რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულება ციმციმებს

ბოლო განახლების თარიღი : 08-11-2024

რა მოხდა

Samsung-ის ტელევიზორის ეკრანი ციმციმებს.

ტელევიზორის ეკრანის ციმციმი

რატომ ხდება ეს

  • ტელევიზორთან დაკავშირებულია არათავსებადი მოდული ან One connect კაბელი
  • ტელევიზორი ხარვეზებით მუშაობს
  • სიგნალის წყაროსთან ან მის შეერთებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფა მოძველებულია
  • პარამეტრებში ჩართულია სპეციალური განათების ფუნქცია (არ წარმოადგენს ხარვეზს)

რა უნდა გავაკეთო

1 სცადე ტელევიზორის გამორთვა და ჩართვა.
ზოგჯერ პრობლემა შეიძლება მარტივად, გადატვირთვით მოგვარდეს — მისი საშუალებით აღმოიფხვრება მუშაობის ხარვეზები. თავდაპირველად ტელევიზორი გამორთე ღილაკით, შემდეგ ჩახსენი ელექტროქსელის როზეტიდან, დაელოდე ერთი წუთი და ისევ ჩართე.
2 თუ One Connect ბლოკს იყენებ დარწმუნდი, რომ ტელევიზორთან ბლოკის ის მოდელია დაკავშირებული, რომელიც კონკრეტულად შენი ტელევიზორისთვის არის განკუთვნილი.
ტელევიზორის თითოეული მოდელისთვის გამოიყენება One Connect ბლოკის კონკრეტული მოდელი. ამიტომ შეამოწმე, ემთხვევა თუ არა ტელევიზორის მოცემული მოდელის კოდი One Connect ბლოკის ქარხნულ იარლიყზე მითითებულ კოდს.
3 ტელევიზორის პარამეტრებში შეამოწმე, ხომ არ არის ჩართული სპეციალური ფონური განათების ფუნქცია.
Samsung-ის ტელევიზორებს აქვს გარემოს განათების ამოცნობის და LED განათების ფუნქცია. ზოგჯერ ასეთი განათება აღიქმება, როგორც ციმციმი. თუ ეს ფუნქცია ჩართულია, სცადე მისი გამორთვა.

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“.

გახსენი „პარამეტრები“

საფეხური 2. აირჩიე „ზოგადი“ (თუ ასეთი პუნქტი არ არის, აირჩიე „სისტემა“).

აირჩიე „ზოგადი“

საფეხური 3. გადადი პუნქტზე „ენერგიის დაზოგვა“ (შეიძლება ამ პუნქტის სახელწოდება იყოს „ეკონომიური რეჟიმი“).

გადადი პუნქტზე „ენერგიის დაზოგვა“

საფეხური 4. აირჩიე „მოძრაობის განათება“. როდესაც ეს ფუნქცია გათიშულია ამ პუნქტის გასწვრივ არსებული წრე ცარიელია.

აირჩიე "მოძრაობის განათება"

  • JS სერიის ტელევიზორებზე:

გახსენი „მენიუ“ > „გამოსახულება“ > „გამოსახულების პარამეტრები“. აირჩიე Smart Led და გამორთე.

  • KS სერიის ტელევიზორებზე:

გახსენი „პარამეტრები“ > „გამოსახულება“ > „დამატებითი პარამეტრები“. აირჩიე ფუნქცია Smart Led და გამორთე.

  • M სერიის და და მომდევნო მოდელის ტელევიზორებზე:

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“.

გახსენი „პარამეტრები“.

საფეხური 2. აირჩიე „გამოსახულება“.

აირჩიე „გამოსახულება“.

საფეხური 3. გადადი „დამატებით პარამეტრებში“.

საფეხური 3. გადადი „დამატებით პარამეტრებში“.

საფეხური 4. აირჩიე „გამოსახულების სიმკვეთრის პარამეტრები“. ზოგიერთი მოდელის ტელევიზორზე ამ პუნქტს ეწოდება „Auto Motion Plus პარამეტრები“ ან „Motion Plus პარამეტრები“.

