რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის კარიდან წყლის გაჟონვა დაფიქსირდა
ბოლო განახლების თარიღი : 11-12-2024
რა მოხდა
სარეცხი მანქანის კარიდან წყალი ჟონავს.
მიზეზები
- კარის შუასადები დაზიანებულია
- კარის შუასადები დაბინძურებულია
- კარის შუასადებსა და მინას შორის მოყვა სარეცხი
რა უნდა გავაკეთო
1
თუ სარეცხ მანქანას აქვს დამატებითი Add Wash კარი, დარწმუნდი, რომ წყალი ნამდვილად ძირითადი კარიდან ჟონავს და არა Add Wash კარიდან.
2
შეამოწმე, ხომ არ არის დაზიანებული კარის შუასადები: ხომ არ არის გაჭრილი ან ხომ არ აქვს ამოგლეჯილი ნაწილები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ქვედა ცენტრალურ ნაწილს.
- თუ დაზიანებული არ არის — გადადი შემდეგ პუნქტზე.
- თუ დაზიანებულია — დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.
3
გაწმინდე კარის შუასადები. ხშირად მასში გროვდება ტანსაცმლის ბუსუსები, რომელიც ჭედავს სადრენაჟე ხვრელს და ხელს უშლის მანქანის წყლისგან დაცლას.
ქვემოთ სტატიაში ნახავ, თუ როგორ უნდა გაწმინდო კარის შუასადები.
ქვემოთ სტატიაში ნახავ, თუ როგორ უნდა გაწმინდო კარის შუასადები.
4
რეკომენდაციის შესრულების შემდეგ ჩართე მანქანა შესამოწმებლად. სატესტო რეცხვის დროს მანქანაში სარეცხი არ მოათავსო. ამით გამორიცხავ კარის შუასადებსა და კარის მინას შორის სარეცხის გაჭედვის ალბათობას (გაჟონვას შეიძლება კარში სარეცხის მოყოლა იწვევდეს).
- თუ გაჟონვა არ დაფიქსირდა – მანქანა გამართულად მუშაობს, შეგიძლია გააგრძელო მისი გამოყენება.
- თუ გაჟონვა კვლავ ფიქსირდება – დაუკავშირდი სერვის ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.