როგორ გადავტვირთო გაჭედილი Samsung Galaxy სმარტფონი
თუ შენი Samsung Galaxy მოწყობილობა გამოყენების დროს აღარ რეაგირებს ბრძანებებზე ან გაიჭედა რომელიმე აპლიკაცია, ამის გამოსასწორებლად გადატვირთე მოწყობილობა.
იმისათვის რომ გაიგო, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს, წაიკითხე ქვემოთ მოცემული სტატია.
ამავე საკითხზე:
როგორ გადავტვირთო Samsung Galaxy მოწყობილობა
Samsung Galaxy მოწყობილობის სტაბილურად მუშაობისთვის და აპლიკაციების გაჭედვის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ხშირად საკმარისია უბრალოდ სმარტფონის გადატვირთვა. ამისთვის გამოიყენე გადატვირთვის ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ვარიანტი:
თუ აპლიკაცია იჭედება, თუმცა სმარტფონის სხვა ფუნქციები გამართულად მუშაობს:
საფეხური 1. დააჭირე ჩართვის ღილაკს და გეჭიროს 2 წამის განმავლობაში. ზოგიერთ მოდელზე ერთდროულად უნდა დააჭირო ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებს, ვინაიდან მხოლოდ ჩართვის ღილაკზე დაჭერა გაუშვებს ხმოვან ასისტენტს Bixby. საფეხური 2. აირჩიე პუნქტი „გადატვირთვა“ (რესტარტი). სმარტფონი გადაიტვირთება.
თუ შენს სმარტფონზე ჩართვის ღილაკზე ხანგრძლივად დაჭერის დროს ირთვება ხმოვანი ასისტენტი Bixby, ამ ფუნქციის შეცვლა შეგიძლია გამორთვის მენიუდან.
ამისათვის გახსენი „პარამეტრები“ > „დამატებითი ფუნქციები“ > „გვერდითი ღილაკი“ და Bixby-ს გაღვიძება ნაცვლად აირჩიე გამორთვის მენიუ.
ამის შემდეგ, გამორთვის მენიუს გასაშვებად საკმარისი იქნება ჩართვის ღილაკზე დაჭერა და აღარ იქნება საჭირო ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებზე ერთდროულად დაჭერა.
შენიშვნა:
ხმის რეგულირების ღილაკის და გვერდითა ღილაკის მდებარეობა შეიძლება განსხვავდებოდეს სმარტფონის მოდელის მიხედვით.
თუ სმარტფონი სრულად გაიჭედა:
თუ გაიჭედა არა მარტო აპლიკაცია, არამედ მთლიანად ეკრანი, გამოიყენე იძულებითი გადატვირთვის ფუნქცია.
ერთდროულად დააჭირე ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებს და გეჭიროს 10 წამის განმავლობაში (2014 წლამდე გამოშვებულ მოდელებში საჭიროა მხოლოდ ჩართვის ღილაკზე დაჭერა). ტელეფონი გადაიტვირთება მომენტალურად, დამატებითი გაფრთხილების გარეშე.
- თუ ეკრანზე გამოჩნდა გამორთვის და გადატვირთვის მენიუ, სცადე მოწყობილობის გადატვირთვა ეკრანზე არსებულ „გადატვირთვის“ ღილაკზე დაჭერით.
- თუ სმარტფონი არ რეაგირებს და არ ხდება გადატვირთვა, კიდევ ერთხელ დააჭირე ჩართვის და ხმის დაწევის ღილაკებს 10 წამის განმავლობაში
შენიშვნა:
თუ დიდი ხნის მანძილზე არ გადაგიტვირთავს მოწყობილობა, ეს პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს, ვინაიდან სმარტფონი დაიწყებს აპლიკაციების ოპტიმიზაციას.
თუ სმარტფონი კვლავ არ რეაგირებს გადატვირთვის მცდელობაზე:
- მოწყობილობიდან ამოიღე SIM-ბარათი და SD მეხსიერების ბარათი.
- შეაერთე ტელეფონი დამტენ მოწყობილობაზე 30 წუთით.
- შემდეგ გაიმეორე იძულებითი გადატვირთვის პროცედურა.
თუ მოწყობილობა არ რეაგირებს, საჭიროა მისი შემოწმება სერვის-ცენტრის სპეციალისტის მიერ. მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
ამავე საკითხზე:
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.