Galaxy Buds FE

SM-R400NZWACIS

აირჩიე ფერი

ფერი :
  • ღია Graphite Galaxy Buds FE ჩანთა ორი გრაფიტის კვირტით შიგნით. ღია Mystic White Galaxy Buds FE ყუთი შიგნით ორი Mystic White კვირტით.
    ერგონომიული კომფორტი
  • ქალს მარცხენა ყურში Galaxy Buds FE აცვია. მისი სახე მოქცეულია ტალღის მსგავსი ხაზების წრეში, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყურსასმენების ხმაურის ჩაქრობის აქტიურ ფუნქციას.
    გამოეთიშე სამყაროს მძლავრი ANC-ის მეშვეობით
  • Galaxy Buds FE-ის შიდა მექანიკა ახალი ცალმხრივი დინამიკის ხაზგასასმელად. ხაზები აღნიშნავს სად მდებარეობს 2 გარე მიკროფონი და 1 შიდა მიკროფონი.
    ბასის მაღალი ჟღერადობა
  • Galaxy Buds FE-ის დახურული ყუთი ბატარეის გამოსახულებით ტექსტით დაკვრის დრო 30 საათი.
    ელემენტის გამძლეობა 30 საათის განმავლობაში

Galaxy AI აქ არის

გააუმჯობესე შენი Galaxy AI გამოცდილება Galaxy Buds2 FE-ს მეშვეობით, ახლა თარჯიმანი მუდამ გვერდით გყავს. დააკავშირე Galaxy Buds2 FE შენს Samsung Galaxy სმარტფონთან და გაააქტიურე თარგმანის ფუნქციები. შეიძინე მეგობრები პირისპირ ან ტელეფონით საუბრისას და არ იდარდო ენობრივ ბარიერზე.

დატოვე Galaxy Buds FE შენს Samsung Galaxy სმარტფონთან დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც გჭირდება Interpreter აპლიკაციის გამოყენება.

Interpreter აპლიკაციის GUI-ების ნახვა შესაძლებელია ეკრანზე გამოსახული თარგმნილი ინგლისური და ესპანური ტექსტებით. GUI-ებს შორის არის ტექსტი და ხატულები, რომლებიც აღნიშნავს ორმხრივ თარგმანს მოსაუბრის ტელეფონისა და Galaxy Buds FE-ს გამოყენებით. Interpreter აპლიკაციის GUI-ების ნახვა შესაძლებელია ეკრანზე გამოსახული თარგმნილი ინგლისური და ესპანური ტექსტებით. GUI-ებს შორის არის ტექსტი და ხატულები, რომლებიც აღნიშნავს ორმხრივ თარგმანს მოსაუბრის ტელეფონისა და Galaxy Buds FE-ს გამოყენებით.
მოუსმინე თარგმანს ყურსასმენების მეშვეობით, ხოლო მეორე ადამიანი შეძლებს საუბრის მოსმენას დაწყვილებული სმარტფონის დინამიკის მეშვეობით.

Live Translation ზარის დროს Galaxy Buds2 FE-ს მიკროფონები მარტივად ამოიცნობს შენს სიტყვებს ხმის ამოცნობის ალგორითმის წყალობით.

