Samsung Health
ყოველდღიური ჯანმრთელობა
*მოწყობილობების და ეკრანის სურათები მოდელირებულია ილუსტრირებისთვის. მომხმარებლის გამოცდილება და ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის, მოდელის, რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
ხარისხიანი ძილი ჯანსაღი ჩვევებით იწყება
ძილის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხანგრძლივობა. უკვე შეგიძლია, თვალყური ადევნო ძილს მთელი ღამის განმავლობაში და გაიგო, რეალურად როგორ გძინავს.
ამასთან, Samsung Health აპლიკაცია გთავაზობს ყოველდღიურ მიზნებს და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც დაგეხმარება ჯანსაღი ძილის ჩვევების შემუშავებაში.
- *მისი დანიშნულებაა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშეწყობა. ძილთან დაკავშირებული მითითებები მოცემულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ის არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან ძილის დარღვევის გამოვლენის, დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის. რჩევის მისაღებად მიმართე სამედიცინო სფეროს პროფესიონალს.
- *ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიაზე და უფრო ახალ მოწყობილობებზე.
- *მოწყობილობები და ეკრანის ანაბეჭდები წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის. UX/UI შესაძლოა განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- *ხვრინვის მონაცემების ჩასაწერად, გაიკეთე საათი ძილის დროს და მოათავსე ტელეფონი თავთან ახლოს, ისეთ სწორ ზედაპირზე, როგორიცაა მაგალითად ტუმბო. ტელეფონის ქვედა ნაწილი მომართული უნდა იყოს შენს მხარეს.
აკონტროლე და გააუმჯობესე შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა
მარტივად ადევნე თვალი შენს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ფიტნეს პროგრესს Samsung Health-ის მეშვეობით. აპლიკაციას გააჩნია 100-ზე მეტი ტიპის ვარჯიშის მხარდაჭერა, მათ შორის სირბილის, ველოსიპედის ტარების და ლაშქრობის, რომელთაგან თითოეულთან მიმართებაში მუშაობს GPS თრექინგი. დააკავშირე აპლიკაცია სხვადასხვა სავარჯიშო მოწყობილობასთან, მათ შორის სარბენ ბილიკთან, ველოსიპედთან და გულისცემის სიხშირის მონიტორებთან (HRM), ასევე შეგიძლია ამ მოწყობილობების დაკავშირება Galaxy Watch-თან, შენი ფიტნეს-რუტინის რეგულირების და გაუმჯობესების მიზნით.
მიაღწიე ფიტნეს მიზნებს უფრო ეფექტურად სხეულის შემადგენლობის გაზომვის ფუნქციებით.
დაისახე სწორი მიზნები სხეულის შემადგენლობის მონიტორინგზე დაყრდნობით და მიიღე რეკომენდაციები, თუ როგორ მიაღწიო სასურველ შედეგს.
- * მაჩვენებლები არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის. ისინი მოცემულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. რჩევის მისაღებად მიმართე სამედიცინო სფეროს პროფესიონალს.
- *ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიაზე და უფრო ახალ მოდელებზე.
გაიუმჯობესე ცხოვრების ხარისხი
თავსებადი მოწყობილობები
გააუმჯობესე ცხოვრება Galaxy-სთან ერთად.
როგორ აკონტროლო შენი ჯანმრთელობა Samsung-თან ერთად
მარტივი გზა Samsung Health-ის უპირატესობებით სარგებლობისთვის.
ძილის ანალიზი
GPX ნავიგაცია
სხეულის შემადგენლობა
მონაცემების უსაფრთხოება Samsung Knox
შენი ჯანმრთელობის მონაცემებს საიმედოდ იცავს Samsung Knox.
- ყველა აღწერილი სერვისი, ფუნქცია, კომპონენტი, კონტენტი, მომხმარებლის ინტერფეისი ექვემდებარება ცვლილებას გაფრთხილების გარეშე. ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან რეგიონის, მოწყობილობის მოდელის და ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით.
ფასიანი სერვისები ხელმისაწვდომია შეძენის შემდეგ. - მოწყობილობის და ეკრანის სურათები მოდელირებულია ილუსტრირებისთვის.