Galaxy Buds3 Pro
გამოსახულება სიმულირებულია. Galaxy Buds3 Pro-ს ფერების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით. Galaxy Buds3 Pro-ს აქვს ისეთი Galaxy AI ფუნქციების მხარდაჭერა, როგორიცაა Interpreter და Live Translate, რომლებიც აქტიურდება თავსებად Samsung Galaxy მოწყობილობებთან დაწყვილებისას. Galaxy AI ფუნქციების ხელმისაწვდომობა განსხვავდება მოწყობილობის მოდელის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე გვერდს: samsung.com.
Galaxy AIis here
Galaxy AI აქ არის შენს უახლეს Galaxy Buds3 Pro-სთან ერთად.
განაახლე შენი მოსმენის გამოცდილება. მოისმინე თითოეული ნოტი იდეალური სიზუსტით 24-bit კოდეკისმეშვეობით ჩვენიGalaxy Buds-ის უპრეცედენტო ორმაგი გამაძლიერებელი საშუალებას მოგცემს მინიმუმამდე შეამცირო ხმის დამახინჯების შანსი. მაქსიმალურად მკაფიოდ აღიქვი ყველაზე მცირე დეტალებიც კი 2-არხიანი დინამიკის მეშვეობით — პლანარული ტვიტერი, პირველად Galaxy Buds-ზე. გააუმჯობესე შენი მოსმენის გამოცდილებაGalaxy AI-თ გაუმჯობესებული ხმის კონტროლისა და რეალურ დროში თარგმნის ფუნქციებით. იხილე შენი Buds -ის განახლებული დიზაინი. , ,
ერგონომიული დიზაინი იდეალური ხმისთვის
გამოსცადე ჩვენი უახლესი დიზაინის ყურსასმენები, რომლებიც შექმნილია ოპტიმალური აუდიო კონტენტისთვის. ჩვენს განახლებულ Galaxy Buds3 Pro ყურსასმენებს აქვს პატარა, დახრილი თავები, რომლებიც კომფორტულად თავსდება ყურებში და აუმჯობესებს აუდიო კონტენტის მოსმენის გამოცდილებას, ხოლო Blade Lights გაძლევს თვითგამოხატვის შესაძლებლობას. blade დიზაინის ხაზგასასმელად გამოყენებულია პრიალა ქეისი გამჭვირვალე საფარით და ნაზი ტალღოვანი ფორმით. ქეისს აქვსUSB-C სადენის შესაერთებელი და უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. , , ,
ჩანს ვერცხლისფერი Galaxy Buds3 Pro ყურსასმენები დახურულ ქეისში, რომელიც იხსნება. გახსნის შემდეგ ყურსასმენები ამოდის ქეისიდან, ირთვება Blade Lights და დაფრინავს ქეისის თავზე.
მარტივი კონტრილი შენი თითებით
აკონტროლე შენი ყურსასმენები მარტივი ჟესტების მეშვეობით, შენი სმარტფონის ჯიბიდან ამოღების გარეშე. თითის სწრაფად გასმის შემთხვევაშიც კი შეგიძლია არ იღელვო, რომ Galaxy Buds3 Pro ყურიდან გამოვარდება.
ხმისა დასარეგულირებლად.
შეგიძია ჩართო და დააპაუზო ან დიდხანს
დააჭირო და გახსნა შენი რჩეული აპლიკაცია.
ჩანს ერთი ცალი Galaxy Buds3 Pro ყურსასმენი, რომლის Blade-ზეც თითის გასმით ხდება კონკრეტული ქმედების შესრულება.
თითოეული ნოტი მკაფიო ჟღერადობით
გაუმჯობესებული 2-არხიანი დინამიკის წყალობით შეიგრძენი თითოეული ბგერა - დაწყებული ღრმა ბასების გუგუნით და დამთავრებული მკაფიო მაღალი სიხშირის ბგერების წკრიალით. ჩვენი ინოვაციური ორმაგი გამაძლიერებლის მეშვეობით მოისმინე ინსტრუმენტების ვიბრატოს მაქსიმალურად სუფთა ბგერები.