სურათზე ჩანს Galaxy Buds2 FE ყურსასმენები. ყურსასმენებს შორის არის Live Translate-ის GUI. ფონზე გამოსახულია ხმის ტალღები, რაც აღნიშნავს Live Translation აპლიკაციას. სურათზე ჩანს Galaxy Buds2 FE ყურსასმენები. ყურსასმენებს შორის არის Live Translate-ის GUI. ფონზე გამოსახულია ხმის ტალღები, რაც აღნიშნავს Live Translation აპლიკაციას.
შემდეგ, დაწყვილებულ Samsung Galaxy სმარტფონზე დაინსტალებული Live Translate აპლიკაცია თარგმნის მას არჩეულ ენაზე.
*„Interpreter“ აპლიკაციის გამოყენებისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. ზოგიერთი ენის გამოყენებისთვის შეიძლება დაგჭირდეს ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ენის მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. *„Live Translate“ ფუნქციის გამოყენებისთვის საჭიროა ქსელთან კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. „Live Translate“ ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციით. ზოგიერთი ენის გამოყენებისთვის შეიძლება დაგჭირდეს ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ენის, ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. *2024 წლის თებერვალის მდომარეობით, Galaxy AI ფუნქციები მხარდაჭერილია Galaxy S24 Ultra-ზე, S24 Plus-სა და S24-ზე.
*Galaxy AI ფუნქციების სათანადო მხარდაჭერისთვის, შეიძლება საჭირო იყოს Samsung Galaxy მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ბოლო ვერსიამდე განახლება *სურათები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UX/UI შეიძლება განსხვავებული იყოს.

შენი ყოველდღიური აუდიო კომპანიონი

კომპაქტური და ერგონომიული დიზაინის მქონე Galaxy Buds FE უზრუნველყოფს მოსმენის საუკეთესო გამოცდილებას. ჩაახშე არასასურველი ხმაური ხმის აქტიური ჩახშობის ფუნქციის მეშვეობით, მოახდინე მორგების პერსონალიზება სხვადასხვა თავაკის მეშვეობით და უპრობლემოდ დააკავშირე შენს Samsung Galaxy მოწყობილობებთან. ისიამოვნე ყოველდღიური აუდიო კომპანიონით, რომელიც იდეალურად ერგება შენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

*Galaxy S23 FE და Galaxy Tab S9 FE იყიდება ცალ-ცალკე. Galaxy Tab S9 FE-ს მოჰყვება S Pen.**გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.

მუდმივი ფერები, რომელიც ნებისმიერ მელოდიას ერგება

შავი და თეთრი არის ორი მუდმივი ფერი, რომელიც დაგეხმარება სტილის შენარჩუნებაში. ეს ფერები იდეალურად ერგება შენს ყოველდღიურ ჩაცმულობას, რაც მას შეუცვლელ არჩევნად აქცევს ნებისმიერი სიტუაციისთვის.

კომფორტი შენი ყურებისთვის

Galaxy Buds FE-ის მცირე ზომისა და ერგონომიული დიზაინის მეშვეობით ხდება კომფორტის დამატებითი დონის უზრუნველყოფა, რადგან ისინი იდეალურად ერგება შენს ყურებს და ინარჩუნებს ერთ პოზიციას. მოარგე ყურსასმენი შენს ყურებს იდეალურად, როგორც ყურის გარე სამაგრების, ისე თავაკების მეშვეობით.

მარტივი შეხება და მორგება

შეხების ღილაკებსა და მორგების კომპონენტს შორის მანძილი ისეა განსაზღვრული, რომ მუსიკისა და ზარების კონტროლი მაქსიმალურად იყოს გამარტივებული, ხოლო ყურსასმენები უძრავად დარჩეს სასურველ პოზიციაზე.

