რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მტვერსასრუტი მუშაობის დროს გუგუნის ხმას გამოსცემს
ბოლო განახლების თარიღი : 12-11-2024
რა ხდება
მომატებული ხმაური ან გუგუნი Samsung-ის მტვერსასრუტის მუშაობის დროს. ადრე მტვერსასრუტი უხმაუროდ მუშაობდა.
რა უნდა გავაკეთო
1
ჩახსენი მტვერსასრუტი როზეტიდან.
2
შეამოწმე, ხომ არ არის გაჭედილი მილი, შლანგი, ჯაგრისი (თავაკი).
3
გაწმინდე ფილტრები: შემავალი და გამომავალი ჰაერის.
სხვადასხვა მოდელის მტვერსასრუტის ფილტრების გაწმენდის პროცედურა განსხვავებულია. ეს პროცედურა აღწერილია მომხმარებლის სახელმძღვანელოში, რომელიც შეგიძლია იხილო და გადმოტვირთო მხარდაჭერის ვებგვერდიდან.
4
გაასუფთავე მტვრის კონტეინერი.
აკვაფილტრის მქონე Samsung SD9480 მტვერსასრუტის მტვრის კონტეინერის მაგალითი:
5
შესამოწმებლად, ხელახლა ჩართე მტვერსასრუტი.
6
თუ მტვერსასრუტის მუშაობის დროს ხმაური (გუგუნი) ისევ ისმის, დიაგნოსტიკისა და რემონტისთვის მიმართე სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.