Samsung Electronics Co., Ltd. (შემდგომში „Samsung Electronics”, „Samsung”, ან „ჩვენ” მოცემულ დებულებაში), რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სამხრეთ კორეაში, ათვითცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა ჩვენი მომხმარებლებისთვის. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ გესმით, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას Samsung-ის ყველა მოწყობილობასა და სერვისში, მობილური ტელეფონებით დაწყებული, პლანშეტებითა და ტელევიზორებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ონლაინ სერვისებითა და სხვა პროდუქტებით დამთავრებული.

 

თუმცა, მოცემული კონფიდენციალურობის დებულება ვრცელდება ჩვენს ყველა სერვისზე, ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში, ასევე დამატებით ინფორმაციას გაწვდით კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ სერვისებთან.

 

პერსონალური ინფორმაციის მიმოხილვა

ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ უშუალოდ მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას და ინფორმაციას, თუ როგორ იყენებთ ჩვენს სერვისებს და ინფორმაციას მესამე მხარის წყაროებიდან. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას სერვისების მისაწოდებლად, რომ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს სერვისებს, რათა შევძლოთ თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება და პერსონალიზაცია, ასევე შესაბამისი აპლიკაციების, ტექნოლოგიებისა და მასალის შემუშავება ჩვენი კლიენტებისთვის. ჩვენ ასევე ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენს ინტერესებზე მორგებული პერსონალიზებული რეკლამის უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება

ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია Samsung Electronics-ის აფილირებულ კომპანიებს, ასევე კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისებს Samsung Electronics-ის სახელით. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სანდო პარტნიორ კომპანიებს, როგორიცაა მობილური სერვისის პროვაიდერები ან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტებითა და სერვისებით, ასევე პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციით, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ პერსონალური ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც ამას კანონი მოითხოვს ან Samsung Electronics-ისა და მისი მომხმარებლების ინტერესების დასაცავად.

SAMSUNG-ის კონფიდენციალურობის დებულება

  • ძალაში შესვლის თარიღი:

    ეს კონფიდენციალურობის დებულება ვრცელდება Samsung-ის ყველა მოწყობილობასა და სერვისზე, მობილური ტელეფონებიდან და პლანშეტებიდან დაწყებული ტელევიზორებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული, ჩვენი მომხმარებლის სერვისებიდან დაწყებული ონლაინ სერვისებით დამთავრებული, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ. წინამდებარე დებულებაში ამ მოწყობილობებსა და სერვისებს მოვიხსენიებთ, როგორც „სერვისებს“.

  • Samsung Electronics აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა გზით.

     

    • ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით
    • ინფორმაცია თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ
    • საჯაროდ ან კომერციულად ხელმისაწვდომი ან გაზიარებული ინფორმაცია

     

  • შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:


    • დაგეხმაროთ თქვენ ან თქვენი მოწყობილობის რეგისტრაციაში ჩვენს სერვისებზე.
    • თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისის ან ფუნქციის უზრუნველსაყოფად.
    • მორგებული შიგთავსის და პერსონალიზებული სერვისების უზრუნველყოფად, ჩვენს სერვისებზე თქვენი ადრინდელი აქტივობების საფუძველზე.
      • პერსონალიზებული და/ან განზოგადებული რეკლამით, აქციებითა და შეთავაზებებით უზრუნველყოფა, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ ჩვენ სერვისებზე, ვებსაიტებზე, მესამე მხარის ვებსაიტებზე და ონლაინ პლატფორმებზე, როგორიცაა სოციალური მედიის საიტები (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). ჩვენ გამოგიგზავნით
      •  

    • ჩვენ გავამჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას ჩვენი ბიზნესის ფარგლებში და შემდეგ სუბიექტებს, მაგრამ მხოლოდ ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის.

      • აფილიატები: Samsung Electronics-ის ჯგუფის სხვა კომპანიები, რომლებსაც ვაკონტროლებთ ან ვფლობთ.
      • ბიზნეს-პარტნიორები: პარტნიორები, ვისთანაც ვმუშაობთ. მაგალითად, შეიძლება ვითანამშრომლოთ ბანკთან, რათა შეძლოთ ჩვენი ერთ-ერთი სერვისის გამოყენება უფრო სწრაფი და ეფექტური გადახდების განსახორციელებლად. ეს ბიზნეს-პარტნიორები აკონტროლებენ და მართავენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.
      • ბიზნეს-პარტნიორები: პარტნიორები, ვისთანაც ვმუშაობთ. მაგალითად, შეიძლება ვითანამშრომლოთ ბანკთან, რათა შეძლოთ ჩვენი ერთ-ერთი სერვისის გამოყენება უფრო სწრაფი და ეფექტური გადახდების განსახორციელებლად. ეს ბიზნეს-პარტნიორები აკონტროლებენ და მართავენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.
      • სხვა მხარეები, როდესაც კანონი გვავალდებულებს ან საჭიროა სერვისების დასაცავად: მაგალითად, თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება საჭირო გახდეს კანონის, სამართლებრივი პროცესის ან სამთავრობო ორგანოების ბრძანების შესაბამისად. მათ შეიძლება ასევე მოგვთხოვონ თქვენი ინფორმაცია სამართალწესრიგის დაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული ან სხვა მიზნებისთვის, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
  • შეგიძლიათ მოგვმართოთ თქვენი პრიორიტეტების გასაახლებლად, უფლებების გამოსაყენებლად, მოთხოვნის წარსადგენად ან კითხვების დასასმელად.

