Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია

ბოლო განახლების თარიღი : 15-05-2024

თუ Samsung-ის ტელევიზორზე არ ირთვება ერთ-ერთი აპლიკაცია ან ჩანს შავი ეკრანი, შეასრულე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები. ამავე დროს, სხვა აპლიკაციები გამართულად უნდა მუშაობდეს.

გადატვირთე ტელევიზორი

გადასატვირთად ჩახსენი ტელევიზორი დენის როზეტიდან და დაელოდე 2 წუთით. შემდეგ კვლავ შეაერთე ის როზეტში და სცადე აპლიკაციის გაშვება.

თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

ხელახლა დააინსტალე ეს აპლიკაცია

შენიშვნა:

აპლიკაციის ხელახლა დაყენება შესაძლებელია მხოლოდ J, K, M, N, Q, LS სერიის ტელევიზორებზე (გამოშვებული 2015-2018 წლებში) თუ შენი ტელევიზორი სხვა მოდელია, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

1 გადადი აპლიკაციების პანელში „APPS“ და აირჩიე ის პულტის ცენტრალური ღილაკზე დაჭერით.
APPS
2 დაინსტალებული აპლიკაციებიდან აირჩიე ის, რომელიც არ მუშაობს.
გაუმართავი აპლიკაცია
3 ხანგრძლივად დააჭირე პულტის ცენტრალურ ღილაკს (ან დააჭირე ღილაკს „Tools“), სანამ არ გამოჩნდება დამატებითი მენიუ.
დამატებითი მენიუ
4 აირჩიე პუნქტი „ხელახალი ინსტალაცია“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
5 დაელოდე ხელახლა დაინსტალების დასრულებას. ინსტალაციის დრო დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
6

ხელახლა დაინსტალების შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.

თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

დააკავშირე ტელევიზორი სხვა Wi-Fi წვდომის წერტილთან

აპლიკაცია შეიძლება არ მუშაობდეს იმ მიზეზით, რომ პროვაიდერი ბლოკავს ზოგიერთ IP-მისამართს, რომლებთან დაკავშირებასაც ცდილობს აპლიკაცია.

ამის შესამოწმებლად, დააკავშირე ტელევიზორი სხვა წვდომის წერტილთან. ამის მარტივად გასაკეთებლად, გამოიყენე შენი სმარტფონის Wi-Fi წვდომის წერტილის ფუნქცია და დაუკავშირდი მას.

შეამოწმე, მუშაობს თუ არა აპლიკაცია.

თუ აპლიკაცია მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორი გამართულია და პრობლემა დაკავშირებულია ინტერნეტ-პროვაიდერთან.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

შეცვალე DNS-სერვერის მისამართი

პროვაიდერის გარდა, პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს DNS-სერვერთან, ამის შესამოწმებლად, შეცვალე DNS-სერვერის მისამართი ტელევიზორზე.

1 გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
2 თუ შენი ტელევიზორის მენიუში არის პუნქტი „ზოგადი“, გახსენი ის. თუ ეს პუნქტი არ არის მენიუში, გადადი შემდეგ საფეხურზე.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
3 აირჩიე პუნქტი „ქსელი“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
4 აირჩიე პუნქტი „ქსელის მდგომარეობა“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
5 დარწმუნდი, რომ შესაძლებელია ინტერნეტთან დაკავშირება.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
6 აირჩიე პუნქტი „IP პარამეტრები“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
7 აირჩიე პუნქტი „DNS-ის პარამეტრები“ და აირჩიე „ხელით შეყვანა“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
8 აირჩიე ველი „DNS-ის სერვერი“ და შეიყვანე 8.8.8.8 ან 208.67.222.222 ან 77.88.8.8 (როსტელეკომისთვის).
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
9 პარამეტრების დასამახსოვრებლად შეეხე ღილაკს „OK“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
10 პარამეტრების დამახსოვრების შემდეგ დარწმუნდი, რომ ტელევიზორი დაკავშირებულია ინტერნეტთან.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
11 გადატვირთე ტელევიზორი და შემდეგ შეამოწმე, მუშაობს თუ არა აპლიკაცია.
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

გადატვირთე Smart Hub-ის პარამეტრები

Smart Hub-ის პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ წაიშლება ყველა ჩატვირთული აპლიკაცია და დაინსტალდება ქარხნული ვერსიები. გადატვირთვის დროს წაიშლება აპლიკაციის ყველა მონაცემი და პარამეტრები და ასევე პროგრამული შეცდომებიც.

