როგორ გამოვიყენო Quick Share ფუნქცია Samsung Galaxy სმარტფონზე
შენი Samsung სმარტფონიდან გამოსახულების, ვიდეოს ან სხვა ფაილების გასაზიარებლად, შეგიძლია გამოიყენო Quick Share ფუნქცია. Quick Share ფუნქციის მეშვეობით შეგიძლია გადაიტანო ფაილები შენს მოწყობილობებს შორის ან გაუზიარო ისინი სხვებს.
Android 14-ზე Quick Share ფუნქციას დაემატა Nearby Share ფუნქცია.
შენიშვნა:
გასაგზავნი ფაილის არჩევამდე მოწყობილობაზე ჩართე Bluetooth და Wi-Fi (Wi-Fi ქსელთან დაკავშირება საჭირო არ არის) ამისათვის გახსენი სწრაფი წვდომის პანელი და შეეხე შესაბამის ხატულებს.
თუ გაქვს რამდენიმე Samsung მოწყობილობა და მათზე დამატებულია ერთი და იგივე Samsung ანგარიში, შეგიძლია ფაილები მათ შორის გააზიარო. დააჭირე ფაილის ხატულას, რომლის მიღებაც გსურს და დაადასტურე, რომ თანახმა ხარ მიიღო ეს ფაილი.
ამავე საკითხზე:
ეს ფუნქცია განკუთვნილია მონაცემების სხვის მოწყობილობებზე გადასაგზავნად.
- თუ მიმღების სმარტფონს აქვს ფუნქცია Quick Share ან Nearby Share
1. ფაილის მიმღებმა საკუთარ მოწყობილობაზე უნდა გაააქტიუროს Quick Share ან Nearby Share ფუნქცია და Wi-Fi.
2. შენს სმარტფონზე გამოჩნდება მიმღების მოწყობილობის ხატულა — ფაილის გასაგზავნად შეეხე ამ ხატულას.
3. საჭიროა, რომ მიმღები თავის მოწყობილობაზე დაეთანხმოს ფაილის მიღებას.
ამავე საკითხზე:
სწრაფი პანელის პარამეტრებთან წვდომისთვის აუსვი ეკრანს ორი თითი ზედა მიმართულებით. შეეხე Quick Share ღილაკს.
სწრაფი გაზიარება
• ფუნქციის გასააქტიურებლად აირჩიე, თუ ვის აძლევ შენი მოწყობილობის დანახვის შესაძლებლობას: ყველას თუ მხოლოდ კონტაქტების სიაში არსებულ პირებს.
• ამ ფუნქციის გასათიშად აირჩიე ვარიანტი „არავის“.
იმისათვის, რომ ფაილების გაგზავნის შემდეგ ფუნქცია ავტომატურად გაითიშოს, მონიშნე უჯრა შემდეგი ტექსტის გვერდით „მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში“.
პარამეტრების შენახვისთვის დააჭირე ღილაკს „მზადაა“.
მოწყობილობის სახელის შესაცვლელად და Quick Share-ის დამატებითი ფუნქციების გასააქტიურებლად:
- Android 14-13 მოწყობილობაზე: გახსენი „პარამეტრები“ > „დაკავშირებული მოწყობილობები“ > „Quick Share“
- Android 12-10 მოწყობილობაზე: გახსენი „პარამეტრები“ > „დამატებითი ფუნქციები“ > „Quick Share“
- თუ მიმღების სმარტფონზე არ არის Quick Share ან Nearby Share ფუნქცია, მოწყობილობის ამოცნობა ვერ ხერხდება ან გსურს ფაილების კომპიუტერზე გაგზავნა:
დააჭირე ღილაკს „QR კოდის მეშვეობით გაგზავნა“ — სმარტფონი მოახდენს QR კოდის და ჩამოტვირთვის დროებითი ბმულის გენერირებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფაილის Quick Share სერვისის მეშვეობით ჩამოტვირთვა.
დაასკანირე QR კოდი მიმღები მოწყობილობით ან გაგზავნე ფაილის ჩამოტვირთვის ბმული. შეტყობინების პანელზე გამოჩნდება ინფორმაცია ბმულის მოქმედების დროის შესახებ. მაგალითად, „ბმული გაუქმდება 2 დღეში და 11 საათში“. ამ შეტყობინების გახსნის შემდეგ გამოჩნდება ბმულების გაცვლის ისტორია, სადაც შეგიძლია ნახო ადრე გაგზავნილი ფაილების ბმულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი დროები.
ამ შემთხვევაში ფაილის გახსნის და ჩამოტვირთვის ბმულს მიმღები SMS-ის საშუალებით მიიღებს.
- დააჭირე ღილაკს „კონტაქტის ნახვა“ ან „ყველას ნახვა“.
- სიიდან აირჩიე მიმღები.
- აპლიკაცია მოახდენს ფაილის გახსნის და ჩამოტვირთვის დროებითი ბმულის გენერირებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფაილის Quick Share სერვისის მეშვეობით ჩამოტვირთვა.
- გაგზავნილი ბმული აისახება მიმღების მოწყობილობაზე დაინსტალებული შეტყობინებების აპლიკაციის დიალოგის ფანჯარაში.
- მიმღები ბმულს SMS შეტყობინების საშუალებით მიიღებს.
შენიშვნა:
SMS შეტყობინების გაგზავნისას შეიძლება დაგეკისროს გადასახადი შენი მობილური ოპერატორის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.