    მოგვმართეთ მისამართზე: Samsung Electronics Co., Ltd. 129, Samsung-ro, Yeongtong-gu, Suwon-si, Gyeonggi-do 16677, კორეის რესპუბლიკა

    ამის გაკეთების უმარტივესი გზაა მხარდაჭერის სექციის მეშვეობით

    https://www.samsung.com/

SAMSUNG-ის კონფიდენციალურობის დებულება 

ძალაში შესვლის თარიღი:

 

ეს კონფიდენციალურობის დებულება ვრცელდება Samsung-ის ყველა მოწყობილობასა და სერვისზე, მობილური ტელეფონებიდან და პლანშეტებიდან დაწყებული ტელევიზორებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული, ჩვენი მომხმარებლის სერვისებიდან დაწყებული ონლაინ სერვისებით დამთავრებული, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ. წინამდებარე დებულებაში ამ მოწყობილობებსა და სერვისებს მოვიხსენიებთ, როგორც „სერვისებს“.

 

მნიშვნელოვანია, ხშირად შეამოწმოთ კონფიდენციალურობის დებულების განახლებები. ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ აღნიშნული კონფიდენციალურობის დებულება, სერვისებთან დაკავშირებით პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ჩვენს წესებში ან მოქმედ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ასახვის მიზნით. ჩვენ გამოვაქვეყნებთ შეტყობინებას ჩვენს ვებსაიტზე ან თქვენს მოწყობილობაში იმისთვის, რომ წინასწარ გაცნობოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და კონფიდენციალურობის დებულებაში თავში მივუთითებთ, თუ როდის განახლდა ის ბოლო დროს. კონფიდენციალურობის დებულების უახლესი ვერსია ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება აქ: https://account.samsung.com/membership/policy/privacy. ამ კონფიდენციალურობის დებულების გარდა, Samsung ასევე უზრუნველყოფს კონკრეტულ შეტყობინებებს კონფიდენციალურობის შესახებ კონკრეტულ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებსა და კონფიდენციალურობის შესახებ კონკრეტული შეტყობინების პირობებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება კონფიდენციალურობის შესახებ კონკრეტული შეტყობინების პირობებს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ?

 

Samsung Electronics აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა გზით.

 

ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით

 

ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ უშუალოდ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. მაგალითად:

 

•   როდესაც ქმნით ანგარიშს ან პროფილს, ჩვენ ვითხოვთ შემდეგ ინფორმაციას: სახელი, დაბადების თარიღი ან საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.

 •  ჩვენი პროდუქტის ან ფასიანი სერვისის შეკვეთისას თქვენი შეკვეთის დამუშავების მიზნით ჩვენ ვითხოვთ თქვენი სახელის, მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის, მიწოდების და გადახდის შესახებ ინფორმაციის მითითებას. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გადახდის ინფორმაციის შენახვა, რათა შემდეგ ჯერზე უფრო მარტივად გადახვიდეთ გადახდის ეტაპზე.

•   როდესაც თქვენ უკავშირდებით კლიენტთა მომსახურების სამსახურს, იმისათვის რომ გაგცეთ პასუხები, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას, რათა მოვახდინოთ თქვენი და იმ პროდუქტის იდენტიფიცირება, რის შესახებაც მოგვმართავთ.

•   როდესაც თქვენ მიმართავთ ჩვენს კლიენტთა მომსახურების სამსახურის თანამშრომლებს ან სხვებს, ეს გადაცემული იქნება ჩვენი სისტემების საშუალებით.

ინფორმაცია თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ

 

მოწოდებული ინფორმაციის გარდა, ჩვენ შევაგროვებთ ჩვენი სერვისების გამოყენების შესახებ ინფორმაციას თქვენს მოწყობილობებში არსებული პროგრამული უზრუნველყოფითა და სხვა საშუალებებით. ეს ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:

 

•   ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ: თქვენი მოწყობილობის აპარატურა (როგორიცაა მოდელი და მწარმოებელი) და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია (როგორიცაა ოპერაციული სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიები), IMEI ნომერი და მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები (როგორიცაა მობილური ქვეყნის კოდი, მობილური ქსელის კოდი, MAC მისამართი, IP მისამართი, სერიული ნომერი, მოწყობილობის უნიკალური ID-ები, სარეკლამო ID (მაგ. მობილური მოწყობილობებისთვის, Google AD-ის ID და Samsung-ის ვიზუალური საჩვენებელი მოწყობილობები, მათ შორის Samsung Smart TV-ები, პერსონალიზებული სერვისის ID („PSID”) და Tizen იდენტიფიკატორი რეკლამის განთავსებისთვის („TIFA”)), ტელეფონის ნომერი, გაყიდვების კოდი, წვდომის ჩანაწერი, ქუქი-ფაილები, პიქსელები და მსგავსი ტექნოლოგიები (როგორც ქვემოთ აღწერილია „ქუქი-ფაილებში, რადიოშუქურებში და მსგავს ტექნოლოგიებში”), გამოწერის ინფორმაცია და მოწყობილობების პარამეტრები, რომლებსაც იყენებთ სერვისებზე წვდომისათვის.