ნაჩვენებია Galaxy Buds FE-ის ორი ყურსასმენი, ერთი მეორის წინ არის განთავსებული. ხაზგასმულია კვირტების შეხების არე. ორი ყურსასმენი ცვლის ადგილებს. ხაზგასმულია დაჭერის არე გარე ზედაპირზე. ნაჩვენებია Galaxy Buds FE-ის ორი ყურსასმენი, ერთი მეორის წინ არის განთავსებული. ხაზგასმულია კვირტების შეხების არე. ორი ყურსასმენი ცვლის ადგილებს. ხაზგასმულია დაჭერის არე გარე ზედაპირზე.
ნაჩვენებია Galaxy Buds FE-ის ორი ყურსასმენი, ერთი მეორის წინ არის განთავსებული. ხაზგასმულია კვირტების შეხების არე. ორი ყურსასმენი ცვლის ადგილებს. ხაზგასმულია დაჭერის არე გარე ზედაპირზე. ნაჩვენებია Galaxy Buds FE-ის ორი ყურსასმენი, ერთი მეორის წინ არის განთავსებული. ხაზგასმულია კვირტების შეხების არე. ორი ყურსასმენი ცვლის ადგილებს. ხაზგასმულია დაჭერის არე გარე ზედაპირზე.
  • *ფერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსვავდებოდეს ქვეყნის ან ოპერატორის მიხედვით.**ყუთში მოთავსებულია Galaxy Buds FE, დასამუხტი ქეისი, ორი წყვილი ყურის ფორმის სამაგრი (S/M, M/L(ნაგულისხმევი)), თავაკების სამი წყვილი (S, M(ნაგულისხმევი), L), USB და გამოყენების მოკლე სახელმძღვანელო.***მოირგე იდეალურად „Earbud მორგების ტესტის“ ფუნქციის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია Galaxy Wearable აპლიკაციაში.

გამოეთიშე სამყაროს მძლავრი ANC-ის მეშვეობით

გათიშე ხმაური, ჩართე შენი სამყარო. ხმის აქტიური ჩახშობის ფუნქციის მეშვეობით მოგეცემა საშუალება დარჩე მარტო შენს მუსიკასთან, მშვიდ გარემოში. აირიდე თავიდან გონების გამფანტავი დეტალები და გადაეშვი საოცარი ჟღერადობის სამყაროში.

*ANC(ხმის აქტიური ჩახშობა) გააქტიურებულია ნაგულისხმევი პარამეტრებით. ANC-ის ჩასართავად ხანგრძლივად შეხების ფუნქციის კონფიგურაცია შესაძლებელია Galaxy Wearable აპლიკაციაში.

სიჩუმე თითის ერთი შეხებით

ჩართე ან გამორთე მარტივად ხმის აქტიური ჩახშობის ფუნქცია შეხების ღილაკზე დიდხანს დაჭერით. თუ გსურს შენს გვერდით მჯდომს ესაუბრო, შეგიძლია გაააქტიურო ფონური ხმის რეჟიმი, ასე შეძლებ მათ მოსმენას ყურსასმენების მოხსნის გარეშე.

*Galaxy Wearable აპლიკაციაში, ფონური ხმის სიმაღლის 3 სხვადასხვა რეჟიმზე გადასასვლელად, გადადი ჩანართზე Earbuds პარამეტრები > დამატებითი ფუნქციები > ფონური ხმის კონფიგურირება.**ANC-ის ჩასართავად ხანგრძლივად შეხების ფუნქციის კონფიგურაცია შესაძლებელია Galaxy Wearable აპლიკაციაში.***ვიდეო წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის და შესაძლოა მასში არ იყოს ასახული პროდუქტის ზუსტი ასლი. რეალური მონაცემები და ზომა შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.

ბასის მაღალი ჟღერადობა

ისიამოვნე Galaxy Buds FE-ის საოცარი ჟღერადობით რასაც არ უნდა უსმენდე, ახალი 1-არხიანი დინამიკის მეშვეობით მიღებული ძლიერი, მკვეთრი ბასებით.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის.

გამძლე ელემენტი

კომპაქტური ზომის, თუმცა მძლავრი. ერთ ჯერზე დამუხტული ელემენტი ძლებს 30 საათის განმავლობაში, შესაბამისად, მისი მეშვეობით შეძლებ მოუსმინო შენი საყვარელი სიმღერების უსასრულო სიას, პოდკასტებს და უყურო სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებს მთელი დღის განმავლობაში.

