რა გავაკეთო Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარიდან წყლის გაჟონვის შემთხვევაში

ბოლო განახლების თარიღი : 07-11-2024

რა მოხდა

ადგილი ჰქონდა Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარიდან წყლის გაჟონვას.

წყლის გაჟონვა Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარიდან

შესაძლო მიზეზები:

  1. კარის მექანიკური დაზიანება.
  2. მოხსნილია ზედა კალათა.
  3. ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის არაშესაფერისი სარეცხი საშუალების გამოყენება.

რა უნდა გავაკეთო

1 დარწმუნდი, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარს და კარის შუასადებს არ აქვს მექანიკური დაზიანებები.
Samsung-ის ჭურჭლის სარეცხის მანქანის კარის შუასადები

თუ ტექნიკას მექანიკური დაზიანება აქვს, სამწუხაროდ, ამ შემთხვევას გარანტია არ ითვალისწინებს. არასაგარანტიო რემონტისათვის დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.

თუ დაზიანება არ არის, გადადი შემდეგ საფეხურზე..

2 შეამოწმე, ხომ არ არის მოხსნილი ზედა კალათა. დაუშვებელია ჭურჭლის სარეხი მანქანის ჩართვა ზედა კალათის გარეშე.

ზედა კალათის მოხსნა შეიძლება მხოლოდ მისი გაწმენდის მიზნით. თუ ზედა კალათა მოხსნილია, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კარიდან წყლის გაჟონვას. ზედა კალათის მოსახსნელად აუცილებელია ზედა საფრქვეველის დემონტაჟი. ამ შემთხვევაში, რეცხვის ციკლის გაშვებისას წყლის ნაკადი მიმართული იქნება კარისკენ, რის გამოც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაჟონვას.

3 დარწმუნდი, რომ გამოყენებული სარეცხ საშუალება ჭურჭლის სარეცხი მანქანისებისთვის არის განკუთვნილი.

სხვა სარეცხი საშუალებები (მაგალითად, ჭურჭლის ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი) დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნიან, რამაც შეიძლება გაჟონვა გამოიწვიოს.

გამოიყენე ის სარეცხი საშუალება, რომელიც ჭურჭლის სარეცხი მანქანისებისთვის არის განკუთვნილი
4 შეამოწმე, არის თუ არა დარეგულირებული მანქანის კარის ზამბარის დაჭიმულობა (ჩაშენებულ მოდელებში).

დეკორატიული პანელის დამონტაჟებისას აუცილებელია კარის ზამბარის დაჭიმულობის დარეგულირება.

ითვლება, რომ კარის ზამბარის დაჭიმულობა სწორად მაშინაა დარეგულირებული, როდესაც მთლიანად გაღებული კარი ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს, მაგრამ მცირე ბიძგის შედეგად ზევით იწევა და იკეტება.

თუ დამონტაჟების დროს ზამბარა არ დარეგულირებულა, კარი შესაძლოა მჭიდროდ არ დაჯდეს ჭურჭლის სარეცხი მანქანის კორპუსზე.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო ჭურჭლის სარეცხი მანქანის მომხმარებლის სახელმძღვანელოს განყოფილებაში „დამონტაჟება“.

მომხმარებლის სახელმძღვანელოს ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია დახმარების გვერდიდან

5 შესამოწმებლად მანქანა ხელახლა ჩართე იმავე რეჟიმში, უმჯობესია თუ ამ დროს სარეცხ საშუალებას არ გამოიყენებ (ვინაიდან მიზეზი შეიძლება სწორედ მასში იყოს).
6 თუ შემოწმების დროს გაჟონვა განმეორდა, დიაგნოსტიკისთვის და რემონტისთვის მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!