•   ჟურნალის ინფორმაცია: დიაგნოსტიკური, ტექნიკური, შეცდომების და გამოყენების ინფორმაცია, როგორიცაა სერვისების გამოყენების დრო და ხანგრძლივობა, თქვენს მოწყობილობებზე დაინსტალირებული სერვისები, ძებნის მოთხოვნის ტერმინები, როდესაც მოწყობილობაში ძებნის ტერმინებს შეიყვანთ Samsung-ის კონკრეტულ სერვისთან დაკავშირებით, ქუქი-ფაილებში შენახული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენს მოწყობილობაზე დავაყენეთ და შეცდომის შეტყობინებები და ბეჭდვის ჩანაწერები.

•   ლოკაციის ინფორმაცია: ინფორმაცია ახლომდებარე Wi-Fi წვდომის წერტილების, მობილური ანძების და თქვენი ცალკე თანხმობით, თქვენი მოწყობილობის GPS სიგნალის შესახებ, შეიძლება ჩვენ გადმოგვეცეს, როდესაც იყენებთ გარკვეულ სერვისებს. გარდა ამისა, გარკვეული სერვისებისთვის, საფოსტო კოდები და სავარაუდო მდებარეობები IP მისამართების გამოყენებით შეიძლება გადმოგვეცეს ჩვენ, როდესაც იყენებთ ასეთ სერვისებს.

•   ხმოვანი ინფორმაცია: თქვენი ხმის ჩანაწერები, რომლებსაც ვაკეთებთ და ვაგროვებთ ჩვენს სერვერებზე, როდესაც ამ ფუნქციას ააქტიურებთ და იყენებთ ხმოვან ბრძანებებს სერვისის სამართავად, დაცულია Bixby-ის ცალკე კონფიდენციალურობის დებულებით. ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენი ხმის ჩანაწერებს, როდესაც უკავშირდებით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების გუნდს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩვენ ვმუშაობთ მესამე მხარის სერვისის პროვაიდერთან, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების ტექსტად გარდაქმნის სერვისებს ან სატელეფონო ცენტრის სერვისებს ჩვენი სახელით, ამ პროვაიდერმა შეიძლება ასევე მიიღოს და შეინახოს გარკვეული ხმოვანი ბრძანებები ჩვენსა და სანდო მესამე მხარის სერვისის პროვაიდერს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 •   ინფორმაცია Samsung-ის კლავიატურის შესახებ: სიტყვები, რომლებსაც აკრეფთ, როდესაც ააქტიურებთ „ტექსტის კარნახს“. ეს ფუნქცია შეიძლება შემოგთავაზონ Samsung account-თან დაკავშირებით, მონაცემების სინქრონიზაციისთვის თქვენს სხვა Samsung-ის მობილურ მოწყობილობებში გამოსაყენებლად. შეგიძლიათ წაშალოთ ეს მონაცემები „ტექსტის კარნახის” პარამეტრებიდან.

საჯაროდ ან კომერციულად ხელმისაწვდომი ან გაზიარებული ინფორმაცია

 

ზოგჯერ ჩვენ ვაგროვებთ საჯაროდ ან კომერციულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან, რომლებსაც იყენებთ და ვაერთიანებთ მას სხვა ინფორმაციასთან თქვენ შესახებ, რათა უკეთ გავიგოთ თქვენი საჭიროებები, ინტერესები და პრიორიტეტები.

 

ჩვენ მიერ შეგროვებული სხვა ინფორმაცია

 

ჩვენ ასევე ვაგროვებთ სხვა ინფორმაციას თქვენ, თქვენი მოწყობილობების ან თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ, რომელიც თქვენი თანხმობით გამოგვეგზავნება. ჩვენ ვიღებთ თქვენს თანხმობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მესამე მხარის ანალიტიკა

 

კონკრეტული სერვისების საშუალებით, დროთა განმავლობაში ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას ონლაინ აქტივობის შესახებ ვებგვერდებიდან, დაკავშირებული მოწყობილობებიდან და მესამე მხარის ვებგვერდებიდან, მოწყობილობებიდან, აპლიკაციებიდან და სხვა ონლაინ ფუნქციებისა და სერვისებიდან. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის ანალიტიკურ სერვისებს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა Google Analytics და Adobe Analytics. სერვისის მომწოდებლები, რომლებიც მართავენ ამ ანალიტიკურ სერვისებს, გვეხმარებიან, გავაანალიზოთ სერვისების გამოყენება და გავაუმჯობესოთ სერვისები. მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება ან შეგროვება შეიძლება მოხდეს უშუალოდ ამ პროვაიდერებისა და სხვა შესაბამისი მესამე მხარის მიერ, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას, მაგალითად, სერვისების გამოყენების შესაფასებლად, სერვისების მართვის დასახმარებლად და ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტირებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის Google Analytics-ის შესახებ იხილეთ http://www.google.com/analytics/learn/privacy.html. და https://www.google.com/policies/privacy/partners/.