*როდესაც ANC გამორთულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს 30 საათის განმავლობაში. როდესაც ANC ჩართულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს დაახლოებით 21 საათის განმავლობაში. მონაცემები დაფუძნებულია შიდა ტესტირების შედეგებზე. ჩართვის დრო შემოწმებულია წინასწარი წარმოების Galaxy Buds FE-ის Galaxy-ს უახლეს სმარტფონთან დაკავშირებით, ნაგულისხმევი პარამეტრებით. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, გამოყენების პირობებიდან, პარამეტრებიდან, დამუხტვის სიხშირიდან, Bluetooth სიგნალის სიმძლავრიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. „ჩართვის დრო“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც Galaxy Buds FE დაკავშირებულია ტელეფონთან და უკრავს მუსიკა.**ჩართვის დრო შეიძლება განსხვავდებოდეს პარამეტრებიდან გამომდინარე.

*როდესაც ANC გამორთულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს 30 საათის განმავლობაში. როდესაც ANC ჩართულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს დაახლოებით 21 საათის განმავლობაში. მონაცემები დაფუძნებულია შიდა ტესტირების შედეგებზე. ჩართვის დრო შემოწმებულია წინასწარი წარმოების Galaxy Buds FE-ის Galaxy-ს უახლეს სმარტფონთან დაკავშირებით, ნაგულისხმევი პარამეტრებით. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, გამოყენების პირობებიდან, პარამეტრებიდან, დამუხტვის სიხშირიდან, Bluetooth სიგნალის სიმძლავრიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. „ჩართვის დრო“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც Galaxy Buds FE დაკავშირებულია ტელეფონთან და უკრავს მუსიკა.**ჩართვის დრო შეიძლება განსხვავდებოდეს პარამეტრებიდან გამომდინარე.

სხვადასხვა მოწყობილობაზე გადართვა დაპაუზების გარეშე

შენი ხმა არ გაწყდება მაშინაც კი, როდესაც ყურსასმენებს Samsung Galaxy-ს სხვა მოწყობილობას დაუკავშირებ ავტომატური გადართვის ფუნქციის, შეხების, ან Bixby-ს მეშვეობით. ხმა არ გაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწყობილობას გადართავ შენი სმარტფონიდან ტელევიზორზე, Smart View ფუნქციის მეშვეობით. ამ გზით შეძლებ შენს საყვარელ სატელევიზიო შოუს უფრო დიდ ეკრანზე უყურო ისე, რომ არ გამოტოვო არც ერთი მომენტი.

*ავტომატური გადართვის ფუნქციის გამოსაყენებლად, Samsung Galaxy-ის ის მოწყობილობა, რომელზე გადართვასაც გეგმავ, დაკავშირებული უნდა იყოს შენს Galaxy Buds FE-სთან. **Smart View-თან ავტომატური დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ 2023 წლის შემდეგ გამოშვებული Samsung TV-ის და 2023 წლის ივლისის შემდეგ განახლებული firmware-ის გამოყენების შემთხვევაში. ***ამ ეტაპზე, ავტომატური გადართვის ფუნქციის პერსონალურ კომპიუტერებზე გამოყენება არ არის შესაძლებელი. ****Galaxy Buds FE თავსებადია Android 8.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე და 1.5GB-ზე მეტი ტევადობის მქონე Galaxy-ის სმარტფონებზე. *****ავტომატური გადართვის ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ One UI 3.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy-ის სმარტფონებზე და Galaxy Watch4 ან უფრო ახალი სერიის მოდელებზე. ავტომატური გადართვის ფუნქციის გამოსაყენებლად, მოწყობილობებში ჩართული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიში. მხარდაჭერილია ყურსასმენების Galaxy Buds Plus-ის შემდეგ გამოშვებული მოდელები (Buds Plus, Buds Live, Buds Pro, Buds2, Buds2 Pro and Buds FE).

Hi Bixby, play my favorite song

ჩართე Bixby-ს ხმით გააქტიურების რეჟიმი და გამოიყენე შენი ხმა ამინდის შესამოწმებლად, სიმღერების მოსაძებნად, მეგობრებისთვის შეტყობინების გასაგზავნად და ა.შ. უბრალოდ თქვი „Hi, Bixby“ და დაავალე Bixby-ს ნებისმიერი რამ.

