Samsung Research არის Samsung Electronics-ის, წამყვანი, კვლევისა და განვითარების ცენტრი. უწყვეტი ინოვაციებისა და ინტელექტის საშუალებით, მისი ხელმძღვანელობით, აქ ვითარდება მომავალი თაობის ტექნოლოგიები და ღირებულები.
Samsung Research არის სამომხმარებლო ელექტრონიკის განყოფილების, IT და მობილური კომუნიკაციების განყოფილების ძირითადი კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრი. Samsung Research ხელმძღვანელობს სამომავლო ტექნოლოგიების განვითარებას Samsung-ის პროდუქტებისა და სერვისებისთვის. მასში დასაქმებულია 10000-ზე მეტი მკვლევარი და დიზაინერი სხვადასხვა ქვეყნის R&D ცენტრებში.
პროგრამის შესაბამისად "მომავლის ფორმირება, ინოვაციებისა და ინტელექტის მეშვეობით", განყოფილება აქტიურად იკვლევს და ვითარდება, აღნიშნული ხდება იმის გამოსავლენად, თუ რომელი სფერო იქნება დაწინაურებული, შეიქმნას დიზაინი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის და პროდუქტებისთვის, გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრება და დაინერგოს ახალი ღირებულებები.
Samsung Research -ის ძირითადი კვლევის სფეროები მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს (AI), მონაცემების ანალიტიკას, ახალი თაობის საკომუნიკაციო სისტემებს, რობოტებს, Tizen, სამედიცინო აღჭურვილობასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ხალხისთვის და უსაფრთხოების სისტემებს. განყოფილება ატარებს ინოვაციურ კვლევებს, პერსპექტიულ, ახალ სფეროებში, რათა ჩამოაყალიბოს ახალი ცხოვრების წესი, რომელიც დაფუძნებული იქნება, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე.
ცენტრი მუშაობს საზღვარგარეთის კვლევისა და განვითარების 14 ცენტრთან, 12 ქვეყანაში და 7 გლობალურ, ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან, რათა განავითაროს ინოვაციური ტექნოლოგიები და გააღრმავოს თავისი გლობალური სამეცნიერო პოტენციალი. ეს მნიშვნელოვნად აძლიერებს ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, აქტიური ღია კვლევის მეშვეობით წამყვან უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და პარტნიორ კომპანიებთან მთელ მსოფლიოში, რომლებიც ფლობენ საუკეთესო, თანამედროვე ტექნოლოგიებს.
Samsung Research გვპირდება, რომ გააგრძელებს სწრაფვას, გახდეს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრი, რომელიც უწყვეტი ინოვაციებითა და ექსპერტების ინტელექტის წყალობით, ქმნის უკეთეს მომავალს.