 

თქვენი ვარიანტები

 

თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა პროდუქტის ან სერვისის შეძენისას მოთხოვნილი ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება შეგიზღუდოთ გარკვეული სერვისების გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ავხსნათ ეს შეზღუდვები, როდესაც მოვითხოვთ თქვენს ინფორმაციას, რათა თქვენ შეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?

 

შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:

 

•   დაგეხმაროთ თქვენ ან თქვენი მოწყობილობის რეგისტრაციაში ჩვენს სერვისებზე.

•   თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისის ან ფუნქციის უზრუნველსაყოფად.

•   მორგებული შიგთავსის და პერსონალიზებული სერვისების უზრუნველყოფად, ჩვენს სერვისებზე თქვენი ადრინდელი აქტივობების საფუძველზე.

•   პერსონალიზებული და/ან განზოგადებული რეკლამით, აქციებითა და შეთავაზებებით უზრუნველყოფა, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ ჩვენ სერვისებზე, ვებსაიტებზე, მესამე მხარის ვებსაიტებზე და ონლაინ პლატფორმებზე, როგორიცაა სოციალური მედიის საიტები (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). ჩვენ გამოგიგზავნით პერსონალიზებულ რეკლამას, აქციებსა და შეთავაზებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მივიღებთ თქვენს თანხმობას Samsung-ისგან მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე.

•   პრომო აქციების და შემოთავაზებების უზრუნველყოფა პირდაპირი მარკეტინგის კომუნიკაციების საშუალებით (როგორიც არის push შეტყობინებები, ელფოსტა, ტექსტური შეტყობინებები), მხოლოდ თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში.

•   ჩვენი ბიზნესის საქმიანობა, შეფასება და გაუმჯობესება, მათ შორის ახალი და არსებული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება და გაუმჯობესება, ჩვენი კომუნიკაციების მართვა და გაუმჯობესება, ჩვენი სერვისებისა და მომხმარებელთა ბაზის ანალიზი (მათ შორის ბაზრის კვლევის ჩატარება, თქვენი მოსაზრების მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებზე და მომხმარებელთა გამოკითხვების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში თქვენი ცალკე თანხმობით) და მონაცემების აგრეგაცია და ანონიმიზაცია.

•   პროგრამის განახლების, სერვისების შენარჩუნების და მოწყობილობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

•   მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა, როდესაც თქვენს მოწყობილობას ახლავს საგარანტიო მომსახურება.

•   პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, როდესაც თქვენი პროდუქციის საგარანტიო მომსახურების ვადა ამოწურულია, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს IMEI-ს და სერიულ ნომერს.

•   თქვენი მოწყობილობის შეკეთების აუცილებლობის დასადასტურებლად.

•   Samsung Electronics-ის ან ნებისმიერი ჩვენი აფილირებული კომპანიის, ბიზნეს-პარტნიორის ან კლიენტის სამართლებრივი უფლებების და ინტერესების, საკუთრების თუ უსაფრთხოების დასაცავად.

•   ვუპასუხოთ თქვენს თხოვნებსა და შეკითხვებს, მათ შორის თქვენი პერსონალური ინფორმაციის შესახებ.

•   დავიცვათ, გამოვავლინოთ და თავიდან ავირიდოთ თაღლითობა და სხვა კრიმინალური ქმედებები, პრეტენზიები და სხვა პასუხისმგებლობა.

•   მოხდეს მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების, შესაბამისი ინდუსტრიული სტანდარტების და ჩვენი დებულებების, მათ შორის Samsung-ის კონფიდენციალურობის დებულების დაცვა.

•   Samsung-ში დაბრუნებული დეფექტიანი მოწყობილობის ანალიზი. Samsung იღებს ზომებს და უზრუნველყოფს, რომ ყველა დეფექტიანი მოწყობილობა გასუფთავდეს პერსონალური მონაცემებისგან ასეთი მოწყობილობების ანალიზამდე.