*Bixby-ს სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ოპერატორის და მოწყობილობის მიხედვით.**Bixby-ის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, Galaxy Buds FE დაკავშირებული უნდა იყოს ჭკვიან მოწყობილობასთან, რომელშიც გააქტიურებულია ფიჭური კავშირი ან Wi-Fi; ასევე აუცილებელია Samsung-ია ანგარიშზე ავტორიზაციის გავლა.***Bixby-ისა და კონტენტის პროვაიდერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ან ენის მიხედვით; Bixby-ს შეუძლია ინგლისურის (UK), ინგლისურის (US), ფრანგულის (საფრანგეთი), გერმანულის (გერმანია), იტალიურის (იტალია), კორეულის (სამხრეთ კორეა), მანდარინის (ჩინეთი), ესპანურის (ესპანეთი) და პორტუგალიურის (ბრაზილია) მხოლოდ კონკრეტული აქცენტებისა და დიალექტების ამოცნობა.

*Bixby-ს სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ოპერატორის და მოწყობილობის მიხედვით.**Bixby-ის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, Galaxy Buds FE დაკავშირებული უნდა იყოს ჭკვიან მოწყობილობასთან, რომელშიც გააქტიურებულია ფიჭური კავშირი ან Wi-Fi; ასევე აუცილებელია Samsung-ია ანგარიშზე ავტორიზაციის გავლა.***Bixby-ისა და კონტენტის პროვაიდერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ან ენის მიხედვით; Bixby-ს შეუძლია ინგლისურის (UK), ინგლისურის (US), ფრანგულის (საფრანგეთი), გერმანულის (გერმანია), იტალიურის (იტალია), კორეულის (სამხრეთ კორეა), მანდარინის (ჩინეთი), ესპანურის (ესპანეთი) და პორტუგალიურის (ბრაზილია) მხოლოდ კონკრეტული აქცენტებისა და დიალექტების ამოცნობა.

იპოვე დაკარგული ყურსასმენი

ყურსასმენები დაკარგე? ეს დიდ ხანს არ გასტანს. მოძებნე ისინი შენი დაკარგული ყურსასმენების ადგილმდებარეობის ფუნქციის გამოყენებით. თუ მათი პოვნა სხვა ტელეფონით მოხდება, შენი საკონტაქტო ინფორმაცია გაიგზავნება ამ მოწყობილობაზე, შეტყობინებასთან „დაკარგული ნაპოვნია“ ერთად. იქონიე შენი Galaxy Buds FE შენთან ახლოს.

*დაკარგვის რეჟიმის გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც Samsung Galaxy-ის მოწყობილობა, რომელშიც ჩართულია Samsung-ის ანგარიში და არ ეკუთვნის თვდაპირველ მფლობელს, შეეცდება შენს დაკარგულ Galaxy Buds FE-სთან დაკავშირებას Galaxy Wearable აპლიკაციის მეშვეობით. საჭიროა დაკარგვის რეჟიმის გააქტიურება პარამეტრებში. **საჭიროა საკონტაქტო ინფორმაციის წინასწარ შეყვანა პარამეტრებში. ***დაკარგვის რეჟიმი არ მოქმედებს Galaxy Buds FE-ის დამუხტვის ქეისზე. *****დაკარგვის რეჟიმის ფარგლებში იმ მოწყობილობაზე შეტყობინების გასაგზავნად, რომლითაც მოხდა ყურსასმენების პოვნა, უნდა მოხდეს საკონტაქტო ინფორმაციის და შეტყობინების წინასწარ შეყვანა SmartThings აპლიკაციაში. იმისათვის, რომ მპოვნელი პირის მოწყობილობის დაკავშირებისას მოხდეს წინასწარ დარეგისტრირებული საკონტაქტო ინფორმაციის მიღება, ამ მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს ინტერნეტ-კავშირი. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის თავსებადობის შესაბამისად.

