ეკრანის სიკაშკაშის და უხარვეზო მოძრაობის პარამეტრები Galaxy S22 მოწყობილობის ეკრანისთვის
გაუმჯობესებული ეკრანის ტექნოლოგიების წყალობით, Galaxy S22 სერიის სმარტფონების გამოყენება კომფორტულია ნებისმიერი განათების პირობებში: როგორც ბნელ შენობაში, ასევე კაშკაშა მზის ქვეშ. Vision Booster ტექნოლოგია და ეკრანის განახლების ადაპტირებადი სიხშირე უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ სიკაშკაშეს და უხარვეზო მოძრაობას როგორც ვიდეოს ყურებისას, ასევე კონტენტის დათვალიერებისას.
Galaxy S22 Ultra სმარტფონი აღჭურვილია 6,8-ინჩიანი Edge Quad HD + Dynamic AMOLED 2x ეკრანით, რომლის სიკაშკაშე გაზრდილია 16%-ით, ხოლო მისი კონტრასტულობაა 3 000 000:1. 120 Hz ადაპტირებადი სიხშირე უზრუნველყოფს გამოსახულების უხარვეზო მოძრაობას კონტენტის დათვალიერების დროს.
Galaxy სერიის მოწყობილობების Dynamic AMOLED 2X ეკრანი სერტიფიცირებულია ორგანიზაცია VDE Germany-ის მიერ, რაც ადასტურებს, რომ ის უზრუნველყოფს 100% ფერების მოცულობას DCI-P3 ფერების დიაპაზონში.
Vision Booster ტექნოლოგია
Vision Booster ტექნოლოგია უზრუნველყოფს ეკრანის სიკაშკაშის და კონტრასტის კორექტირებას, რისი მეშვეობითაც გამოსახულება შესანიშნავია მოწყობილობის მზის ქვეშ გამოყენების შემთხვევაშიც კი.
Vision Booster-ის ჭკვიანი ალგორითმები ახდენს ეკრანის გამოსახულების ჰისტოგრამის ანალიზს და აფასებს თითოეული პიქსელის მნიშვნელობას. მიღებული მონაცემების საფუძველზე უმჯობესდება გამოსახულების ფერების ტონები და დინამიურობის დიაპაზონი: ბნელი მონაკვეთები ხდება უფრო კაშკაშა, ფერები კი - უფრო ინტენსიური. შედეგად ეკრანზე გამოისახება უფრო მკვეთრი და კაშკაშა გამოსახულება, რომელიც მზის პირდაპირი სხივების ქვეშაც კი შესანიშნავად ჩანს.
ეკრანის გამოსახულების უხარვეზო ცვლილების და ციმციმის შესამცირებლად გამოიყენე ეკრანის განახლების სიხშირის მაღალი პარამეტრი - 120 Hz. სტანდარტულ, 60 Hz რეჟიმში ელემენტი უფრო ნელა იცლება.
საფეხური 1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ, გადადი პუნქტში „ეკრანი“ > „უხარვეზო მოძრაობა“ю
საფეხური 2. აირჩიე ეკრანის განახლების საჭირო სიხშირე.
- ადაპტირებადი: ეკრანის განახლების სიხშირის 120 Hz-მდე ავტომატური რეგულირების წყალობით, მიიღე უფრო უხარვეზო ანიმაცია და გამოსახულების მოძრაობა.
- სტანდარტული: სტანდარტულ სიტუაციებში, ელემენტის დაზოგვის მიზნით გამოიყენე ეკრანის განახლების სტანდარტული სიხშირე.
შენიშვნა:
- ადაპტირებადი რეჟიმის დაყენების შემთხვევაში, შენი მოწყობილობა ავტომატურად დაარეგულირებს ეკრანის განახლების სიხშირეს სიტუაციის და კონტენტის შესაბამისად.
- ენერგიის დაზოგვის რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში, ელემენტის მუხტის ეკონომიის მიზნით, ადაპტირებადი რეჟიმი არ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომ პირველ რიგში უნდა გათიშო ენერგიის დაზოგვის რეჟიმი.
როდესაც ეკრანის განახლების სიხშირე დაყენებულია 120 Hz-ზე, ელემენტი შეიძლება უფრო სწრაფად დაიცალოს, ვიდრე 60 Hz რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში. სმარტფონის ელემენტის უფრო ხანგრძლივად მუშაობისთვის, რეკომენდებულია ეკრანის განახლების სტანდარტული სიხშირის გამოყენება, რისთვისაც გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „ეკრანი“ > „უხარვეზო მოძრაობა“ > „სტანდარტული“.
ელემენტის მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდებულია ელემენტის ადაპტირებადი რეჟიმის დაყენება („პარამეტრები“ > „მოწყობილობის მომსახურება“ > „ელემენტი“ > „ელემენტის სხვა პარამეტრები“ >„ელემენტის ადაპტირებადი რეჟიმი“) ან იშვიათად გამოყენებული აპლიკაციების ლოდინის რეჟიმში გადაყვანა.
შენიშვნა:
- ელემენტის მუშაობის დრო დამოკიდებულია მოწყობილობის პარამეტრებზე, ექსპლუატაციის პირობებზე და დაინსტალებულ აპლიკაციებზე.
ადაპტირებადი სიკაშკაშე
გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „ეკრანი“ > და გაააქტიურე „ადაპტირებადი სიკაშკაშე“, რის შემდეგაც შენი ტელეფონი დაიმახსოვრებს სიკაშკაშის პარამეტრებს და ავტომატურად გაააქტიურებს მათ ანალოგიური განათების პირობების დროს.
დამატებითი სიკაშკაშე
გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „ეკრანი“ > და გაააქტიურე „დამატებითი სიკაშკაშე“, რის შემდეგაც შენი ტელეფონის ეკრანის სიკაშკაშე მოიმატებს შენობებში გამოყენების დროს. ეს რეჟიმი ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როდესაც გათიშულია „ადაპტირებადი სიკაშკაშის“ რეჟიმი.
შენიშვნა:
- დამატებითი სიკაშკაშის რეჟიმი ზრდის ელემენტის მოხმარების დონეს.
- თუ არ არის აუცილებელი სიკაშკაშის დონის გაზრდა, სასურველია გამორთო ის ან გამოიყენო ავტომატური სიკაშკაშის რეჟიმი.
- თუ დამატებითი სიკაშკაშის რეჟიმს ერთი და იგივე აპლიკაციაზე ან ფიქსირებული გამოსახულების მქონე ეკრანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებ, AMOLED ტექნოლოგიის თავისებურებიდან გამომდინარე, ამან შეიძლება ეკრანზე ლაქების ან გაფერმკრთალებული ზონების წარმოქმნა გამოიწვიოს.
- გამოსახულების გაფერმკრთალების ან ეკრანზე ლაქების გაჩენის შემთხვევაში, მიმართე Samsung-ის უახლოეს სერვის-ცენტრს.
შენიშვნა:
მოწყობილობის ეკრანის ანაბეჭდები და მენიუს პუნქტები შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის ან პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.