 

ჩვენ ვიყენებთ და ვაერთიანებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, რომელსაც ვაგროვებთ ჩვენი სერვისებიდან, მოწყობილობებიდან ან სხვა წყაროებიდან, თქვენთვის უკეთესი გამოცდილების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, შეგიძლიათ შეინახოთ გადახდის ინფორმაცია, რომელსაც იყენებდით შესყიდვისას ჩვენს ვებსაიტზე, რათა შემდგომ შესყიდვა უფრო სწრაფად განახორციელოთ. ჩვენ ასევე ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც პირდაპირ ან სხვა წყაროების მეშვეობით წარმოგვიდგენთ, როგორც აღწერილია ზემოთ, თქვენთვის პოტენციურად საინტერესო ან პერსონალიზებული მასალის უზრუნველსაყოფად.

 

თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი თქვენს ინფორმაციაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სექცია რა უფლებები გაქვთ?

არამიზნობრივი რეკლამა

 

გაითვალისწინეთ, რომ ინტერესიდან გამომდინარე ან პერსონალიზებულ რეკლამასთან დაკავშირებით („მიზნობრივი რეკლამა“) თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი არ იმოქმედებს იმაზე, მიიღებთ თუ არა რეკლამის ზოგად, ძირითად ან კონტექსტურ ტიპებს („არამიზნობრივი რეკლამა“), რომლებიც კონკრეტულად არ არის დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ აღგიწერთ კონკრეტული სერვისის მიზნობრივი რეკლამის უზრუნველსაყოფად.

 

მობილური მოწყობილობებისთვის, ინფორმაცია, რომელსაც ვიყენებთ არამიზნობრივი რეკლამის საჩვენებლად, მოიცავს აპლიკაციის შესაბამის ინფორმაციას (მაგ. აპლიკაციის პაკეტი, ვერსია, სახელი და დომენი), მოწყობილობის ინფორმაციას (მაგ. მოწყობილობის ტიპი, მწარმოებელი, ოპერაციული სისტემა, ვერსია, ჩვენების ინფორმაცია, სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, ქვეყანა და ენა) და მოწყობილობის იდენტიფიკატორებს (მაგ. IP და სარეკლამო ID). ჩვენ ვუზიარებთ ამ მონაცემებს სანდო ბიზნეს-პარტნიორებს და სანდო სერვისის პროვაიდერებს, რათა მოგაწოდოთ არამიზნობრივი რეკლამა, შესაბამისი საკონტრაქტო გარანტიების გათვალისწინებით.

 

ეს რეკლამა შეიძლება ნაკლებად აქტუალური იყოს, რადგან ის თქვენს ინტერესებს არ შეესაბამება.

ვის ვუზიარებთ თქვენს ინფორმაციას?

 

ჩვენ გავამჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას ჩვენი ბიზნესის ფარგლებში და შემდეგ სუბიექტებს, მაგრამ მხოლოდ ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის.

 

•   აფილიატები: Samsung Electronics-ის ჯგუფის სხვა კომპანიები, რომლებსაც ვაკონტროლებთ ან ვფლობთ.

•   ბიზნეს-პარტნიორები: პარტნიორები, ვისთანაც ვმუშაობთ. მაგალითად, შეიძლება ვითანამშრომლოთ ბანკთან, რათა შეძლოთ ჩვენი ერთ-ერთი სერვისის გამოყენება უფრო სწრაფი და ეფექტური გადახდების განსახორციელებლად. ეს ბიზნეს-პარტნიორები აკონტროლებენ და მართავენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

•   სერვისის მომწოდებლები: ყურადღებით არჩეული კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ მომსახურებას ჩვენთვის ან ჩვენი სახელით, როგორიცაა კომპანიები, რომლებიც გვეხმარებიან რემონტში, მომხმარებელთა საკონტაქტო ცენტრებში, მომხმარებელთა მომსახურების აქტივობებში, რეკლამაში (მათ შორის, პერსონალიზებული რეკლამა ჩვენს ვებსაიტებზე, მესამე მხარის ვებსაიტებზე, ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ მედია პლატფორმებზე), მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვების ჩატარებაში, ბილინგში ან ჩვენი სახელით ელფოსტის გაგზავნაში. ეს მომწოდებლები ასევე იღებენ ვალდებულებას, დაიცვან თქვენი ინფორმაცია.

•   სხვა მხარეები, როდესაც კანონი გვავალდებულებს ან საჭიროა სერვისების დასაცავად: მაგალითად, თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება საჭირო გახდეს კანონის, სამართლებრივი პროცესის ან სამთავრობო ორგანოების ბრძანების შესაბამისად. მათ შეიძლება ასევე მოგვთხოვონ თქვენი ინფორმაცია სამართალწესრიგის დაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული ან სხვა მიზნებისთვის, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

•   კორპორაციულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სხვა მხარეები: ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია მესამე მხარეს აქტივების შერწყმის ან გადაცემის, შეძენის ან გაყიდვის ან გაკოტრების შემთხვევაში.

•   სხვა მხარეებს თქვენი თანხმობით ან თქვენი მითითებით: წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი შემთხვევების გარდა, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე მხარეებს, როდესაც თქვენ მოგვცემთ ცალკე თანხმობას ან მოითხოვთ ასეთ გაზიარებას.

როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებას?

