რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მტვერსასრუტი ცუდად იწოვს ჰაერს
მტვერსასრუტის მიერ მტვრის ცუდად შეწოვის მიზეზი შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი. თანმიმდევრობით შეამოწმე თითოეული მათგანი.
მტვრის კონტეინერი სავსეა
შეამოწმე მტვრის ტომარა ან კონტეინერი. თუ სავსეა — დაცალე ის.
გაჭედილია შლანგი, მილი ან ჯაგრისი
შეამოწმე, ხომ არ არის გაჭედილი გოფრირებული შლანგი, ტელესკოპური მილი ან ჯაგრისი. თუ გაჭედილია — გაასუფთავე ის. ჯაგრისი და შლანგი შეგიძლია გარეცხო გამდინარე წყლის ძლიერი ნაკადით და შემდეგ კარგად გააშრო.
თუ გაწმენდის შემდეგ შეწოვის სიმძლავრე გაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ მტვერსასრუტს ყველაფერი რიგზე აქვს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ შლანგი, მილი ან ჯაგრისი არ იყო გაჭედილი ან მათი გაწმენდის შემდეგ სიმძლავრე არ გაიზარდა, შეამოწმე შემდეგი რეკომენდაციაზე.
გაიჭედა ფილტრები
მტვერსასრუტს აქვს ორი ფილტრი აქვს: შემავალი ჰაერის (მონტაჟდება ელექტრომოტორის წინ) და გამომავალი ჰაერის (მონტაჟდება ელექტრომოტორის შემდეგ). თუ რომელიმე მათგანი გაჭედილია, შეწოვის სიმძლავრე მცირდება.
სხვადასხვა მოდელებში ფილტრების დიზაინი და ადგილმდებარეობა განსხვავებულია. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მომხმარებლის სახელმძღვანელოში.
Samsung SD9480 მტვერსასრუტის შემავალი ჰაერის ფილტრის მაგალითი:
Samsung SD9480 მტვერსასრუტის გამომავალი ჰაერის ფილტრის მაგალითი:
გაითვალისწინე:
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო მტვერსასრუტი ფილტრის გარეშე.
ფილტრების მდგომარეობის შესამოწმებლად:
თუ ფილტრის ჩასმის შემდეგ შეწოვის სიმძლავრე არ შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ მტვერსასრუტს ყველაფერი რიგზე აქვს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ ფილტრის ჩასმის შემდეგ შეწოვის სიმძლავრე შემცირდა, ეს ნიშნავს რომ ფილტრი გამოსაცვლელია. შეიძინე ახალი ფილტრი.
თუ ორივე ფილტრის გარეშე მომუშავე მტვერსასრუტის შეწოვის სიმძლავრე გაიზარდა, გაწმინდე ორივე ფილტრი და ისევ ჩასვი მტვერსასრუტში. კიდევ ერთხელ შეამოწმე შეწოვის სიმძლავრე.
თუ ფილტრების ჩასმის შემდეგ შეწოვის სიმძლავრე არ შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ მტვერსასრუტს ყველაფერი რიგზე აქვს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ ფილტრების ჩასმის შემდეგ შეწოვის სიმძლავრე შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ ეს ფილტრები აღარ გამოსაცვლელია. შეიძინე ახალი ფილტრები.
მტვერსასრუტის გაუმართაობა
თუ ორივე ფილტრის გარეშე მუშაობისას შეწოვის სიმძლავრე არ გაიზარდა, ეს ნიშნავს რომ მტვერსასრუტი გაუმართავია. ამ შემთხვევაში გაუმართაობის მიზეზის დადგენა სახლის პირობებში და სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა სერვის-ცენტრის სპეციალისტის დახმარება.
სად შევიძინო ახალი ფილტრები
ახალი ფილტრების შეძენა შესაძლებელია Samsung-ის ოფიციალურ სერვის-ცენტრებში და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში.
ვერ ვპოულობ მტვერსასრუტის ინსტრუქციას ან ვერ გავერკვიე ინსტრუქციაში მოცემულ ინფორმაციაში
დაუკავშირდი Samsung-ის მხარდაჭერის სამსახურს შენთვის მოსახერხებელი საშუალებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შენს დასახმარებლად.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.