აირჩიე „გამოსახულების სიმკვეთრის პარამეტრები“

საფეხური 5. აირჩიე „მკაფიო LED გამოსახულება“.

აირჩიე „მკაფიო LED გამოსახულება“.

საფეხური 6. აირჩიე „გამორთვა“.

4 გამორთე გამოსახულების დამუშავების ყველა პარამეტრი.
გამოსახულების დამუშავების პარამეტრები დინამიკურია. თუ ეს პარამეტრები ჩართულია, გამოსახულების დამუშავება მოხდება ტრანსლირებული კონტენტის შესაბამისად. ზოგჯერ ამან შეიძლება გამოსახულების ციმციმი გამოიწვიოს.

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“.

გახსენი „პარამეტრები“.

საფეხური 2. აირჩიე „გამოსახულება“.

აირჩიე „გამოსახულება“.

საფეხური 3. გადადი „დამატებით პარამეტრებში“.

გადადი „დამატებით პარამეტრებში“.

საფეხური 4. გამორთე გამოსახულების დამუშავების ყველა პარამეტრი:

მოდელის მიხედვით, გამოსახულების დამუშავების პარამეტრები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • გამოსახულების სიმკვეთრის პარამეტრები:
    აირჩიე „გამოსახულების სიმკვეთრის პარამეტრები“, შემდეგ აირჩიე „გამოსახულების სიმკვეთრე“ და გამორთე ის.
  • კონტრასტის გაუმჯობესება:
    აირჩიე „კონტრასტის გაუმჯობესება“, დააჭირე ღილაკს „გამორთვა“.
  • ხმაურის ციფრული ფილტრი
  • Motion Plus პარამეტრები (ან Auto Motion Plus პარამეტრები)
  • ლოკალური დაბნელება
5 გაუშვი გამოსახულების ტესტი.
  • თუ ტესტმა ხარვეზი არ გამოავლინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორს ყველაფერი წესრიგში აქვს. პრობლემა შეიძლება სიგნალის წყაროსთან ან მის შეერთებებთან იყოს დაკავშირებული. ამის შესამოწმებლად გამოცვალე კაბელი და სიგნალის წყარო.
  • ტესტმა გამოავლინა ხარვეზიგანაახლე პროგრამული უზრუნველყოფა. თუ პროგრამული უზრუნველყოფა უკვე განახლებულია, მიმართე სერვის-ცენტრს.

შენიშვნა:

  • ტესტმა შეიძლება გამოსახულების ხარვეზი ვერ დააფიქსიროს, თუ ის პერიოდულად იჩენს თავს. იმ შემთხვევაში, თუ ეკრანი დროდადრო ციმციმებს, გადატვირთე პარამეტრები.
6 განაახლე ტელევიზორის პროგრამული უზრუნველყოფა.
თუ ხელმისაწვდომია პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, დააინსტალე ის. პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიები უზრუნველყოფს სისტემის მუშაობის სტაბილიზაციას და აღმოფხვრის შესაძლო შეცდომებს.
7 შეამოწმე გამოსახულების ხარისხი სიგნალის სხვა წყაროდან.
სიგნალის წყაროს სანახავად, პულტზე დააჭირე ღილაკს „OK“ ან „INFO“. სიგნალის წყარო ეკრანზე გამოისახება.
მაგალითად, თუ საეთერო ან სატელიტური ტელევიზიის სიგნალს იყენებ, სცადე ტელევიზორთან დააკავშირო კომპიუტერი ან სმარტფონი. ამის შემდეგ შეამოწმე თუ როგორ მუშაობს ტელევიზორი.
თუ სხვა წყაროდან ტრანსლირებისას გამოსახულება ნორმალურია, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორს ყველაფერი რიგზე აქვს. პრობლემა აქვს იმ სიგნალის წყაროს, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებ.
8 გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები
პარამეტრების გადატვირთვა ტელევიზორს დააბრუნებს ქარხნულად დაყენებულ პარამეტრებზე და აღმოფხვრის მუშაობისას წარმოშობილ შეცდომებს.

თუ ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები არ დაგეხმარება, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!