 

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მონაცემთა დაცვას. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ მიერ სათანადო ფიზიკური და ტექნიკური ზომები იქნა მიღებული. ჩვენ ვიღებთ სათანადო ზომებს, მოქმედი კანონის შესაბამისად, რომ უზრუნველვყოთ მესამე მხარის მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ინფორმაციის დასაცავად ჩვენი მხრიდან გადადგმული სათანადო ნაბიჯების მიუხედავად, არცერთი ვებგვერდი, ინტერნეტ-გადაცემა, კომპიუტერული სისტემა თუ უსადენო კავშირი არ არის სრულად დაცული.

 

სად ვაგზავნით თქვენს მონაცემებს?

 

თქვენ მიერ სერვისების გამოყენება გულისხმობს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, შენახვას და დამუშავებას საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აღნიშნული დებულების შესაბამისად. კერძოდ, თქვენი პერსონალური ინფორმაცია გადაიცემა კორეის რესპუბლიკაში.

 

გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ მიერ სერვისების გამოყენება შეიძლება ასევე მოიცავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, შენახვას და დამუშავებას სხვა ქვეყნებში; ასეთ ქვეყნებს შორის შეზღუდვის გარეშე შედის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ჩინეთი, სინგაპური, ვიეტნამი, ინდოეთი, კანადა, მექსიკა, ფილიპინები და იაპონია. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა იმ ქვეყნების მონაცემთა დაცვის თუ სხვა კანონები, რომლებშიც თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს, არ იყოს ისეთი სრულყოფილი, როგორიც თქვენს ქვეყანაში. ჩვენ მივიღებთ სათანადო ზომებს, მოქმედი კანონის შესაბამისად, რომ უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

 

რა უფლებები გაქვთ?

 

თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენ გეკუთვნით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ დეტალები იმის შესახებ, თუ რა შევაგროვეთ, მოგვთხოვოთ წავშალოთ ის ან გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა უფლება, რომელიც შეიძლება გქონდეთ. თუმცა, თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლის მოთხოვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენ მიერ მოწოდებულ სერვისებზე წვდომის დაკარგვა. ჩვენ არ წავშლით მონაცემებს, რომელთა შენახვასაც კანონი გვავალდებულებს.

 

თქვენს უფლებებთან დაკავშირებით მოთხოვნის ან შეკითხვის შემთხვევაში, მოგვმართეთ. იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი  მოგვმართეთ

 

  

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს ინფორმაციას?

 

ჩვენ არ ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს აუცილებელია შეგროვების მიზნებისთვის, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია განადგურდება ან წაიშლება ჩვენი სისტემებიდან, როდესაც ის აღარ იქნება საჭირო. 

 

მესამე მხარის რომელ სერვისებს ვიყენებთ?

 

ჩვენი სერვისების შიგთავსის, რეკლამისა და ფუნქციონალობის ნაწილს უზრუნველყოფენ მესამე მხარეები. მესამე მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ქუქი-ფაილები, რადიოშუქურები, თვალთვალის პიქსელები და სხვა საშუალებები თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. ეს მესამე მხარეები არ ექვემდებარებიან Samsung-ის პირდაპირ კონტროლს, ამიტომ გირჩევთ, შეამოწმოთ მათი კონფიდენციალურობის დებულებები, რათა შეიტყოთ, თუ როგორც იყენებენ ისინი თქვენს მონაცემებს.

 

ზოგიერთი აპლიკაციისა და სერვისისთვის, მათ შორის სოციალური ქსელებისთვის, ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ სისტემაში შესვლის ინფორმაციას, ასევე სხვა ინფორმაციას, რომლის მიღების უფლებასაც გვაძლევთ, როდესაც უკავშირდებით ასეთ აპებსა და სერვისებს. 

ქუქი-ფაილები, რადიოშუქურები და მსგავსი ტექნოლოგიები

 

ჩვენ, ზოგიერთ მესამე მხარესთან ერთად, როგორიცაა მასალის პროვაიდერები და რეკლამის განმთავსებლები, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, ქუქი-ფაილების, რადიოშუქურების ან პიქსელების სახელწოდებით, ისევე როგორც სხვა ინსტრუმენტები (კოლექტიური სახელწოდებით „ტექნოლოგიები“), რომლებიც ინფორმაციას თქვენი მოწყობილობიდან სერვერს გადასცემენ. ეს ტექნოლოგიები შეიძლება იყოს ჩაშენებული ონლაინ შიგთავსში, ვიდეოებსა და რეკლამებში. ისინი საშუალებას აძლევენ სერვერს წაიკითხოს გარკვეული ტიპის ინფორმაცია თქვენი მოწყობილობიდან, იცოდეს, თუ როდის დაათვალიერეთ კონკრეტული შიგთავსი და რეკლამა და განსაზღვრავს დათვალიერების დროს და ადგილს, და ასევე ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ, მათ შორის თქვენი მოწყობილობის IP მისამართს. ჩვენ და მესამე მხარეები ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა დადასტურება, რომ შიგთავსი და რეკლამა სწორად იქნა მიწოდებული და ნანახი.

