რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მიკროტალღურ ღუმელში ნაპერწკლები ჩნდება
ბოლო განახლების თარიღი : 27-11-2024
რა ხდება
მიკროტალღურ რეჟიმში მუშაობის დროს ღუმელის შიდა კამერაში ჩნდება ნაპერწკლები და ისმის ტკაცუნის ხმა.
ძირითადი მიზეზები
1
გამოიყენება ლითონის ჭურჭელი (მაგ., კოვზი, ჩანგალი და სხვ.) ან ლითონის ელემენტების მქონე ჭურჭელი.
2
გამოიყენება ალუმინის ფოლგა.
4
ზოგჯერ ტკაცუნის ხმები ჩნდება მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებული პროდუქტების (მაგ., ხორცპროდუქტების) გაცხელებისას.
რა უნდა გავაკეთო
1
დარწმუნდი, რომ მიკროტალღური ღუმელის კამერა ცარიელია.
თუ არის შესაძლებლობა, გაწმინდე მიკროტალღური ღუმელის დაბინძურებული კამერა (საკვების ნარჩენებისგან და ა.შ.).
თუ არის შესაძლებლობა, გაწმინდე მიკროტალღური ღუმელის დაბინძურებული კამერა (საკვების ნარჩენებისგან და ა.შ.).
2
შეამოწმე მიკროტალღური ღუმელის მუშაობა.
ჭიქაში ჩაასხი 100-150 მლ წყალი და მოათავსე ლანგრის ცენტრში.
ჭიქაში ჩაასხი 100-150 მლ წყალი და მოათავსე ლანგრის ცენტრში.
შენიშვნა:
- გამოიყენე მხოლოდ მიკროტალღურ ღუმელთან თავსებადი ჭურჭელი.
- ცარიელი მიკროტალღური ღუმელის ჩართვა დაუშვებელია.
3
ჩართე ღუმელი მიკროტალღურ რეჟიმში ნებისმიერ სიმძლავრეზე 1 წუთის განმავლობაში.
თუ კვლავ ჩნდება ნაპერწკლები და ისმის ტკაცუნის ხმა - მიმართე სერვის-ცენტრს:
თუ კვლავ ჩნდება ნაპერწკლები და ისმის ტკაცუნის ხმა - მიმართე სერვის-ცენტრს:
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.