ხშირად ვარსკვლავებიანი ცის ფოტოები ბუნდოვანია: ირმის ნახტომის სიდიადის წარმოჩენა არ არის ადვილი. თუმცა, სწორი მოწყობილობებით და ჩვენი რჩევებით, შეგიძლიათ ვარსკვლავები ისე გადაიღოთ, რომ ყველა კადრი გამორჩეული იყოს.
დაგეგმეთ კადრი
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი სურათის გადაღება გსურთ. სად არის ირმის ნახტომი - ჰორიზონტზე მაღლა, ავსებს კადრს თუ კვეთს დიაგონალზე? კიდევ რა არის ფოტოზე? ირმის ნახტომის კარგი ფოტო ექსპერიმენტების და წარმატებული გადაწყვეტების ძიების შედეგია.
იპოვეთ ადგილი ქალაქგარეთ
ღამის ცის ფოტოების გადაღების ხელოვნებას მხოლოდ ფანრების და სხვა სინათლის დამაბინძურებლებისგან მოშორებით შეიძლება დაეუფლოთ, რომლითაც სავსეა ქალაქები. რაც უფრო შორსაა ცივილიზაცია, მით უკეთესი.
გადაწყვიტეთ, რა უნდა იყოს წინა პლანზე: რადგან იღებთ დედამიწის ზედაპირიდან, ალბათ ირმის ნახტომის გარდა კადრში სხვა რამეც მოხვდება. ეს შეიძლება იყოს არქიტექტურული ძეგლი, თვალისმომჭრელი კლდე ან დიდებული ხეები. მოძებნეთ, რა გახდის ვარსკვლავებიან ცას უფრო საინტერესოს.
შეარჩიეთ სწორი დრო
ფოტოს გადაღების დრო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადგილი. ჩვენი გალაქტიკა ყოველთვის ჩანს ღამის ცაზე, მაგრამ ირმის ნახტომი (არსებითად - გალაქტიკის ცენტრი) საუკეთესოდ ჩანს თებერვლიდან ნოემბრამდე პერიოდში. გაითვალისწინეთ, რომ მისი მდებარეობა იცვლება.
აპლიკაციები დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ, როდის და სად შეიძლება საუკეთესოდ გადაღება. მაგალითად, PhotoPills-ში არის Night AR ფუნქცია: აჩვენებს, როგორ გამოიყურება გალაქტიკის ცენტრი ცაზე კონკრეტულ დროს. სრულყოფილი კადრის გადასაღებად გამოგადგებათ უბრალო კომპასიც კი Galaxy S20-ზე და Galaxy Watch Active2 -ზე.
მთვარის შუქს შეუძლია შეამციროს თანავარსკვლავედების სიკაშკაშე: რაც ნაკლებია მთვარის შუქი, მით უკეთესი. თუ ფოტოს გადაღება გსურთ მთვარის გარეშე, გადაიღეთ ახალი მთვარის დროს.
იზრუნეთ მეგაპიქსელებზე
დაგეგმვა არ იქნება საკმარისი შესაბამისი მოწყობილობების გარეშე. შეიარაღდით სმარტფონით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ სურათები მაქსიმალური რეზოლუციით. {1} არის მეგაპიქსელების საოცარი რაოდენობა თქვენს ჯიბეში.
მივხედოთ საქმეს
გამოქვეყნებისთვის მომზადება
ბოლოს, ყველაზე სახალისო ნაწილი: რედაქტირება და სოციალურ მედიაში განთავსება. გადაღებისას შეინახეთ ფოტოები პროფესიონალურ RAW ფორმატში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ფოტოების გადაღება JPG ან PNG ფორმატებში, თუმცა ასეთ კადრებს დამუშავების ბევრად ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.
ატვირთეთ ფოტო და გაიგეთ რას ფიქრობს მთელი მსოფლიო! მონიშნეთ თქვენი Samsung ანგარიშები - მოხარული ვიქნებით თუ ვნახავთ, რომ გამოგივიდათ.
*ფოტო გადაღებულია Galaxy S20 Ultra-თი; ზოგიერთი დეტალი რედაქტირებულია, მათ შორის თეთრი ფერის ბალანსი, კონტრასტი და სიმკვეთრე.