როგორ დავაკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობასთან ერთდროულად ორი Bluetooth მოწყობილობა
ამ სტატიაში მოცემულია რჩევები, თუ როგორ უნდა დააკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობასთან ერთდროულად ორი Bluetooth მოწყობილობა მუსიკის დასაკრავად. მაგალითად ყურსასმენები და სხვა აუდიო მოწყობილობები. სამწუხაროდ, ყველა მოდელს არ გააჩნია ამ ფუნქციის მხარდაჭერა. იმაში დასარწმუნებლად, რომ შენს სმარტფონს გააჩნია ასეთი კავშირის მხარდაჭერა, გირჩევთ შეასრულო ქვემოთ მოცემული ინსტრუქციებიდან ის საფეხურები რომელიც შეესაბამება შენს Android-ის ვერსიას.
Samsung Galaxy-ის ზოგიერთი მოდელი, რომლებსაც გააჩნიათ ამ ფუნქციის მხარდაჭერა: Samsung Galaxy S24, Samsung Galaxy S23, Samsung Galaxy S22, Samsung Galaxy S21. Samsung Galaxy Note 20, Samsung Galaxy Flip.
აუდიო მოწყობილობაზე მედია ფაილების გაშვების პარამეტრის დაყენებამდე, საჭიროა Samsung Galaxy სმარტფონს Bluetooth-ის მეშვეობით დაუკავშირო ორივე აუდიო მოწყობილობა.
Samsung Galaxy სმარტფონს დაუკავშირე ორი Bluetooth აუდიო მოწყობილობა.
ან აირჩიე დაკავშირების მეორე ვარიანტი:
შენიშვნა:
Samsung Galaxy სმარტფონთან შეგიძლია მხოლოდ ორი მოწყობილობის დაკავშირება. მესამე მოწყობილობის დაკავშირების მცდელობისას, გაითიშება უკვე დაკავშირებული მოწყობილობა. აუდიო-გაჯეტის არჩევა შეუძლებელია სატელეფონო ზარის დროს.
ინსტრუქცია Samsung Galaxy სმარტფონებისთვის, რომლებზეც დაინსტალებულია Android 14, 13, 12
შეამოწმე, აქტიურია თუ არა „Bluetooth“ ფუნქცია შენს მოწყობილობაზე
აქვე შეგიძლია დაარეგულირო თითოეული დაკავშირებული მოწყობილობის ხმის დონე.
თუ ასეთი პარამეტრი არ არსებობს, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.
ამავე საკითხზე:
ინსტრუქცია Samsung Galaxy სმარტფონებისთვის, რომლებზეც დაინსტალებულია Android 11, 10
Bluetooth-ით წინასწარ დააკავშირე სმარტფონთან სხვა ორი აუდიო-მოწყობილობა.
ამ მენიუში შეგიძლია დაარეგულირო თითოეული დაკავშირებული მოწყობილობის ხმის დონე.
ამ პარამეტრის გასახსნელად, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები.
ინსტრუქცია Samsung Galaxy სმარტფონებისთვის, რომლებზეც დაინსტალებულია Android 9
დარწმუნდი, რომ დაკავშირებულ მოწყობილობებს აქვთ მულტიმედია ფაილების ხმის გადმოცემის მხარდაჭერა.
- Bluetooth-ის პარამეტრებში დააჭირე დაკავშირებული მოწყობილობის გვერდით არსებული კბილანას სიმბოლოს.
- ჩართე „აუდიო“.
თუ ეს პუნქტი არ არის, მოწყობილობის არ შეუძლია მულტიმედია ფაილების ხმის გადმოცემა. ყველაზე ხშირად ეს ეხება მონო-Bluetooth მოწყობილობებს.
ორი აუდიო მოწყობილობის დასაკავშირებლად (ყურსასმენები, დინამიკები ან აუდიო-მოწყობილობები), შეასრულე შემდეგი საფეხურები ქვემოთ მოცემული ინსტრუქციებიდან.
შენიშვნა:
თუ მენიუში ვერ იპოვე საჭირო პუნქტები (თითოეული მოწყობილობის გვერდზე არსებული მოსანიშნი უჯრა), ეს ნიშნავს რომ შენს სმარტფონს არ გააჩნია 2 Bluetooth მოწყობილობის დაკავშირების მხარდაჭერა.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.