როგორ გამოვრთო აპლიკაცია Samsung Galaxy მოწყობილობებზე
ტელეფონის მეხსიერების გასასუფთავებლად და ეკრანიდან არასაჭირო აპლიკაციების ხატულების მოსაშორებლად, Samsung Galaxy მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია აპლიკაციების გამორთვის ფუნქცია.
გამორთვის შემთხვევაში აპლიკაცია რჩება სისტემაში, მაგრამ „იყინება“ - ის აღარ დაიკავებს ადგილს ოპერატიულ მეხსიერებაში და მის ხელახლა გააქტიურებამდე შეუძლებელი იქნება მისი გამოყენება.
სამწუხაროდ, ზოგიერთი აპლიკაციის გამორთვა შეუძლებელია.
თუ შეუძლებელია აპლიკაციის წაშლა ან გამორთვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებელია მოწყობილობის გამართულად მუშაობისთვის.
გაითვალისწინე, რომ გამორთვის შემდეგ აპლიკაციის ხატულა მთავარი მენიუდან გაქრება. რა თქმა უნდა შესაძლებელია აპლიკაციის კვლავ ჩართვა და ხატულაც ისევ გამოჩნდება ეკრანზე, ხოლო აპლიკაცია ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას.
როგორ გამოვრთო აპლიკაცია Android 14-11 მოწყობილობაზე
Android 14-11 მოწყობილობაზე აპლიკაციის გამოსართავად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
შენიშვნა:
თუ არ ჩანს პუნქტი „გამორთვა“ ან ის გააქტიურებული არაა, აპლიკაციის გამორთვა შეუძლებელია ან ის უკვე გამორთულია.
თუ აპლიკაცია, რომლის გამორთვაც გსურს, უკვე განახლებულია, ოპერაციული სისტემა შემოგთავაზებს ამ პროგრამის ყველა განახლების წაშლას და თავდაპირველ ვერსიაზე დაბრუნებას. ამ ქმედების გარეშე აპლიკაციის გამორთვა შეუძლებელია. აპლიკაციის ჩართვის შემდეგ შესაძლებელი იქნება უახლეს ვერსიამდე განახლება.
როგორ გამოვრთო აპლიკაცია Android 10-8 მოწყობილობაზე
Android 10, 9 და 8 მოწყობილობაზე აპლიკაციის გამოსართავად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
საფეხური 1. გახსენი „პარამეტრები“ და აირჩიე „აპლიკაციები“.
საფეხური 2. დააჭირე სამ წერტილს.
საფეხური 3. აირჩიე „სისტემის აპლიკაციების ჩვენება“
საფეხური 4. აირჩიე სასურველი აპლიკაცია.
საფეხური 5. დააჭირე ღილაკს „გამორთვა“.
საფეხური 6. დაადასტურე აპლიკაციის გამორთვა. მზადაა!
შენიშვნა:
თუ არ ჩანს პუნქტი „გამორთვა“ ან ის გააქტიურებული არაა, აპლიკაციის გამორთვა შეუძლებელია ან ის უკვე გამორთულია.
თუ აპლიკაცია, რომლის გამორთვაც გსურს, უკვე განახლებულია, ოპერაციული სისტემა შემოგთავაზებს ამ პროგრამის ყველა განახლების წაშლას და თავდაპირველ ვერსიაზე დაბრუნებას. ამ ქმედების გარეშე აპლიკაციის გამორთვა შეუძლებელია. აპლიკაციის ჩართვის შემდეგ შესაძლებელი იქნება უახლეს ვერსიამდე განახლება.
როგორ მოვძებნო გამორთული აპლიკაციები Samsung Galaxy მოწყობილობებზე
გამორთული აპლიკაციების სანახავად მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.