როგორ წავშალო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობიდან. როგორ გამოვრთო აპლიკაცია

ბოლო განახლების თარიღი : 25-03-2024

Android-ის სმარტფონებზე დაინსტალებული აპლიკაციები აგრძელებს მუშაობას ფონურ რეჟიმში, რაც იკავებს მეხსიერებას და იწვევს ელემენტის სწრაფად დაცლას.

ქვემოთ მოცემული ინსტრუქციებში აღწერილია, თუ როგორ უნდა წაშალო ან გათიშო Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული აპლიკაცია სწორად, რაც დაგეხმარება მეხსიერების და ელემენტის მუხტის დაზოგვაში.

როგორ წავშალო აპლიკაციები სწორად Android მოწყობილობიდან

ჩვეულებრივ როგორ შლიან აპლიკაციებს

თუ აპლიკაციას უბრალოდ წაშლი სმარტფონიდან, მისი მონაცემები მეხსიერებაში დარჩება. დროთა განმავლობაში მეხსიერებაში დიდი რაოდენობით მონაცემები დაგროვდება, რაც სმარტფონის შეფერხებით მუშაობას გამოიწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წაშალო არა მარტო აპლიკაცია, არამედ მისი მონაცემებიც.

შენიშვნა:

აპლიკაციების უმეტესობა მაშინაც აგრძელებს მუშაობას, როდესაც მათ არ იყენებ. რაც მეტი აპლიკაცია გაქვს დაყენებული, მით მეტად იტვირთება პროცესორი. ამის გამო ელემენტი უფრო სწრაფად იცლება და მოწყობილობა უფრო ნელა მუშაობს. არასაჭირო აპლიკაციების მიერ მოწყობილობის რესურსების მოხმარების თავიდან ასაცილებლად, სასურველია წაშალო ან გათიშო ისინი.

როგორ უნდა წაშალო აპლიკაცია სწორად

იმის გასაგებად, თუ უნდა წაშალო აპლიკაცია სწორად, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს. 

გახსენი „პარამეტრების“ მენიუ და აირჩიე პუნქტი „აპლიკაციები“ ან „აპლიკაციების დისპეტჩერი“. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ და აირჩიე პუნქტი „აპლიკაციები“ ან „აპლიკაციების დისპეტჩერი“.

საფეხური 1. გახსენი „პარამეტრების“ მენიუ და აირჩიე პუნქტი „აპლიკაციები“ ან „აპლიკაციების დისპეტჩერი“.

მოძებნე აპლიკაცია, რომლის წაშლაც გსურს. მოძებნე აპლიკაცია, რომლის წაშლაც გსურს.

საფეხური 2. მოძებნე აპლიკაცია, რომლის წაშლაც გსურს.

აირჩიე პუნქტი „მეხსიერება“ ან „საცავი“ აირჩიე პუნქტი „მეხსიერება“ ან „საცავი“

საფეხური 3. აირჩიე პუნქტი „მეხსიერება“ ან „საცავი“.

დააჭირე ღილაკს „მონაცემების წაშლა“ დააჭირე ღილაკს „მონაცემების წაშლა“

საფეხური 4. დააჭირე ღილაკს „მონაცემების წაშლა“.

დაბრუნდი უკან ისრის ღილაკის გამოყენებით. დაბრუნდი უკან ისრის ღილაკის გამოყენებით.

საფეხური 5. დაბრუნდი უკან ისრის ღილაკის გამოყენებით.

დააჭირე ღილაკს „წაშლა“ დააჭირე ღილაკს „წაშლა“

საფეხური 6. დააჭირე ღილაკს „წაშლა“.

რატომ არ ჩანს ღილაკი „წაშლა“?

თუ „პარამეტრების“ მენიუდან ვერ ახერხებ აპლიკაციის წაშლას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სისტემური ან წინასწარ დაყენებული აპლიკაცია. მის წაშლას ვერ შეძლებ, თუმცა შესაძლებელია მისი გათიშვა.

გათიშვის დროს აპლიკაცია არ იშლება, ის უბრალოდ „იძინებს“ და არ გაეშვება მანამ, სანამ ხელახლა არ მოხდება მისი გააქტიურება. 

მოწყობილობის გათიშვით შეძლებ დაზოგო ელემენტის მუხტი, მოწყობილობის მეხსიერება და ინტერნეტ-ტრაფიკი.

შენიშვნა:

  • თუ აპლიკაციის მონაცემებს არ წაშლი, ეს გამოიწვევს მეხსიერების დაბინძურებას.
  • მიზეზი არსებობს. ეს აპლიკაცია აუცილებელია მოწყობილობის ნორმალურად მუშაობისთვის.

მადლობა გამოხმაურებისთვის!