-
Dual Amplifier
ვუფერის და ტვიტერის დამოუკიდებლად კონტროლის ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, Galaxy Buds3 Pro ამცირებს ინტერფერენციას დინამიკებს შორის, რაც უზრუნველყოფს ბგერების უფრო ფართო დიაპაზონს და სიხშირეებს შორის ბალანსს. ,
-
გაუმჯობესებული 2-არხიანი დინამიკი
აღმოაჩინე ორკესტრის ბგერების ჰარმონია — ვუფერი გთავაზობს ვიოლონჩელოს ბასის სრულყოფილ ჟღერადობას, ხოლო პლანარული ტვიტერი გადმოსცემს სიმების ნაზ ხმას — ორივე ერთად კი გავსებს დაუვიწყარი ემოციებით და საშუალებას გაძლევს შეიგრძნო უმცირესი დეტალები, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა. ,
Stunning,
სტუდიის ხარისხის ხმა
შენი Galaxy Buds3 Pro საშუალებას გაძლევს მოუსმინო მუსიკას ხმის ჩამწერი სტუდიის ხარისხით. Samsung Seamless კოდეკი უზრუნველყოფს 24bit/96kHz-მდე პარამეტრების აუდიო კონტენტის შეკუმშვას და კოდირებას. შემდეგ კოდეკი Galaxy Buds3-ში ახდენს ამ კონტენტის დეკოდირებას პარამეტრების 24bit / 96kHz-ზე შენარჩუნებით, რისი წყალობითაც შეგიძლია მოუსმინო მაქსიმალურად მკაფიო და რეალისტურ ხმას. ,
Seamless კოდეკი
Galaxy AI შენი სურვილისამებრ არეგულირებს ხმას
შექმენი მუსიკის პერსონალური სამყარო Galaxy AI-თ მხარდაჭერილი Adaptive EQ/Adaptive ANC ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენი AI-თ მხარდაჭერილი ალგორითმი რეალურ დროში აანალიზებს შიდა და გარე მიკროფონით დაფიქსირებულ ბგერებს, რა დროსაც ითვალისწინებს ყურის ფორმას და ყურსასმენის ტარების ჩვევებს. შემდეგ Galaxy AI ახდენს აუდიო კონტენტის ოპტიმიზაციას, რისთვისაც მაღალი სიზუსტით აკორექტირებს ხმას ყურზე მორგებული ყურსასმენის მდგომარეობის გათვალისწინებით. ,
Adaptive Noise Control. არ გამოგრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი
არ გამორთო შენი Galaxy Buds3 Pro და გააგრძელე შენს ირგვლივ არსებულ გარემოსთან კომუნიკაცია. Galaxy AI-ს მეშვეობით, Galaxy Buds3 Pro ინტუიციურად აფიქსირებს და ახდენს არასაჭირო ხმაურის ჩახშობას. შემდეგ ის ახდენს შენი აუდიო გამოცდილების ოპტიმიზებას ANCდა Ambient რეჟიმების დაბალანსებით, რათა მოარგოს ის შენს ირგვლივ არსებულ გარემოს. ასე რომ შეგიძლია შეუფერხებლად უსმინო შენს რჩეულ მელოდიებს. , , , ,
გვერდის ცენტრალურ ნაწილში ვხედავთ ვერცხლისფერ Galaxy Buds3 Pro ყურსასმენს, მისკენ სპირალური ტრაექტორიით მიემართება დიდი ზომის ნაწილაკები. შემდეგ გამოისახება ყურსასმენის მარჯვენა მხარე, სადაც ნაწილაკები აღარ ჩანს. ნაწილაკები და სპირალი ქრება და ჩანს ერთი ცალი Galaxy Buds3 Pro ყურსასმენი, თითოეულ მხარეს ორი გამოსახულებით.
- ხმაური
Adaptive Noise Control ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია გარედან შემოსული არასასურველი ხმაურის - მაგალითად ავტომობილების ხმის დაბლოკვა. შეგიძლია ისიამოვნო იდეალურად დაბალანსებულიANC და Ambient ხმებით და ფოკუსირება მოახდინო იმაზე, რისი მოსმენაც გსურს.
- საუბარი
გააგრძელე საუბარი და Voice Detect ფუნქცია ავტომატურად ჩართავს/გამორთავს ANC და Ambient რეჟიმებს — ამის წყალობით შენ გარკვევით გაიგონებ თანამოსაუბრის ლაპარაკს შენი Galaxy Buds3 Pro-ს მოხსნის გარეშე.
