როგორ გამოვიყენო AI რედაქტორი Galaxy S24 მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 17-06-2024

 

Galaxy S24 მოწყობილობის AI რედაქტორი აანალიზებს გამოსახულებას და აღადგენს მას ზომის შეცვლის, ობიექტების წაშლის ან გადაადგილების შემდეგ. მომხმარებელს ასევე შეუძლია გაზარდოს გამოსახულება, ხელოვნური ინტელექტი კი მას დაუმატებს იდეალურ ფონს და შეავსებს გამოსახულების მოჭრილ ელემენტებს, რაც გაამარტივებს ფოტოსურათის რედაქტირების პროცესს.

 

ადამიანი, რომელიც ახდენს ფოტოსურათების რედაქტირებას Galaxy S24 მოწყობილობაზე

*საბოლოო პროდუქტს დამატებული აქვს წყლის ნიშანი, რაც აღნიშნავს, რომ გამოსახულება დამუშავებულია AI რედაქტორის გამოყენებით.

როგორ გამოიყენო AI რედაქტორი

შენ შეგიძლია შეცვალო ფოტოსურათის ზომა, წაშალო ან გადაანაცვლო მასზე გამოსახული ობიექტები, AI რედაქტორის ფუნქცია კი აღადგენს გამოსახულებას და მისცემს მას მაქსიმალურად ბუნებრივ იერს.

ადამიანი, რომელიც ახდენს ფოტოსურათების რედაქტირებას Galaxy S24 მოწყობილობაზე ადამიანი, რომელიც ახდენს ფოტოსურათების რედაქტირებას Galaxy S24 მოწყობილობაზე

საფეხური 1. გახსენი აპლიკაცია „გალერეა“ > აირჩიე ფოტო.

ორი ძაღლის გამოსახულება ორი ძაღლის გამოსახულება

საფეხური 2. რედაქტირების რეჟიმში გადასასვლელად შეეხე „რედაქტირების“ სიმბოლოს.

რედაქტირების ფუნქციის მთავარი გვერდი რედაქტირების ფუნქციის მთავარი გვერდი

საფეხური 3. შეეხე „AI რედაქტორის“ ხატულას.

AI რედაქტორი გააქტიურებულია AI რედაქტორი გააქტიურებულია

საფეხური 4. ობიექტის მოსანიშნად შეეხე მას ან შემოხაზე.

რედაქტირების ფუნქციის მთავარი გვერდი რედაქტირების ფუნქციის მთავარი გვერდი

საფეხური 5. დააჭირე მასზე ხანგრძლივად, რის შემდეგაც შეძლებ მის წაშლას, გადანაცვლებას ან ზომის შეცვლას.

რედაქტირების ეკრანი რედაქტირების ეკრანი

საფეხური 6. გამოსახულების გასასწორებლად შეცვალე დახრის კუთხე > შეეხე ღილაკს „გენერირება“.

გენერირებული გამოსახულების მაგალითი გენერირებული გამოსახულების მაგალითი

საფეხური 7. შეეხე ღილაკს „მზადაა“ და შეინახე ასლის სახით.

* მომხმარებელს შეუძლია შეამციროს გამოსახულების მასშტაბი, გენერაციული რედაქტირების ფუნქცია კი ავტომატურად შეავსებს ფოტოსურათის ცარიელ სივრცეს.

* გენერირების პროცესის დასრულების შემდეგ, ამ ფუნქციამ შეიძლება შემოგთავაზოს საბოლოო პროდუქტის რამდენიმე ვარიანტი.

შენიშვნა.

AI რედაქტორის ფუნქციის გამოყენებისას, მიღებულ პროდუქტს შეიძლება დაემატოს არასასურველი ობიექტები ან ელემენტები. თუ კონტენტი ჩაითვლება შეუსაბამოდ, შეიძლება საერთოდ არ მოხდეს მისი გენერირება.

მადლობა გამოხმაურებისთვის!