რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა რეცხვის დროს ჩერდება

ბოლო განახლების თარიღი : 07-11-2024

რა ხდება

Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭურჭლის რეცხვის დროს ჩერდება.

Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა რეცხვის დროს ჩერდება.

ძირითადი მიზეზები:

  • კარი არ არის მჭიდროდ დახურული.
  • წყლის წნევა დაბალია.
  • დენის ძაბვა დაბალია.
  • წყალი არ ცხელდება.
  • სენსორები (წყლის დონის, ტემპერატურის და ა.შ.) გაუმართავად მუშაობს.

რა უნდა გავაკეთო

1 დარწმუნდი, რომ კარი მჭიდროდაა დახურული. ამისათვის კარს მსუბუქად მიაჭირე ხელისგული.
2 დაელოდე ეკრანზე შეცდომის შეტყობინების გამოჩენას. შეცდომის შეტყობინება გამოჩნდება რეჟიმის გაჩერების შემდეგ 20 წუთის განმავლობაში.
ლოდინის პერიოდში კარი არ გააღო და არ დააჭირო ღილაკებს (რათა არ გაუქმდეს შეცდომის განსაზღვრის პროცედურა).
შეცდომის შეტყობინება გამოჩნდება სიმბოლოების სახით ეკრანზე ან მოციმციმე ინდიკატორების სახით მართვის პანელზე.
3 მოძებნე შენი შეცდომა მომხმარებლის სახელმძღვანელოში და შეასრულე რეკომენდაციები.

მადლობა გამოხმაურებისთვის!