როგორ უწყობს ხელს სმარტფონის მასალები ოკეანეებისა და გარემოს დაცვას
გავაუმჯობესეთ Samsung Galaxy-ს კომპონენტები - რათა ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე.
06.07.2022 | ~ 5 წუთი.
პლასტმასი საფრთხეს უქმნის ოკეანეებს და ზღვის ბინადრებს. საუბარია არა ბოთლებზე და ჩანთებზე, რომლებიც წყლის ზედაპირზე ტივტივებენ, არამედ გადაყრილ სათევზაო ბადეებსა და ხელსაწყოებზე. სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ოკეანეში ხვდება 640 000 ტონა სათევზაო მოწყობილობა.
შემაშფოთებელი სტატისტიკა: ყოველწლიურად ოკეანეში ხვდება 640 000 ტონა სათევზაო ბადე
სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
პლასტიკის სათევზაო ბადეები, ანუ „მოწყობილობა-მოჩვენებები“ პლანეტისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
თუ გადაყრილი სათევზაო ბადეების საკითხს არ გადავწყვეტთ, ისინი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებენ ზღვის ბინადრებს და ოკეანეების ეკოსისტემას. ბადეებში ცხოველები ეხვევიან, აზიანებენ მარჯნის რიფებს. პლასტიკის მიკროსკოპული ფრაგმენტები ხვდება ჩვენს სურსათსა და წყალში.
ახალი სიცოცხლე ძველი სათევზაო მოწყობილობებისთვის
Samsung ამცირებს ოკეანის პლასტმასით და სათევზაო ბადეებით დაბინძურებას, გადაამუშავებს მას და იყენებს პროდუქციაში, „Galaxy პლანეტისთვის" სტრატეგიის ნაწილის სახით. უსაფრთხოების სერტიფიცირების ფირმა Underwriters Laboratories-ის (UL) სასიცოცხლო ციკლის შეფასებამ დაადგინა, რომ "ოკეანის" გადამუშავებული პლასტმასის გამოყენება Samsung Galaxy მოწყობილობებში ამცირებს ნახშირორჟანგის (C02) ემისიას დაახლოებით 25%-ით, ჩვეულებრივ პლასტმასთან შედარებით¹. ვგეგმავთ, რომ 2022 წელს 50 ტონაზე მეტი გადაგდებული სათევზაო ბადე არ მოხვდეს ოკეანეებში. ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ბადეების გადამუშავების გზა Samsung Galaxy სმარტფონებში გამოსაყენებლად.
გადამუშავებულია Galaxy S22 სერიის კომპონენტებში
Galaxy S22 ჩვენი პირველი მოწყობილობაა, რომელიც დამზადებულია "ოკეანის" გადამუშავებული პლასტმასისგან. სმარტფონის ღილაკების სამაგრის მასალა და S Pen ელექტრონული კალმის კორპუსის შიდა ნაწილის 20% გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან შედგება.
ერთად ვაშენებთ ეკოლოგიურ მომავალს
ახლა იწყებ ზრუნვას პლანეტის მომავალზე? ან იქნებ, დიდი ხანია იბრძვი ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის? ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული იყავი, ჩვენ შენთან ერთად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. გადამუშავებული სათევზაო ბადეების გამოყენება Samsung Galaxy მოწყობილობებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც ვდგამთ გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. ჩვენ ვართ პირველი კომპანია დარგში, რომელმაც ამ პრობლემას ყურადღება მიაქცია და სამომავლოდ გეგმავს "ოკეანის" გადამუშავებული პლასტმასის გამოყენებას Samsung Galaxy-ს ყველა მოწყობილობაში.
ყოველდღიური ცვლილებები
მნიშვნელოვანი ზემოქმედება
გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან დამზადებული პლასტმასის შემცველი ტელეფონის არჩევით, ამცირებ პლასტმასის წარმოებას, რაც ამცირებს შენი მაღალტექნოლოგიური ცხოვრების წესის ზემოქმედებას გარემოზე. თუ თითოეული ჩვენგანი მცირე ცვლილებებს შეიტანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთად შევძლებთ, სამყარო გავხადოთ ბევრად უკეთესი და დავზოგოთ პლანეტის ბუნებრივი რესურსები.
¹ შეფასებულია Samsung Electronics-ის პარტნიორის Hanwha Compound-ის მიერ - კომპანია, რომელიც ამუშავებს Samsung Galaxy მოწყობილობებში გამოყენებულ პლასტმასს.
გააკეთე არჩევანი გარემოს სასარგებლოდ.
შეინარჩუნეთ მაღალტექნოლოგიური ცხოვრების წესი.
და ეს მოწყობილობები ხელს შეუწყობს მომავლის გამწვანებას.