შენიშვნა:

Smart Hub-ის გადატვირთვამდე დარწმუნდი, რომ ტელევიზორი სერტიფიცირებულია რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის. იხილე ტელევიზორის ქარხნული იარლიყი, სერტიფიცირებული ტექნიკის მოდელის კოდი უნდა მთავრდებოდეს XRU მოდელის კოდით და EAC ნიშნით.

გადატვირთვის შემდეგ Smart Hub შეიძლება დაიბლოკოს, თუ ეს მოდელი არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.

1 გახსენი „პარამეტრების“ მენიუ.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
2 აირჩიე პუნქტი „მხარდაჭერა“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
3 აირჩიე პუნქტი „თვითდიაგნოსტიკა“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
4 აირჩიე პუნქტი „Smart Hub-ის გადატვირთვა“.
5 შეიყვანე ტელევიზორის PIN-კოდი (ნაგულისხმევი კოდია 0000).
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
6 დაელოდე გადატვირთვის დასრულებას.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
7 გადატვირთვის შემდეგ გამოდი მენიუდან. გადადი მთავარ ეკრანზე და აირჩიე პანელი „APPS“. გამოჩნდება ახალი ფანჯარა თავდაპირველი პარამეტრების ინფორმაციით, დააჭირე ღილაკს „OK“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
8 აირჩიე „ვეთანხმები ყველაფერს“ და დააჭირე ღილაკს „OK“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
9 გაიარე ავტორიზაცია Samsung-ის ანგარიშზე ან დააჭირე ღილაკს „გამოტოვება“.
Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
10 აირჩიე აპლიკაცია, რომელთა დაინსტალებაც გსურს და დააჭირე ღილაკს „მზადაა“.
11 გადატვირთვის შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.

შენიშვნა:

აპლიკაციის გაშვებამდე დარწმუნდი, რომ ჩატვირთულია ყველა დაინსტალებული აპლიკაცია. მათი ხატულები არ უნდა იყოს მუქ ფერში.

აპლიკაციის ჩატვირთვის სიჩქარე დამოკიდებულია ინტერნეტ-კავშირის სიჩქარეზე.

Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია


თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები

გადატვირთვის შემდეგ ტელევიზორი დაბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე და წაიშლება ყველა პროგრამული შეცდომა.

შენიშვნა:

გადატვირთვამდე დარწმუნდი, რომ ტელევიზორი სერტიფიცირებულია რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის. იხილე ტელევიზორის ქარხნული იარლიყი, სერტიფიცირებული ტექნიკის მოდელის კოდი უნდა მთავრდებოდეს XRU მოდელის კოდით და EAC ნიშნით.

გადატვირთვის შემდეგ Smart Hub შეიძლება დაიბლოკოს, თუ ეს მოდელი არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.

გადატვირთვის შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება..

თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

განაახლე ტელევიზორის firmware

თუ ტელევიზორისთვის ხელმისაწვდომია ახალი firmware, დააინსტალე ის. თუ არ არის გამოსული ახალი firmware, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

Firmware-ის განახლების შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.

თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

დაუკავშირდი აპლიკაციის დეველოპერს

თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა და აპლიკაცია ისევ არ მუშაობს, დაუკავშირდი ამ აპლიკაციის დეველოპერს.

ზოგადად საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია აპლიკაციის დეტალებში Samsung Apps-ში, მაგალითად YouTube-ისთვის - [email protected]. აპლიკაციის დეტალების სანახავად, მოძებნე ის Samsung Apps-ზე და შემდეგ შეეხე ეკრანზე არსებულ, სამი წერტილით გამოსახულ ღილაკს.

გახსნილ ფანჯარაში სცადეთ დეველოპერის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, როგორ წესი ეს არის ვებსაიტი ან ელ. ფოსტის მისამართი.

მადლობა გამოხმაურებისთვის!