დანარჩენი კი დროებით გამოაერთე.
შეცდომის მიზეზის გაგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ტელევიზორთან დაკავშირებულია მხოლოდ ერთი მოწყობილობა.
შეცდომის მიზეზის გაგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ტელევიზორთან დაკავშირებულია მხოლოდ ერთი მოწყობილობა.
2
HDMI კაბელი დაკავშირებული უნდა იყოს გარე მოწყობილობის HDMI-OUT პორტთან და პირდაპირ ტელევიზორის HDMI-IN პორტთან, გადამყვანების გამოყენების გარეშე.
3
ხელახლა დააკავშირე HDMI კაბელი გარე მოწყობილობის გამორთვის გარეშე ან დაუკავშირე ტელევიზორის სხვა პორტს.
4
დარწმუნდი, რომ დაკავშირებულია სხვა HDMI კაბელთან. კაბელის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს.
რეკომენდებულია შემდეგი ტიპის კაბელების გამოყენება:
- High Speed HDMI Cable
- High Speed HDMI Cable with Ethernet
- Premium High Speed HDMI Cable
- Premium High Speed HDMI Cable with Ethernet
- Ultra High Speed HDMI Cable
- HDMI 2.1
5
დაუკავშირე სხვა მოწყობილობა ტელევიზორს HDMI კაბელის მეშვეობით, რათა შეამოწმო პორტის გამართულად მუშაობა, მაგალითად - DVD პლეერი ან სათამაშო კონსოლი.
6
გამორთე და ჩართე გარე მოწყობილობა და შეამოწმე გამომავალი სიგნალისა და რეზოლუციის პარამეტრები.
- ტელევიზორის ბლოკის შემთხვევაში — გამორთე და ჩართე ის.
- One Connect-ის მქონე ტელევიზორის შემთხვევაში — ხელახლა ჩართე ის.
7
გადაიყვანე ტელევიზორის პარამეტრები ქარხნულზე.
ამავე თემაზე:
8
განაახლე ტელევიზორისა და გარე მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა.
9
თუ ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები არ დაგეხმარება, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.