რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ირთვება
ბოლო განახლების თარიღი : 07-11-2024
რა ხდება
Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ირთვება. როზეტში ჩართვის შემდეგ, ჩართვის ღილაკზე დაჭერისას, ეკრანსა და მართვის პანელზე რაიმე ნიშანი არ ჩნდება.
მიზეზები
- სახლში ელექტროენერგია გათიშულია (ან ძაბვა არასტაბილურია: მაღალია ან დაბალი).
- დაზიანებულია ელექტრომომარაგების კაბელი ან ელექტროჩანგალი.
- როზეტის ან თვით ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაუმართაობა.
რა უნდა გავაკეთო
1
დარწმუნდი, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეერთებულია ცალკე როზეტში (დამაგრძელებლების, გადამყვანების და გამანაწილებლების გარეშე).
2
დარწმუნდი, რომ ელექტრომომარაგების კაბელი ან ელექტროჩანგალი არ არის დაზიანებული.
- თუ სახეზეა მექანიკური დაზიანებები, მაგალითად გატეხილია ელექტროჩანგალი ან გაწყვეტილია ელექტრომომარაგების კაბელი, სამწუხაროდ ამ შემთხვევას საგარანტიო მომსახურება არ ითვალისწინებს. არასაგარანტიო რემონტისათვის დაუკავშირდი სერვის-ცენტრს
- თუ დაზიანება არ არის, გადადი შემდეგ პუნქტზე.
3
შეამოწმე როზეტი, რომელშიც ჭურჭლის სარეცხი მანქანაა შეერთებული. შესამოწმებლად მასში შეაერთე სხვა მოწყობილობა, მაგალითად ფენი ან ჩაიდანი.
უნდა შეამოწმო ზუსტად ის როზეტი, რომელში შეერთებისას მანქანა არ ჩაირთო, და არა სხვა როზეტი.
უნდა შეამოწმო ზუსტად ის როზეტი, რომელში შეერთებისას მანქანა არ ჩაირთო, და არა სხვა როზეტი.
- თუ ფენი (ჩაიდანი) არ ჩაირთო, დარწმუნდი, რომ სახლში არის ელექტრომომარაგება და ხომ არ არის გათიშული წრედის ამომრთველი და გადადი მე-4 საფეხურზე.
- თუ ფენი(ჩაიდანი) ჩაირთვება, გადადი შემდეგ საფეხურზე.
4
ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეაერთე სხვა როზეტში (პირდაპირ, დამაგრძელებლისა და გადამყვანის გარეშე).
თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ჩაირთო, საჭირო გახდება ტექნიკის რემონტი. დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.