- სიგნალი/სირენ
მშვიდად უსმინე შენს პლეილისტს Siren Detect. ფუნქციის მეშვეობით Galaxy Buds3 Pro ბლოკავს გარედან შემოსულ არასასურველ ხმაურს, გარდა სიგნალების და სირენებისა, რომელთა გაგებაც აუცილებელია მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
დაივიწყე ენობრივი ბარიერები AI ფუნქციის მეშვეობით
Galaxy AI-ს დახმარებით შენ შეძლებ გაუგო მთელს სამყაროს. იხილე ნათარგმნი კონტენტი შენს Samsung Galaxy სმარტფონზე და ამავდროულად მოისმინე რეალურ დროში ნათარგმნი დიალოგი შენი Galaxy Buds3 Pro-ს მეშვეობით. გაიგე, თუ რას ნიშნავს ენობრივი ბარიერების გარეშე ცხოვრება. , , , , , ,
Hola. todos La lección de hoy será sobre la inflación.
Hello. everyone Today’s lesson will be about inflation.
დიალოგის რეჟიმზე გადასვლისთვის, მოათავსე სმარტფონის მიკროფონი თანამოსაუბრის მიმართულებით, სწრაფად შეეხე შენს Galaxy Buds3 Pro-ს და რეალურ დროში მოუსმინე დიალოგის თარგმანს.
აპლიკაციის გახსნის შემდეგ Interpreter ფუნქცია გააქტიურდება ბოლოს გამოყენებულ რეჟიმში.
უწყვეტი სინერგია
PC Auto Switch-ით
PC Auto Switch Galaxy Buds3 Pro-ზე ამოიცნობს აუდიო აქტივობას და ახდენს კავშირის გადამისამართებას შენს რჩეულ Samsung Galaxy მოწყობილობებზე, რათა შეძლო შეუფერხებლად მუშაობა და თამაში. ,
From left to right is a Samsung Galaxy Book laptop, Galaxy Buds3 Pro and Z Fold6. A call from the Z Fold6 appears on the Samsung Galaxy Book laptop. After answering the call on Z Fold6, PC Auto Switch changes the Galaxy Buds3 Pro audio output from the laptop to the smartphone.
გაუზიარე შენი აუდიო კონტენტი შენს გარშემო მყოფებს Auracast-ის მეშვეობით
Auracast ტექნოლოგიის მეშვეობით შეგიძლია განახორციელო შენი აუდიო კონტენტის სტრიმინგი ნებისმიერი რაოდენობის მოწყობილობაზე. მარტივად აქციე შენი Samsung TV, Samsung Galaxy სმარტფონი ან პლანშეტი რადიო გადამცემად და დაამყარე კომუნიკაცია სხვებთან. , , , ,
მოიპოვე სულიერი სიმშვიდე
Mindfulness ყოველდღიური პრაქტიკას საჭიროებს. ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლია გაჩნდე მშვიდ სამყაროში, რაშიც დაგეხმარებაCalm-ის მიერ მოწოდებული აპლიკაცია Samsung Health. მოიხსენი სტრესი დამამშვიდებელი მელოდიებით და ბუნების ხმებით, გაიუმჯობესე კონცენტრაცია თეთრი ხმაურით ან განიტვირთე ASMR ხმებით, რაც დაგეხმარება გახდე უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი. , , , ,
Z Fold6 ღიაა Galaxy Buds3 Pro ყურსასმენით მარჯვნივ და Samsung Health და Calm აპლიკაციის ხატებით ქვედა ნაწილში. უკანა მხარეს არის ოფისის გამოსახულება, რომელიც იცვლება ბუნების 5 სურათზე, როდესაც Mindfulness აპლიკაცია გაიხსნება. მარცხნიდან მარჯვნივ არის ხეები, მდინარე, წვიმის წვეთები, პალმები და კოცონი.
(24bit / 96kHz)
(24bit / 96kHz)
(24bit / 96kHz)
(გამორთული ANC)
6,0/26 სთ-მდე
(ჩართული ANC)
(გამორთული ANC)
5,0/24 სთ-მდე
(ჩართული ANC)
(გამორთული ANC)
6,0/21 სთ-მდე
(ჩართული ANC)
- გამოსახულებები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით
- Interpreter ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. მხარდაჭერილი ენების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს.
