რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy ახმოვანებს ჩემს მოქმედებებს
როდესაც აქტიურია TalkBack რეჟიმი, სმარტფონი ახმოვანებს მომხმარებლის მოქმედებებს. ამ ფუნქციას ასევე ეწოდება Voice Assistant (სახელწოდება დამოკიდებულია Android-ის ვერსიაზე). ეს რეჟიმი განკუთვნილია მხედველობის დაქვეითების მქონე პირებისთვის. TalkBack (Voice Assistant) რეჟიმის გათიშვა შესაძლებელია ტელეფონის პარამეტრებიდან.
TalkBack რეჟიმის გააქტიურების შემდეგ იცვლება სმარტფონის მართვის ფუნქციები. ქვემოთ აღწერილია, თუ როგორ უნდა მართო მოწყობილობა TalkBack (Voice Assistant) რეჟიმში და წარმოდგენილია ამ ფუნქციის გააქტიურების ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიებისთვის.
როგორ ვმართო სმარტფონი გააქტიურებული TalkBack ფუნქციით
მენიუს პუნქტის ასარჩევად: ჯერ შეეხე ამ პუნქტს ერთხელ, ხოლო მისი ჩარჩოთი მონიშვნის შემდეგ შეეხე ეკრანს ზედიზედ ორჯერ.
ეკრანის სქროლინგისთვის (მენიუ, სლაიდერები): ეკრანს გაუსვი ორი თითი.
შეტყობინებების პანელის გასახსნელად: ჩამოუსვი ორი თითი ეკრანის ზედა ნაწილს.
მენიუს ერთი პუნქტიდან მეორეზე გადასასვლელად (სხვა პუნქტის მოსანიშნად): შეგიძლია საჭირო პუნქტს დააჭირო ან გაუსვა თითი ეკრანს მარცხნივ ან მარჯვნივ.
როგორ გავთიშო TalkBack ფუნქცია Android 14-11 მოწყობილობებზე
როგორ გავთიშო TalkBack ფუნქცია Android 10-8 მოწყობილობებზე
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.