 

ქუქი-ფაილები

 

ქუქი-ფაილები მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც თქვენს კომპიუტერში, ტელევიზორში, მობილურ ტელეფონში თუ სხვა მოწყობილობაში ინახავს ინფორმაციას. მათი საშუალებით სუბიექტს, რომელიც მოწყობილობაში ქუქი-ფაილებს ათავსებს, თქვენი ამოცნობა შეუძლია სხვადასხვა ვებგვერდზე, სერვისში, მოწყობილობებში და ბრაუზერის სესიებში. ქუქი-ფაილები მრავალ სასარგებლო მიზანს ემსახურებიან. მაგალითად:

 

• ქუქი-ფაილებს შეუძლიათ თქვენი ავტორიზაციის მონაცემების დამახსოვრება, ასე რომ სერვისის სისტემაში ყოველი შესვლისას, ამ მონაცემების ხელახლა შეყვანა აღარ არის საჭირო.

• ჩვენ და მესამე მხარეებს ქუქი-ფაილები ჩვენი სერვისების ყველაზე პოპულარული ნაწილების გამოვლენაში გვეხმარება, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია იმ გვერდებისა და ფუნქციების ნახვა, რომლებზეც ვიზიტორები ახორციელებენ წვდომას და რამდენ ხანს იმყოფებიან ამ გვერდებზე. ამგვარი ინფორმაციის შესწავლა გვეხმარება თქვენთვის უკეთ ადაპტირებული და გაუმჯობესებული სერვისების უზრუნველყოფაში.

• ქუქი-ფაილები ჩვენ და მესამე მხარეებს თქვენ მიერ უკვე ნანახი რეკლამის დადგენაში გვეხმარება, რათა ყოველი წვდომისას ერთი და იგივე რეკლამა აღარ იხილოთ.

• ქუქი-ფაილები, ჩვენი სერვისების და სხვა ვებგვერდებისა თუ აპების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით, ჩვენ და მესამე მხარეებს გვეხმარება, შემოგთავაზოთ შესაბამისი შიგთავსი და რეკლამა.

 

ჩვენ შეიძლება გულდასმით არჩეულ მესამე მხარეებს მივცეთ საშუალება, განათავსონ ქუქი-ფაილები ან მსგავსი ტექნოლოგიები ჩვენს სერვისებზე. მაგალითად, და შეუზღუდავად, ჩვენ ვიყენებთ Google-ის რემარკეტინგის იარლიყებს, რათა ჩვენს საცალო პარტნიორებს მივცეთ იმ პროდუქტების რეკლამირების შესაძლებლობა, რომლებიც თქვენ დაათვალიერეთ ჩვენს ვებსაიტზე. დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს Google რემარკეტინგის იარლიყები, შეგიძლიათ გაიგოთ აქ: https://www.thinkwithgoogle.com/intl/en-gb/.. გარდა ამისა, მესამე მხარეებს, როგორიცაა Facebook, შეუძლიათ განათავსონ ქუქი-ფაილები, რათა თვალყური გადევნონ შესაბამის ვებსაიტებსა და სხვა ვებსაიტებზე.

 

ჩვენ ასევე შეიძლება ვიმუშაოთ საგულდაგულოდ არჩეულ ბიზნეს-პარტნიორებთან, რათა ერთობლივად მივაწოდოთ რეკლამა. ეს შეიძლება მოიცავდეს ჩვენი ვებსაიტებიდან შეგროვებული ქუქი-ფაილების მონაცემების ჩვენი ბიზნეს-პარტნიორის მიერ შეგროვებულ მონაცემებთან გაერთიანებას. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების პრიორიტეტების გასაგებად და მომავალ სარეკლამო კამპანიებზე გავლენის მოხდენის მიზნით, მათ შორის, თუ როგორ ავირჩიოთ, ვისკენ მივმართოთ ჩვენი მარკეტინგი.

 

ჩვენ და ჩვენმა საგულდაგულოდ შერჩეულმა ბიზნეს-პარტნიორებმა შეიძლება განვათავსოთ ქუქი-ფაილები, როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ რეკლამებს ჩვენი პროდუქტებისა თუ სერვისებისთვის მესამე მხარის ვებსაიტებზე და როდესაც თქვენ აწკაპუნებთ ამ რეკლამებზე, რათა ვიცოდეთ, რომელი საიტები და რეკლამა ნახეს ჩვენს მომხმარებლებმა და რომელ რეკლამასთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ქმედებას. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პრიორიტეტები ამ ქუქი-ფაილების მიმართ მესამე მხარის საიტებზე.

