როგორ მოვძებნო Samsung Galaxy S24 სმარტფონის „გალერეაში“ შენახული ფოტოსურათები საკვანძო სიტყვების გამოყენებით
საჭირო ფოტოსურათის მოძებნა კიდევ უფრო გამარტივდა. მაშინაც კი, როდესაც არ გახსოვს, თუ როდის გადაიღე ფოტო, Samsung Galaxy S24 დაგეხმარება მის მოძებნაში საკვანძო სიტყვის ან ფრაზის მეშვეობით.
იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ მუშაობს აპლიკაცია „გალერეა“, წაიკითხე ქვემოთ მოცემული სტატია.
როგორ გამოვიყენო აპლიკაცია „გალერეას“ ძიების ფუნქცია
იმისათვის, რომ მოძებნო საჭირო ფოტოსურათი შენს სმარტფონზე, შეასრულე შემდეგი მოქმედებები:
საძიებო ველში შეიყვანე სიტყვა ან ფრაზა, რომელიც აღწერს სურათზე გამოსახულ ობიექტს ან ადგილმდებარეობას. შემდეგ შეეხე კლავიატურის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ლუპის სიმბოლოს.
ეკრანზე გამოჩნდება მთლიანი ფოტო, რომელზეც გამოსახულია აღწერილი ობიექტი.
გამოსახულების მოსაძებნად ასევე შეგიძლია გამოიყენო შემოთავაზებული კატეგორიები. ამისათვის შეეხე კატეგორიის დასახელებას - ეკრანზე გამოჩნდება ფოტოსურათები, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
შენიშვნა:
თუ შეყვანილი სიტყვით ან ფრაზით სასურველი ფოტო ვერ მოიძიე, სცადე გამოიყენო სხვა სიტყვა, რომელიც უკეთ აღწერს მოსაძებნ გამოსახულებას.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.