- აუდიო თარჯიმნის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როდესაც გიკეთია Buds, რომელიც დაკავშირებულია Samsung Galaxy სმარტფონთან. Interpreter ფუნქცია უშუალოდ Buds-ში არ არის ინტეგრირებული. თუ Budsარ არის ხელმისაწვდომი, ნათარგმნი კონტენტი გამოჩნდება შენი Samsung Galaxy სმარტფონის ეკრანზე
- Blade Lights ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung-ის Galaxy Buds3 Pro-ზე.
- პარამეტრებიდან შესაძლებელია კონკრეტული Blade Light რეჟიმების კონფიგურაცია.
- უმაღლესი ხარისხის აუდიო 24bit/96kHz-მდე პარამეტრებით ხელმისაწვდომია Galaxy S24 series, S23 series, Z Fold6, Z Flip6, Z Fold5, Z Flip5 დაTab S9 series მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობს One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე. სამომავლოდ შეიძლება დაემატოს სხვა მოწყობილობების მხარდაჭერა.
- ნაგულისხმევი პარამეტრებით, Adaptive Noise Control, Voice Detect და Siren Detect ფუნქციები გამორთულია და მათი კონფიგურაცია შესაძლებელია Galaxy Wearable აპლიკაციაში.
- Adaptive Noise Control, Voice Detect და Siren Detect ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy Buds3 Pro-ზე.
- გამოსახულებები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. პროცესი შემოკლებული და სიმულირებულია. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს.
- Galaxy AI ფუნქციები მხარდაჭერილია Galaxy S24 სერიის სმარტფონებზე Galaxy S23 სერიის სმარტფონებზე, Galaxy Z Fold5 სერიის სმარტფონებზე, Galaxy Z Flip5 სერიის სმარტფონებზე, Galaxy S23 FE, Galaxy S22 სერიის სმარტფონებზე, Galaxy Z Fold4 series and Galaxy Z Flip4 სერიის სმარტფონებზე, 2024 წლის მაისის მონაცემებით
- ფერების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.
- კომპლექტში შედისGalaxy Buds3 Pro, დამუხტვის ქეისი, სამი წყვილი ყურსასმენის თავი ორივე ყურისთვის (S, M(სტანდარტული) და L ზომები), USB კაბელი და გამოყენების მოკლე ინსტრუქციები.
- Galaxy Buds3 Pro არის პირველიGalaxy Buds, რომელსაც აქვს 2-არხიანი დინამიკი, პლანარული ტვიტერი და ორმაგი გამაძლიერებელი.
- უმაღლესი ხარისხის აუდიო 24bit/96kHz-მდე პარამეტრებით ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის სმარტფონებზე, S23 სერიის სმარტფონებზე, Z Fold6 , Z Flip6, Z Fold5, Z Flip5 და Tab S9 სერიის მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობს One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე. სამომავლოდ შეიძლება დაემატოს სხვა მოწყობილობების მხარდაჭერა.
- Samsung AI-ს ზოგიერთი ფუნქციის გამოყენებისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია.
- Samsung არ გასცემს რაიმე დაპირებას, გარანტიას ან მტკიცებულებას AI ფუნქციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის და სანდოობის შესახებ.
- Galaxy AI ფუნქციები 2025 წლის ბოლომდე უფასოდ იქნება მიწოდებული Samsung Galaxy მოწყობილობებზე. მესამე მხარის მიერ მოწოდებული AI ფუნქციებისთვის შეიძლება მოქმედებდეს განსხვავებული პირობები.
- ნაგულისხმევი პარამეტრებით ANC(Active Noise Canceling) ფუნქცია ჩართულია.
- „ნაგულისხმევი პარამეტრი“ გულისხმობს Galaxy Buds3 Pro-ს საწყის პარამეტრს, რომელიც დაყენებულია მოწყობილობის გამოშვებისას და პირველად ჩართვისას.
- მოწყობილობები იყიდება ცალკე.
- Galaxy AI ფუნქციების სათანადოდ გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს Samsung Galaxy მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიამდე განახლება.
