რა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy მოწყობილობის დამუხტვას დიდი დრო ესაჭიროება

ბოლო განახლების თარიღი : 12-11-2024

ამ სტატიაში გაიგებ, რა უნდა გააკეთო, თუ შენი მოწყობილობის სადენიანი დამტენით დამუხტვას ძალიან დიდი დრო - 5 საათზე მეტი სჭირდება.

ზოგიერთი მოდელის დამუხტვას შეიძლება დაახლოებით სამი საათი ესაჭიროებოდეს, თუმცა ეს მისი გაუმართაობის ნიშანი არ არის. გაეცანი შენი ტელეფონის ინსტრუქციას, რადგან ხშირ შემთხვევაში მოდელის დამუხტვის სავარაუდო დრო მითითებულია სპეციფიკაციებში.

1 წაშალე USBSettings აპლიკაციის მონაცემები

პროგრამული შეცდომის გამოსარიცხად, სცადე USBSettings აპლიკაციის მონაცემების წაშლა.

ამისათვის, გახსენი „პარამეტრები“ > „აპლიკაციები“ > „სისტემური ფაილების ჩვენება“ > სიიდან აირჩიე „USBSettings“ > „მეხსიერება“ > „მონაცემების წაშლა“.

2 შეამოწმე სმარტფონის მუშაობა უსაფრთხო რეჟიმში

შესაძლოა სმარტფონის მუშაობაზე რომელიმე ჩამოტვირთული პროგრამა ახდენდეს გავლენას.

თუ უსაფრთხო რეჟიმში მუშაობისას მოწყობილობის დამუხტვის დრო შემცირდა, სათითაოდ წაშალე ჩამოტვირთული პროგრამები, სანამ გაუმართაობა აღმოიფხვრება. პროგრამების წაშლა შეგიძლია დაიწყო ბოლოს ჩამოტვირთული ან განახლებული პროგრამით.

3 შეამოწმე ხელსაწყოს დენის ძალისა და ძაბვის პარამეტრები

დამტენ მოწყობილობაზე წაიკითხე დენის ძალისა და ძაბვის პარამეტრები და შეამოწმე, ემთხვევა თუ არა მოწყობილობის პარამეტრებს. შესაძლოა იყენებ არათავსებად კვების ბლოკს .

4 დამუხტე შენი სმარტფონი სხვა დამტენის ან სხვა როზეტის გამოყენებით

შეამოწმე, იმუხტება თუ არა შენი მოწყობილობა სხვა როზეტიდან, რადგანაც ამჟამად გამოყენებულ როზეტში შეიძლება ძაბვა არასაკმარისი იყოს.

ასევე აუცილებლად შეამოწმე, თუ როგორ იმუხტება მოწყობილობა სხვა კვების ბლოკით, რადგან შენი დამტენი შესაძლოა გაუმართავი იყოს.

5 გადატვირთე მონაცემები

თუ გახსოვს Google-ის ის ანგარიში, რომელიც მოწყობილობაზე გაქვს დამატებული, გადატვირთე პარამეტრები, რათა გამოირიცხოს სმარტფონის პროგრამული შეცდომები. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში სმარტფონის მეხსიერებიდან წაიშლება ყველა შენახული.

6 დაუკავშირდი სერვის-ცენტრს

თუ არც ერთი ზემოთ აღნიშნული რჩევა არ დაგეხმარა, რეკომენდებულია მიმართო სერვის-ცენტრს.

სერვის-ცენტრისთვის მიმართვის შემთხვევაში, საჭირო გახდება სმარტფონის/პლანშეტის და კომპლექტში შემავალი დამტენის სპეციალისტისთვის ჩაბარება იმ შემთხვევაშიც, კი თუ მხოლოდ დამტენია გაუმართავი.

მადლობა გამოხმაურებისთვის!