როგორ გავააქტიურო Super HDR ფუნქცია Galaxy S24 სმარტფონზე

ბოლო განახლების თარიღი : 11-06-2024

Galaxy S24 სერიის სმარტფონების კამერა საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ ფოტოები და ვიდეოები მაღალი კონტრასტულობის რეჟიმით — HDR (High Dynamic Range). კონტრასტულობის შესახებ ინფორმაცია კოდირებულია თავად გამოსახულებაში და არ იკარგება სოციალურ ქსელში ატვირთვის ან სხვა მოწყობილობაზე გაგზავნის დროს. თუ სხვა მოწყობილობასაც აქვს HDR ტექნოლოგიის მხარდაჭერა, შენი ფოტო ან ვიდეო მასზეც მაღალი კონტრასტულობით გამოისახება.

მაღალკონტრასტული გამოსახულება Samsung Galaxy S24 Ultra სმარტფონზე

Super HDR — ეს არის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ფოტოსურათების მაღალი კონტრასტულობით გამოსახვას Samsung Galaxy S24 მოწყობილობებზე. როდესაც ეს რეჟიმი აქტიურია, ფოტოების განათებული ზონები გამოისახება უფრო კაშკაშა და ინტენსიურია, მუქი ზონები კი ღრმა. 

ნაგულისხმევი პარამეტრებით, ეს რეჟიმი გათიშულია. ფოტოების და ვიდეოების მაღალი კონტრასტულობის რეჟიმში დათვალიერებისთვის, შეასრულე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:

გახსენი აპლიკაცია „გალერეა“. გახსენი აპლიკაცია „გალერეა“.

1. გახსენი აპლიკაცია გალერეა.

დააჭირე ღილაკს ☰ „მენიუ“ დააჭირე ღილაკს ☰ „მენიუ“

2. დააჭირე ღილაკს ☰ მენიუ (სამო ჰორიზონტალური ხაზი), რომელიც მოთავსებულია ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

გადადი აპლიკაციის „პარამეტრებზე“. გადადი აპლიკაციის „პარამეტრებზე“.

3. გადადი აპლიკაციის პარამეტრებზე.

გაააქტიურე ფუნქცია Super HDR. გაააქტიურე ფუნქცია Super HDR.

4. გაააქტიურე ფუნქცია Super HDR.

ამის შემდეგ, გალერეის აპლიკაციაში ან სოციალურ ქსელებში HDR ფორმატის მხარდაჭერის მქონე ფოტოების და ვიდეოების დათვალიერებისას, ისინი მაღალი კონტრასტულობის რეჟიმში გამოისახება.

ფოტოს გამოსახულება SuperHDR რეჟიმში და მის გარეშე

შენიშვნა:

თუ ფოტოსურათის, გამოსახულების ან ვიდეოს ფაილი არ შეიცავს HDR რეჟიმში ასახვისთვის საჭირო მონაცემებს, Super HDR რეჟიმის გააქტიურება არანაირ გავლენას არ მოახდენს გამოსახულებაზე.

მადლობა გამოხმაურებისთვის!