- ცერი და საჩვენებელი თითის გასმის და დაყოვნების ჟესტი ნაგულისხმევი პარამეტრებით დაყენებულია „ხმაურის კონტროლის“ ფუნქციაზე. Interpreter ფუნქციის მოსმენის რეჟიმზე გადასაყვანად საჭიროა პარამეტრების კონფიგურაცია Galaxy Wearable აპლიკაციაში
- 360 Audio ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ Samsung Galaxy სმარტფონებსა და Galaxy Tab მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობს Android One UI 3.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ასევე Samsung TV-ის კონკრეტულ მოდელებზე. მხარდაჭერილია Samsung TV-ის შემდეგი მოდელები: Neo QLED 8K (QN900D, QN800D), Neo QLED 4K (QN95D, QN90D, QN87D, QN85D) OLED (S95D, S90D, S85D), QLED (Q80D, Q70D). 360 Audio-ს და თავის მოძრაობის კონტროლის ფუნქციის მხარდაჭერა შესაძლოა განსხვავდებოდეს აპლიკაციის და კონტენტის მიხედვით.
- Direct Multi-channel ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ Samsung Galaxy სმარტფონებსა და Galaxy Tab მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობს Android One UI 4.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე.
- Auto Switch ხელმისაწვდომია მხოლოდ One UI 6.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy Book სერიის მოწყობილობებზე, One UI 4.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონებზე და Galaxy Tab მოწყობილობებზე და Galaxy Watch4 სერიის ან უფრო ახალ მოწყობილობებზე. Samsung Galaxy მოწყობილობებზე Auto Switch ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Samsung-ის ტელევიზორების Auto Switch ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ 2022 წლის თებერვალში ან შემდგომ გამოშვებულ Samsung TV-ებზე, firmware-ის 2022 წლის ივლისის განახლების ინსტალაციის შემდეგ. ტელევიზორებზე Auto Switch ფუნქციით შესაძლებელია მხოლოდ სატელეფონო ზარების განხორციელება ან ზარებზე პასუხი.
- Auracast Source ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე, Android One UI 6.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე პლანშეტებზე და ტელევიზორების კონკრეტულ მოდელებზე. მხარდაჭერილი Galaxy სმარტფონების და პლანშეტების მოდელებია: S24+, S24, S24 Ultra, Galaxy Z Flip6, Galaxy Z Fold6,Galaxy Z Flip5, Galaxy Z Fold5, S23+, S23 (FE edition-ის გარდა), S23 Ultra, Tab S9+, Tab S9+ 5G, Tab S9, Tab S9 Ultra, Tab S9 Ultra 5G, Tab S9 FE+, Tab S9 FE+ 5G, Tab S9 FE, Tab S9 FE 5G და Tab S9 5G. მხარდაჭერილია ტელევიზორების შემდეგი მოდელები: 2024 NeoQLED 8K QND800, QND900, 2023 Neo QLED 8K და 2023 MICRO LED მოდელები.
- Auracast Assistant ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე და Android One UI 5.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე პლანშეტებზე. მხარდაჭერილია Galaxy სმარტფონების და პლანშეტების შემდეგი მოდელები: S24+, S24, S24 Ultra, S23+, S23, S23 Ultra, Z Fold6, Z Flip6,Z Fold5, Z Flip5, Z Fold4, Z Flip4, A54 5G, A55 5G, M54 5G, Tab S9+, Tab S9+ 5G, Tab S9, Tab S9 Ultra, Tab S9 Ultra 5G, Tab S9 FE+, Tab S9 FE+ 5G, Tab S9 FE, Tab S9 FE 5G, Tab S9 5G და Tab Active 5G.
- Auracast-თან 2 ან მეტი მოწყობილობის დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ Samsung Galaxy მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში.
- Auracast-ის მეშვეობით განხორციელებული აუდიო სტრიმინგის ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს აპლიკაციის, ქსელის პარამეტრების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- ხმოვანი ბრძანებების ფუნქციას შეუძლია ამოიცნოს მხოლოდ ფიქსირებული რაოდენობის ბრძანებები და აქვს მხოლოდ კორეული და ინგლისური ენების მხარდაჭერა.
- ბრძანებების გაცემა შესაძლებელია პარამეტრების შეყვანის დროს მითითებულ ან ამჟამად გამოყენებულ ენაზე და მისი კონფიგურაცია შეიძლება ენის პარამეტრებიდან
- სამომავლოდ შეიძლება დაემატოს სხვა ენების მხარდაჭერა.