მეგობრული შეხსენება იმის შესახებ, რომ თან იქონიო შენი ყურსასმენები

რამე ხომ არ გავიწყდება? თუ Galaxy Buds FE დააფიქსირებს, რომ ყურსასმენები სადმე გრჩება ის გამოგიგზავნის შეტყობინებას. შესაბამისად, უკან მიბრუნების საჭიროებაც არ არსებობს.

*თუ ელემენტი დაიცლება, ადგილმდებარეობას ბოლოს მიღებული კავშირის საფუძველზე განსაზღვრავს.** SmartThings Find აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Android 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy მოწყობილობებზე. ***SmartThing Find არ არის მხარდაჭერილი კონტინენტურ ჩინეთში.****SmartThings Find-ისგან შეტყობინებების მისაღებად, უნდა გაააქტიურო შესაბამისი ფუნქცია პარამეტრებში.

მოარგე აუდიო შენს გემოვნებას

Galaxy Wearable აპლიკაციის მეშვეობით, შეძლებ შენი Galaxy Buds FE-ის პარამეტრების მარტივად, პირდაპირ შენი Samsung Galaxy მოწყობილობებიდან კონფიგურირებას. მარტივად გამოსაყენებელი პარამეტრების ფუნქციის მეშვეობით, შეძლებ შენი ყურსასმენების ხმის შენი გემოვნებისთვის მორგებას, რაც მოიცავს როგორც ეკვალაიზერის, ისე Bixby-ის ფუნქციებს.

*Galaxy Wearable აპლიკაცია ხელმისაწვდომია პერსონალურ კომპიუტერებზეც.

*Galaxy Wearable აპლიკაცია ხელმისაწვდომია პერსონალურ კომპიუტერებზეც.

მასზე შენი საყვარელი აქსესუარების გამოყენებაც შეგიძლია

გამოიყენე შენი საყვარელი ქეისი Galaxy Buds FE-ზე, რადგან მოწყობილობები თავსებადია Galaxy Buds2, Galaxy Buds2 Pro და Galaxy Buds Live-ის დამცავ აქსესუარებთან. ისიამოვნე შენი Buds-ით და საყვარელი დამცავი ქეისით ერთდროულად.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის.**დამცავი ქეისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.

*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის.**დამცავი ქეისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.

FE-ით სიამოვნების მიღების დამატებითი გზები

FE-სთან ერთად შენი ცხოვრება გასაოცარია. ისიამოვნე ჩვენი პროდუქტების ჯგუფის სინერგიის უპირატესობებით, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ერთად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე იმუშავოს.

*პროუქტები იყიდება ცალ-ცალკე.**გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.***საჭიროა Clip Studio Paint-ის წევრობა. კონკრეტულ ბაზრებზე მოწყობილობაზე წინასწარ არის დაყენებული ეს ფუნქცია. Clip Studio Paint-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია კონკრეტულ ბაზრებზე ხელმისაწვდომი Galaxy Store-იდან.

მახასიათებლები

  • აუდიო კოდეკები SSC (Samsung Scalable Codec),AAC,SBC
  • მიკროფონის რაოდენობა 6

{{family.currentModel.displayName}}

{{family.currentModel.modelCode}}

ფერი : {{chip.displayName}}
{{model.prices.currentPriceDisplay}}
{{model.prices.monthlyPrice}}დან თვეში {{model.prices.months}} თვეში
ან {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price without VAT: {{model.prices.vatFreePriceFormatted}}

Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}

Price before: {{model.prices.priceDisplay}}

{{model.prices.priceDisplay}} {{model.prices.savePrice}}
  • {{summary.title}}

    {{summary.value}}{{summary.unit}}

  • {{summary.title}}

შეადარე მოდელები

შეადარე მსგავს მოწყობილობებს

ბოლოს ნანახი

*ძირითადი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი მახასიათებლისგან.