რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung Galaxy მოწყობილობა ავტომატურად არ უკავშირდება Wi-Fi ქსელს
იმისათვის, რომ არ მოგიწიოს ხშირად გამოყენებულ Wi-Fi ქსელთან ყოველ ჯერზე ხელით დაკავშირება, Galaxy მოწყობილობებში გათვალისწინებულია ავტომატური დაკავშირების ფუნქცია. როგორც კი ამ ქსელის დაფარვის ზონაში მოხვდება, მოწყობილობა მას ავტომატურად დაუკავშირდება.
ამავე საკითხზე:
თუ Wi-Fi ქსელთან ავტომატური დაკავშირების ფუნქცია არ მუშაობს, შეასრულე შემდეგი ქმედებები:
Wi-Fi ქსელების სიის გვერდზე გადასასვლელად გამოიყენე ორი მეთოდიდან ერთ-ერთი:
- ეკრანის ზედა ნაწილს ჩამოუსვი ორი თითი, რის შემდეგაც გაიხსნება სწრაფი წვდომის პანელი. შემდეგ ხანგრძლივად დააჭირე Wi-Fi სიმბოლოს.
- ან გახსენი მოწყობილობის „პარამეტრების“ მენიუ და გადადი განყოფილებაში „პავშირები“. შემდეგ გადადი განყოფილებაში „Wi-Fi“.
სიიდან აირჩიე საჭირო ქსელი და შეეხე მის გვერდით არსებულ კბილანას სიმბოლოს. ხელმისაწვდომი ქსელების სიის გამოსაჩენად, Wi-Fi ფუნქცია ჩართული უნდა იყოს.
თუ „ავტომატური დაკავშირების“ პუნქტის გვერდით არსებული გადამრთველი არ არის აქტიური, დააჭირე მას.
Wi-Fi ქსელის პარამეტრებში დააჭირე ღილაკს „დავიწყება“.
შემდეგ ხელმისაწვდომი ქსელების სიიდან აირჩიე საჭირო ქსელი, შეიყვანე პაროლი, გაააქტიურე „ავტომატური დაკავშირების“ გვერდით არსებული გადამრთველი და დააჭირე ღილაკს „დაკავშირება“.
- Galaxy სმარტფონის ან პლანშეტის გადასატვირთად ხანგრძლივად დააჭირე ჩართვის ღილაკს. ეკრანზე გამოჩნდება მოქმედებების ვარიანტები: „გამორთვა“, „გადატვირთვა“ და „საგანგებო ზარი“. დააჭირე ღილაკს „გადატვირთვა“.
- როუტერის გადასატვირთად, ჩახსენი ის კვების წყაროდან ან დააჭირე ღილაკს „Power“. დაელოდე 15-20 წამი, შემდეგ კი ხელახლა ჩართე როუტერი. თუ როუტერზე არის ღილაკი Reset, არ გამოიყენო ის მოწყობილობის გადასატვირთად — მისი დანიშნულებაა როუტერის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება.
განახლებების არსებობის შემთხვევაში დააინსტალე ისინი. ზოგიერთი განახლება საჭიროა მოწყობილობის სწორად მუშაობისთვის და მათი დაინსტალება სავალდებულოა.
ამავე საკითხზე:
ტელეფონი მეხსიერებიდან წაშლის ყველა დამატებულ ქსელს. პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ საჭირო იქნება საჭირო Wi-Fi ქსელებთან ხელახლა დაკავშირება.
შემოწმების მიზნით, როუტერის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო სხვა სმარტფონის ან პლანშეტის Wi-Fi წვდომის წერტილის ფუნქცია.
თუ სხვა როუტერის გამოყენებისას Wi-Fi ქსელთან ავტომატური დაკავშირების ფუნქცია გამართულად მუშაობს:
პრობლემა დაკავშირებულია კონკრეტულ როუტერთან. პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლია სცადო შემდეგი მოქმედებები:
- შეამოწმე როუტერზე გამოყენებული უსაფრთხოების პროტოკოლის პარამეტრები. რეკომენდებულია WPA2 PSK პროტოკოლის გამოყენება.
- მწარმოებლის საიტზე შეამოწმე როუტერის firmware-ის განახლების ხელმისაწვდომობა - მისი არსებობის შემთხვევაში დააინსტალე ის.
- გადატვირთე როუტერის პარამეტრები.
- როუტერის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე მის მწარმოებელს.
თუ პრობლემა სხვა როუტერების გამოყენების შემთხვევაშიც მეორდება:
სრულად გადატვირთე მოწყობილობის პარამეტრები.
პარამეტრების გადატვირთვის დროს წაიშლება შენს მოწყობილობაზე არსებული ყველა მონაცემი. პარამეტრების გადატვირთვამდე რეკომენდებულია მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნა.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.