- ზოგიერთ კონტენტთან წვდომისთვის შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი საფასურის გადახდა. Samsung Health ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია.
- როდესაც ჩართულია/გამორთულია ANC ფუნქცია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი მუშაობს 30 სააათამდე. მონაცემები ეფუძნება შიდა ტესტირებას. მოსმენის დროის ტესტირება ჩატარებულია Galaxy Buds3 Pro-ს გამოშვების წინა ვერსიისგამოყენებით, რომელიც დაწყვილებულია ახლახან გამოშვებულ Galaxy სმარტფონთან ნაგულისხმევი პარამეტრებით. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე, პარამეტრებზე, დამუხტვების რაოდენობაზე, Bluetooth სიგნალის სიმძლავრეზე და სხვა ფაქტორებზე. „მოსმენის დრო“ აღნიშნავს ტელეფონთან დაკავშირებული Galaxy Buds3 Pro-ს მეშვეობით სტრიმინგ-მუსიკის მოსმენის დროს. მოსმენის რეალური დრო დამოკიდებულია პარამეტრებზე.
- IP57 რეიტინგი ეფუძნება ლაბორატორიულ ტესტირებას, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის მოთავსება მტკნარ წყალში 1 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში.
- არ არის რეკომენდებული პლაჟზე ან აუზზე გამოყენება. დამუხტვის ქეისი არ არის წყალგამძლე. ყურსასმენების დაზიანების შემთხვევაში მისი წყალგამძლეობა ვერ იქნება გარანტირებული. გამოყენებამდე ან ქეისში მოთავსებამდე სველი ყურსასმენები სათანადოდ უნდა გაამშრალო, ასევე არ შეეხო ყურსასმენებს სველი ხელებით. სველი ყურსასმენების დამუხტვის ქეისში მოთავსებამ შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს.
- მოწოდებული დამუხტვის ქეისი განკუთვნილია მხოლოდ Galaxy Buds3 Pro-ს დამუხტვისთვის.
- Galaxy Wearable აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ იმ სმარტფონებზე, რომლებიც მუშაობს Android 10.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე და აქვთ მინიმუმ 1,5GB თავისუფალი მეხსიერება.
- ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე, პარამეტრებზე, დამუხტვების რაოდენობაზე, Bluetooth სიგნალის სიმძლავრეზე და სხვა ფაქტორებზე.
- სირენის აღმოჩენისას Ambient sound ავტომატურად ჩაირთვება. თუ სირენა ხანმოკლეა ან უფრო ჩუმია, ვიდრე ფონური ხმაური, ის შეიძლება არ იყოს გამოვლენილი. მიუხედავად იმისა, რომ Siren Detect შეიძლება იყოს გამოსადეგი საგანგებო სიტუაციებში, თქვენი უსაფრთხოება არ არის გარანტირებული.
- ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ენის, ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით.
- Galaxy Wearable აპში Mindfulness ფუნქციის გამოსაყენებლად, Samsung Health აპი უნდა ჩამოიტვირთოს.
- სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით.
მახასიათებლები
-
Bluetooth ვერსია Bluetooth v5.4
-
სენსორები აქსელერომეტრი, გიროსკოპი, Hall სენსორი, წნევის სენსორი, მანძილმზომი სენსორი, შეხების სენსორი, ხმის ვიბრო აღმქმნელი
-
ყურსასმენის წონა 5.4
მხარდაჭერა
იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით
ხშირად დასმული კითხვები
- რით განსხვავდება Galaxy Watch7 წინა მოდელებისგან
- როგორ გამოვიყენო Samsung Galaxy Ring
- როგორ გავიგო Samsung-ის მოწყობილობის დამზადების (წარმოების) თარიღი
- როგორ განაახლოთ firmware On Samsung Galaxy wearables (Watch, Buds, Fit)
- როგორ დავაკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობასთან ერთდროულად ორი Bluetooth მოწყობილობა
{{family.currentModel.displayName}}
{{family.currentModel.modelCode}}
Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price before: {{model.prices.priceDisplay}}
-
{{summary.title}}
-
{{summary.title}}
შეადარე მოდელები
შეადარე მსგავს მოწყობილობებს