 

მესამე მხარის ქუქი-ფაილები: ჩვენს სერვისებზე ასევე შეიძლება ნაჩვენები იყოს მესამე მხარის ვებგვერდის ან სერვისის შიგთავსი, რის შედეგადაც შეიძლება მოხდეს მესამე მხარის ქუქი-ფაილების შენახვა თქვენს მოწყობილობაზე. ამ მესამე მხარეებისთვის ისევე შეგიძლიათ მართოთ თქვენი პრიორიტეტები, როგორც Samsung-ის ქუქი-ფაილების შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ მართოთ თქვენი პრიორიტეტები, იხილეთ ქვემოთ. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ამ მესამე მხარის მიერ ამ ქუქი-ფაილების შენახვასა და გამოყენებას და დამატებითი ინფორმაციისთვის თქვენ უნდა მიმართოთ შესაბამისი მესამე პირების კონფიდენციალურობის დებულებას.

 

რადიოშუქურები და პიქსელები

 

როგორც ჩვენ, ისე ზოგიერთმა მესამე მხარემ, შეიძლება ასევე გამოვიყენოთ რადიოშუქურა ან პიქსელები, რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია თქვენი მოწყობილობიდან სერვერს გადაეცემა. რადიოშუქურები შეიძლება ჩაშენებული იყოს ონლაინ შიგთავსში, რეკლამებში, ვიდეოებში, თუ ელფოსტაში და ისინი სერვერს მოწყობილობიდან ინფორმაციის გარკვეული ტიპის წაკითხვაში, კონკრეტული მასალის თუ ელფოსტის შეტყობინების ნახვის ადგილის, თარიღისა და დროის, თუ მოწყობილობის IP მისამართის მიღებაში ეხმარება. როგორც ჩვენ, ისე ზოგიერთი მესამე მხარე, რადიოშუქურებს სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ, მათ შორის, ჩვენი სერვისებით სარგებლობის ანალიზისა და სხვა ინფორმაციასთან ერთად, თქვენთვის შესაბამისი მასალისა და რეკლამის უზრუნველსაყოფად.

 

სხვა ადგილობრივი საცავი

 

ჩვენ, ისევე როგორც კონკრეტულმა მესამე მხარემ, შეიძლება გამოვიყენოთ ადგილობრივი შენახვის სხვა ტექნოლოგიები, როგორიცაა ლოკალური საზიარო ობიექტები (ასევე ცნობილი, როგორც ფლეშ ქუქი-ფაილები) და HTML5-ის ადგილობრივი საცავი, ჩვენს სერვისებთან კავშირში. ეს ტექნოლოგიები ზემოთ განხილული ქუქი-ფაილების მსგავსია. ისინი ინახება თქვენს მოწყობილობებში და მათი გამოყენება თქვენი აქტივობისა და პრიორიტეტების შესახებ გარკვეული ინფორმაციის შესანახად შეიძლება. ამასთან, ამ ტექნოლოგიებს მოწყობილობების სხვა ნაწილებით სარგებლობა შეუძლია სტანდარტული ქუქი-ფაილებისგან განსხვავებით და შესაბამისად, შეიძლება თქვენ ვერ შეძლოთ მათი გაკონტროლება ბრაუზერის სტანდარტული ხელსაწყოებისა თუ პარამეტრების მეშვეობით. ინფორმაციისთვის ლოკალურად გაზიარებულ ობიექტებში შენახული ინფორმაციის წაშლის ან მათი გათიშვის შესახებ, ეწვიეთ http://helpx.adobe.com/flash-player/kb/disable-local-shared-objects-flash.html.

 

ქუქი-ფაილები ინახება არა უმეტეს იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა იმ ფუნქციის უზრუნველსაყოფად, რისთვისაც ისინი გამოიყენება. ეს განსხვავდება კონკრეტული სერვისის მიხედვით. მაგალითად, შესვლის ავტორიზაციის ქუქი-ფაილი შეიძლება შენახული იყოს უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ქუქი-ფაილი, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ მოგცეთ დაშვება დაამატოთ ნივთები საყიდლების კალათაში, როგორც სტუმარმა ჩვენს ვებსაიტზე.

 

როგორ მართოთ თქვენი პრიორიტეტები

 

იქ, სადაც ჩვენს სერვისებში ამ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი პრიორიტეტები ნებისმიერ დროს. თუმცა, ზოგიერთი ტექნოლოგია არსებითია ან აუცილებელია სერვისის გასაშვებად და მათი შეცვლა შეუძლებელია. ეწვიეთ პარამეტრებს ან ქუქი-ფაილების პრიორიტეტების მენიუს შესაბამის სერვისებზე ან თქვენს მოწყობილობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ მართოთ ეს ვარიანტები.

 

მოგვმართეთ

 

შეგიძლიათ მოგვმართოთ თქვენი პრიორიტეტების გასაახლებლად, უფლებების გამოსაყენებლად, მოთხოვნის წარსადგენად ან კითხვების დასასმელად.

 

ამის გაკეთების უმარტივესი გზაა მხარდაჭერის სექციის მეშვეობით https://www.samsung.com/.

 

მოგვმართეთ მისამართზე:

 

Samsung Electronics Co., Ltd.

129, Samsung-ro, Yeongtong-gu,

Suwon-si, Gyeonggi-do 16677, კორეის რესპუბლიკა